„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016074
2
24/01/2019
ვებგვერდი, 28/01/2019
010220020.17.010.016074
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2019 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის აპარატი შედგება დეპარტამენტებისა და სამსახურებისაგან, ასევე ადმინისტრაციისა და მრჩეველთა საბჭოსაგან.“.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი;“.

3. დებულებას მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„71. მრჩეველთა საბჭო:

1. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კომისიის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების თაობაზე ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით; 

გ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე.

2. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება  კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე; 

გ) ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის  აპარატის მიერ მომზადებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე შესაბამისი  მოსაზრებების წარმოდგენა;

დ) კომისიის დავალების საფუძველზე საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო  სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე;

ვ)  კომისიის სიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა.

4. დებულების 21-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან თანამშრომლობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიებისა და  მომხმარებელთა უკუგების მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმართული საერთაშორისო ურთიერთობების, აქტივობებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების რეგულარულად მიწოდება კომისიისათვის, საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის სამსახურისა და, საჭიროებისამებრ, სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური