„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021040
25
30/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
010240010.10.003.021040
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2019 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადე­ბისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდ­გომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდო­­მაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის გან­ხი­­­ლ­ვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სა­კითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზი­დენ­ტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების თანახელმოწერის წესი, აგრეთვე, მთავ­რობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქ­მიანო­ბასთან დაკავში­რე­ბუ­ლი სხვა პრო­ცედურული და საორგანი­ზაციო საკი­თ­ხე­ბი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგ­ლა­მენტით (შემ­დ­გომში – რეგლა­მენტი).“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.

3. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი

1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს და მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით. 

3. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.“.

4. მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი თანახელმოწერის, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის, აგრეთვე პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის თაობაზე მთავრობის  გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით.

6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები არ აღემატება ერთ მილიონ ლარს (აღნიშნული მონეტარული ზღვარი არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებზე), შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე.წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს;“.

6. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები, განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საკითხები მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის ადმინისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.“.

9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა

1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმების მიხედვით.

2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.

3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.

5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.

6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მომზადებაზე.

7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა  (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა);

გ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;

დ) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;

ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.

8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 აგვისტოსი.

9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ კანონპროექტის გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.

11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.“.

10. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.“;

11. 30-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს  იუსტიციის  მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის ან ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.

5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების ან ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, კორექტირებულ კანონპროექტს შეთანხმების ფურცელთან ერთად „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ხელახლა უგზავნის შესათანხმებლად მხოლოდ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ს და მთავრობის ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში შენიშვნის ავტორი მთავრობის წევრი, ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია 5 დღის ვადაში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ინიციატორი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.“.

12. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება შემცირდეს ინიციატორი უწყების დასაბუთებული (წერილობითი) მოთხოვნით მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.“. 

13. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას, როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;

ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;

გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:

ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;

გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.“.

14. 33-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;

ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;

დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.“.

16. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს; პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით,  იმ უწყების თანამდებობის პირს, რომლსაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.“.

17. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა), ასევე, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის შემდეგ, ეგზავნება პარლამენტს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე (მათ შორის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე) და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს დასაბუთებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ იყო გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს აღნიშნულ დასაბუთებას, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.“.

18. 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.“.

19. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა).“.

20.  42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეთანხმების წესი

1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის  კანონის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.

8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.

9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

10. ამ მუხლი მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის  გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.

12. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

 13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

15. პარლამენტიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის  გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.

16. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების (პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.

17. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

19. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) პრემიერ-მინისტრი ან/და მთავრობის სხვა წევრი (წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.“.

21. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.“;

დ) მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პარლამენტიდან წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.

9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.“.

22. XV და  XVI თავები ამოღებულ იქნეს.

23.  XVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თანახელმოწერა“.

24. 47-ე და 48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა

1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.

2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარ­დ­გენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხო­ლოდ თანახელმოწერის შემთხვევაში.

4. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.

მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას

1. თანახელმოწერას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;

ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;

გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;

დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;

ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;

ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;

ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;

ი) პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.”.

25. 49-ე მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. თანახელმოწერის განხორციელების წესი

1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.“;

ბ) მე-5–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით თანახელმოწერისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.

7. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.

8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა თანახელმოწერისთვის, მთავრ­ობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქ­მული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავ­რობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექ­ტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.

9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენი­შვ­ნებს.“;

გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის, რის შემდეგაც მეორდება თანახელმოწერისთვის ამ მუხ­ლით დადგენილი პროცედურა.

12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.“.

26. 50-ე მუხლის:

ა) სათაური და პირველი–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50.  თანახელმოწერა დაჩქარებული წესით

1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმარ­თვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა.

2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავ­რობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექ­ტრონულ სხდომაზე.

3. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.

4. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერი­ლობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრუ­ლე­ბიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.

5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენ­ტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შე­ნიშ­ვნებს.”;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასა­ბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ რეგლა­მენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფი­ცია­ლურად აცნობებს პრეზიდენტს.“.

27. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანების, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის თანახელმოწერა

1. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის  შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

2.  პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

3. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერამდე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შესაბამის სათათბირო (კოლეგიურ) ორგანოსთან.“.

28. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პრეზიდენტისათვის მთავრობის მიერ თანხმობის მიცემის, მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის წესი“.

29. 52-ე - 54-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის თანხმობას

1. პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით:

ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში;

ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

დ) ახორციელებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას.

2. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი წინადადებების შეს­­წავლას, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 

3. პრეზიდენტის წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის  გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

4. პრეზიდენტის წინადადებაზე მთავრობის თანხმობა ან უარი მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.

მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე

1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით:

ა) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლო­მატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;

ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;

გ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;

დ)  პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის  წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფ­რთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამო­სი­ლებების განხორციელებას;

ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.

2. პრეზიდენტი, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე იწვევს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. ასევე, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი.

3. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება  თანდართულ დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად.

4. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას მთავრობას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.

5. პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

6. მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის შესახებ მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.

7. მთავრობის სხდომაზე განხილვამდე, წინადადების შესწავლას, შესაბამისი წარდგინებით/მოთხოვნით მიმართვის  მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგაზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე

1. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით:

ა) გამოსცემს ბრძანებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ;

ბ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს;

გ) გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ.

2. პრემიერ-მინისტრის წარდგინების მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

3. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

30. 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცვე­ლის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზ­ღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.“.

31. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივ­ნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

32. 57-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) განმარტებითი ბარათი საერთაშორისო ხელშეკრულების არსის შესახებ;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.“.

33. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

35. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

36. 61-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა.

3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარე­ბაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, რატიფიცირებისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

37. 61-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

„მუხლი 611. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის წესი

1. საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას წერილით წარმოუდგენს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის დედნებს.

2. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას და ხელმოწერილი სიგელის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.

38. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.

2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.

3. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

4. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

5. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.“.

39. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში

მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარ­მომ­ა­დგენლობას, კანონმ­დებ­ლო­ბით დადგენილი წესით, უზრუნველ­ყოფს იური­დიუ­ლი დე­პარ­ტა­მენტი.“.

40. კარი VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი VII

სახელმწიფო რწმუნებული

თავი XXV

სახელმწიფო რწმუნებული – საქართველოს ადმინისტრაციულ-­ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი

მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და კომპეტენცია

1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები.

2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

3. სახელმწიფო რწმუნებული:

ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;

ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;

დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შესაძლებელია გაუქმდეს მთავრობის მიერ კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე