„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 12/30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016561
12/30
12/11/2013
ვებგვერდი, 13/02/2019
480610000.03.030.016561
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

,,საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა

და

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა,

შემდგომში "მხარეებად" წოდებულნი,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ მიგრაციული ნაკადები ხელს უწყობს  ხალხების დაახლოებას და რომ ამ პროცესის შეთანხმებული მართვა ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია;

განზრახული აქვთ რა ყოველნაირად შეუწყონ ხელი მობილურობაზე დაფუძნებულ დროებით შრომით მიგრაციას და საქართველოში კომპეტენტური სპეციალისტების დაბრუნების წახალისებას;

ითვალისწინებენ რა ერთობლივ დეკლარაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2009 წ. 30 ნოემბერს ბრიუსელში ხელმოწერილ შეთანხმებაზე „პარტნიორობა მობილურობისათვის“, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ მიგრაციისადმი გლობალური მიდგომის ჩარჩოებს შეესაბამება;

ითვალისწინებენ რა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას;

იცავენ რა თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ უფლებებსა და გარანტიებს, რომელთანაც ისინი არიან მიერთებული;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1საცხოვრებლად დაშვება

1.1 – სტუდენტები

ერთწლიანი  დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში წარმატებით დაასრულა სასწავლო ციკლი სახელმწიფო დონეზე უფლებამოსილ საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საფრანგეთის რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებულია შეთანხმებით დიპლომის გაცემის  თაობაზე, მიიღო სულ მცირე მაგისტრის  დიპლომის ან  პროფესიული განათლების დიპლომის ეკვივალენტური დიპლომი და სურს თავისი განათლება სრულყოს საფრანგეთში პირველი პროფესიული გამოცდილების მიღებით მომავალში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.  

აღნიშნული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების პერიოდში  მისი მფლობელი უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოიძიოს და თუ შემთხვევა მოიტანს შეასრულოს მისი განათლების  შესაბამისი სამუშაო.

პირველ აბზაცში მითითებული ერთწლიანი  ვადის ამოწურვისას, თუ დაინტერესებულ პირს აქვს სამსახური ან ისეთ სამსახურში დასაქმების დაპირება, რომელიც მე-2 აბზაცში ჩამოყალიბებულ პირობებს აკმაყოფილებს, ის უფლებამოსილია დარჩეს საფრანგეთში პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად.

1.2იმიგრაცია პროფესიული მიზეზით

1.2.1  საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთწლიანი დროებითი ბინადრობის მოწმობა განახლების უფლებით, რომელშიც მოცემულია მინიშნება |„დაქირავებული“, გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, რათა მან შეძლოს დასაქმება ამ შეთანხმების №I დანართში მითითებული ერთ-ერთი პროფესიით, საფრანგეთის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ვიზირებული შრომითი ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად.

პროფესიების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ამ შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული ორივე მხარის კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.

საფრანგეთში დაინტერესებული პირების მიღებისა და პროფესიული დასაქმების გამარტივების მიზნით ამ მუხლის პირველ აბზაცში მითითებული დროებითი ბინადრობის მოწმობების რაოდენობა, რომელიც საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება გასცეს ყოველწლიურად, ხუთასს არ უნდა აღემატებოდეს  

1.2.2ორივე მხარე თანხმდება გაცვალონ ერთმანეთში 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ან იწყებენ აქტიურ ცხოვრებას და რომლებიც მიემგზავრებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე საკუთარი კარიერის პერსპექტივების გასაუმჯობესებლად ისეთ საწარმოში ანაზღაურებადი შრომითი გამოცდილების მიღების გზით, რომელიც ეწევა სანიტარულ, სოციალურ, სასოფლო-სამეურნეო, ხელოსნურ, სამრეწველო, სავაჭრო ან თავისუფალ საქმიანობას ან საქმიანობას მომსახურების სფეროში და თავიანთი ცოდნის გასაღრმავებლად მიმღები საზოგადოების შესახებ.

ეს ახალგაზრდა სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან დასაქმდნენ წინამდებარე პარაგრაფით  განსაზღვრულ პირობებში, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად. იმ პროფესიების შემთხვევაში, რომლებიც სპეციალურ ნებართვას საჭიროებენ, ახალგაზრდა სპეციალისტებზე ვრცელდება მიმღები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობები. 

ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შეთავაზებული სამსახურისათვის საჭირო კვალიფიკაციის შესაბამისი დიპლომი ან პროფესიული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. 

ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებისთვის მუშაობის საწყისი ნებადართული ვადა მერყეობს ექვსიდან  თორმეტ თვემდე და შეიძლება გაგრძელდეს ექვსი თვით. მთლიანობაში ბინადრობის ხანგრძლივობა თვრამეტ თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები, საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფრანგეთის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ვიზირებული შრომის ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე  მიიღებენ დროებითი ბინადრობის მოწმობას ექვსიდან  თორმეტ თვემდე ვადით. ამ ბინადრობის მოწმობის მოქმედების პერიოდში მისი მფლობელი უფლებამოსილია იცხოვროს საფრანგეთის რესპუბლიკაში და იმუშაოს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოზე. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ მას შეუძლია იმავე პირობებში მოიპოვოს ბინადრობის მოწმობის განახლება შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.

თავის მხრივ, ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტები შრომითი ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე მიიღებენ დროებითი ბინადრობის მოწმობას ექვსიდან  თორმეტ თვემდე ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მათ აქვთ საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება თავიანთი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში. ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში მათ შეუძლიათ განაახლონ ბინადრობის მოწმობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული კომპეტენტური სამთავრობო ორგანოები ვალდებულებას იღებენ, რათა წინა აბზაცებში ხსენებული ბინადრობის მოწმობები უმოკლეს ვადაში გაიცეს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების მიერ და შესაძლო სირთულეები რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მოგვარებული.

ორივე მხარის მიერ დაშვებული ფრანგი და ქართველი  ახალგაზრდა სპეციალისტების რაოდენობა წელიწადში ასორმოცდაათს  არ უნდა აღემატებოდეს.

მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ახალგაზრდა სპეციალისტები მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეების თანასწორნი არიან ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება შრომითი ურთიერთობების და პირობების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონების,  წესდებებისა და დამკვიდრებული წესების  შესრულებას.

დამქირავებლისგან ისინი იღებენ ხელფასს, რომელიც სულ მცირე იმავე პირობებში მომუშავე მიმღები სახელმწიფოს მოქალაქის ხელფასის ეკვივალენტურია.

ამ მუხლის განხორციელების პრაქტიკული პირობები ჩამოყალიბებულია შეთანხმების  დანართში II.

1.2.3 ­- მუხლებში 1.2.1 და 1.2.2. მოცემული ზღვრული კონტიგენტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო წლისთვის მიიღება მე-2 მუხლში მითითებული ორივე მხარის კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.

1.2.4საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც არ შეუძლიათ პარაგრაფებით 1.2.1. და 1.2.2. გათვალისწინებული დებულებებით სარგებლობა მხოლოდ  ამ პარაგრაფებში მითითებული რიცხობრივი ზღვრის გადაჭარბების  გამო, შეეძლებათ ისარგებლონ საფრანგეთის კანონმდებლობის დებულებებით პროფესიული იმიგრაციის შესახებ.

1.2.5საფრანგეთის მოქალაქეებს, რომელთაც არ შეუძლიათ პარაგრაფებით 1.2.1. და 1.2.2. გათვალისწინებული დებულებებით სარგებლობა მხოლოდ ამ პარაგრაფებში მითითებული რიცხობრივი ზღვრის გადაჭარბების გამო, შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობის დებულებებით.

1.2.6საფრანგეთის მხარე ვალდებულებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გაამარტივოს დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც უნარი შესწევთ თავიანთი კომპეტენციითა და ნიჭით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საფრანგეთის რესპუბლიკის ეკონომიკის, კერძოდ ინტელექტუალური, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო, კულტურული, ჰუმანიტარული და სპორტული სფეროების  განვითარებაში და ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საქართველოს განვითარებაში. საფრანგეთის რესპუბლიკაში მიღებულმა გამოცდილებამ სარგებლობა უნდა მოიტანოს მათი შინ დაბრუნებისას, კერძოდ საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისათვის საწარმოების დაარსების პერსპექტივაში.

მუხლი 2კომპეტენტური სამთავრობო ორგანოები

2.1 – წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური სამთავრობო ორგანოებია :

  • საფრანგეთის მხარე: იმიგრაციის სამინისტრო;
  • საქართველოს მხარე: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2.2 – მხარეები ერთიმეორეს ინფორმაციას  აწვდიან იმ ადმინისტრაციაზე ან ორგანიზაციაზე, რომლებსაც მათ სახელმწიფოში წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულება დაეკისრება.

მუხლი 3სამეთვალყურეო კომიტეტი

მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების შესრულების მიზნით სამეთვალყურეო კომიტეტის შექმნის თაობაზე, რომლის შემადგენლობაში შევლენ ორივე მხარის ადმინისტრაციათა წარმომადგენლები. კომიტეტი შეიკრიბება  წელიწადში ერთხელ. კომიტეტის მიზნებია:

  • ამ შეთანხმებაში ჩამოყალიბებული დებულებების შედეგების შეფასება;
  • ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით მოსარგებლეთა ნაკადებზე დაკვირვება;
  • შეთანხმების შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული წინადადებების შემუშავება.

მუხლი 4 – მოქმედების სფერო

ამ შეთანხმების დებულებები ვრცელდება საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპული და ზღვის გადაღმა დეპარტამენტების ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიაზე.

მუხლი 5 – დასკვნითი დებულებები

5.1 – წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის  აუცილებელი კონსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურების შესრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღის მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს.

5.2შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

5.3წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები ძალაში შედის პარაგრაფი 5.1 ში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

5.4 – შეთანხმება შეიძლება შეწყვიტოს რომელიმე მხარემ, სამი თვით ადრე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმების შეწყვეტა ეჭვქვეშ არ აყენებს ამ შეთანხმების შესრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები ამის თაობაზე ურთიერთშეთანხმებით სხვა გადაწყვეტილებას იღებენ.

5.5ამ შეთანხმების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები მხარეთა შორის მოგვარდება მე-3 მუხლში მითითებული სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დიპლომატიური გზით.

რის საფუძველზეც, მხარეთა მიერ სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია 2013  წლის 12 ნოემბერს, ქ. პარიზში, ორ დედნად, ქართულ და ფრანგულ ენებზე.  ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.  

 

საქართველოს მთავრობის                   

სახელით

(ხელმოწერილია)

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის 

სახელით 

(ხელმოწერილია)

 

 

 დანართი I

საქართველოს მოქალაქეებისათვის დაშვებული 50 პროფესიის სია

     

                  

სპეციალობები პროფესიული სფეროების მიხედვით

მშენებლობა და საზოგადოებრივი სამუშაოები

 

მხურავი

 

სადურგლო საკეტების დამმონტაჟებელი (დურგალი, ზეინკალი)

 

სამშენებლო კომპლექსის მხაზველი

 

ტოპოგრაფი

 

სამშენებლო კომპლექსის ტექნიკურ შესწავლაზე პასუხისმგებელი პირი/მასწავლებელი/

 

სამშენებლო კომპლექსის ობიექტის მმართველი

 

სამშენებლო კომპლექსის სამუშაოთა მწარმოებელი

სასტუმროების, რესტორნების  მეურნეობა, კვება

 

მზარეული

 

რესტორნების მრავალპროფილიანი თანამშრომელი

 

რესტორნის ოფიციანტი

 

ხორცის პროდუქტების დამამზადებელი (ყასაბი)

მექანიკა, ლითონდამუშავება

 

მეთუნუქე-მგლინავი

 

დაზგების და ჩარხების ოპერატორ-ამწყობი

 

ზეინკალ-მექანიკოსი

 

სამშენებლო ობიექტის ხელსაწყოების, ამწე-სატრანსპორტო მექანიზმებისა და სასოფლო-სამურნეო მანქანების მექანიკოსი

 

მანქანათმშენებლობის მხაზველ-დამპროექტებელი

 

მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების მხაზველი

 

მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების ტექნიკოსი

 

მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების კვალიფიციური  ტექნიკოსი

 

ლიფტების (და სხვა მექანიკური სისტემების) მემონტაჟე-შემკეთებელი

ელექტრომრეწველობა, ელექტრონიკა

 

ელექტრო და ელექტროტექნიკური მასალის ელექტროტექნიკოსი

 

ელექტრობისა და ელექტრონიკის მხაზველ-დამპროექტებელი

 

ელექტრობისა და ელექტრონიკის მხაზველი

 

ელექტრობისა და ელექტრონიკის ხარისხის, შემოწმებისა და კონტროლის სპეციალისტი

   ტექნიკური უზრუნველყოფა

 

უზრუნველყოფის ელექტრიკოსი

 

უზრუნველყოფის მრავალპროფილიანი  მუშა

 

სამრეწველო და პროფესიული  დანადგარების დამმონტაჟებელი

 

ავტომატიზებული სისტემების ამწყობი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფის სპეციალისტი

 

ნორმებთან შესაბამისობის ინსპექტორი

 

გათბობის, კოდინცირებისა და მაცივრების სისტემების უზრუნველყოფის სპეციალისტი

 

უზრუნველყოფის სპეციალისტი ელექტრონიკაში

ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ტურიზმი

 

დარგის დაგეგმვის,  ორგანიზებისა და მეთოდების სპეციალისტი

გადამამუშავებელი მრეწველობა

 

მინის ჩამოსხმის (დამუშავების) ოპერატორი

 

ცემენტის  საწარმოს მშენებლობის კოორდინატორი

 

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის სპეციალისტი

დრეკადი მასალები, ხის დამუშავება, გრაფიკული მრეწველობა (მსუბუქი მრეწველობა)

 

ავეჯისა და ხის ნაწარმის (და მსგავსი მასალის) დამამზადებელი მანქანების ოპერატორი

 

ხის და მსგავსი მასალების დამამზადებელი (სერიული წარმოება)

 

ავეჯისა და ხის მრეწველობის სპეციალისტი

საწარმოთა მართვა-ადმინისტრირება

 

საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტი

 

აუდიტისა და ფინანსური და სააღრიცხვო კონტროლის სპეციალისტი

ინფორმატიკა

 

გამოყენებითი ინფორმატიკის სპეციალისტი

 

კვლევის პროგრამისტი (მათ შორის, პროექტის ხელმძღვანელი)

 

პროგრამისტ-ექსპერტი

ბანკი და დაზღვევა

 

სადაზღვევო საქმის პასუხისმგებელი

ვაჭრობა

 

დისტანციური გაყიდვების სპეციალისტი

 

პროფესიული აღჭურვილობის სავაჭრო ატაშე

 

შუალედური ქონებისა და ნედლეულის სავაჭრო ატაშე

 

საწარმოებთან არსებული სამსახურების სავაჭრო ატაშე

 

ტექნიკური მაჩვენებლებით საქონლის წარმომჩენი სპეციალისტი (გაყიდვის პუნქტებისა და განყოფილებების შერჩევა)

 

ტექნიკურ-კომერციული ინჟინერი

     

 

დანართი II

 

ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლისას

გამოსაყენებელი პრაქტიკული დებულებები

ახალგაზრდა სპეციალისტებმა, რომელთაც სურთ ამ დებულებებით სარგებლობა, უნდა მიმართონ ადმინისტრაციას ან ორგანიზმს, რომელსაც მათ სახელმწიფოში  ახალგაზრდა სპეციალისტთა თხოვნების  თავმოყრა და წარდგენა ევალება.

ახალგაზრდა სპეციალისტებმა თხოვნას უნდა დაურთონ ყველა საჭირო ინფორმაცია დიპლომის ან პროფესიული გამოცდილების შესახებ, ასევე დაასახელონ საწარმო, რომელში  მუშაობის  ნებართვის მიღებაც სურთ.

აღნიშნული ადმინისტრაციას ან ორგანიზაციას ევალება ამ თხოვნის განხილვა და გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი გადაცემა მეორე სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციისათვის ან ორგანიზაციისათვის დადგენილი წლიური კონტიგენტის გათვალისწინებით. ამ ადმინისტრაციებმა ან ორგანიზაციებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რომ თხოვნები  დროულად იქნეს განხილული.

ამას გარდა, კანდიდატებისათვის სამუშაოს მოძიების გამარტივების მიზნით, ეს ადმინისტრაციები ან ორგანიზმები კანდიდატებს აძლევენ  დამქირავებლის მოსაძებნად აუცილებელ დოკუმენტაციას და იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა საწარმოებს გააცნონ  ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლით შეთავაზებული შესაძლებლობები. დაინტერესებულ პირებს ასევე მიეწოდება  ინფორმაცია მიმღებ სახელმწიფოში  ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შესახებ.