დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის იუნკერის ბესარიონ კემულარიას სახელის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016489 |
|
ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის
იუნკერის ბესარიონ კემულარიას სახელის მინიჭების შესახებ
|
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) მთწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს იუნკერის ბესარიონ კემულარიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად; გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
დოკუმენტის კომენტარები