დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 დეკემბრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016490 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 დეკემბრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 დეკემბრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.105.016488) შეტანილ იქნეს ცვლილებება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თავი I ზოგადი ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესახებ
მუხლი 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ა) ცენტრი – ქ. ზუგდიდი; ბ) ადმინისტრაციული ერთეული სოფლად – 48; გ) ადმინისტრაციული ერთეული ქალაქად – 5; დ) მოსახლეობის რაოდენობა – 105.5 ათასი; ე) ფართობი – 792.0 ათასი; ვ) მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტი – 0152; ზ) გზების სიგრძე – 1344კმ; თ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა – 7.9 ათასი; ი) სკოლის ასაკის ბავშვების რაოდენობა – 3.9 ათასი; კ) პენსიონერთა რაოდენობა – 29524; ლ) სოციალურად დაუცველთა რაოდენობა – 5037.
თავი II ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 40,588.4 ათ. ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 29388.2 ათ. ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7,938.4 ათ. ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
მუხლი 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 3261.8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 30187.6 ათ. ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15120.4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თავი III ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები 2019-2022 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ვექტორი ფოკუსირებული იქნება იმ პრიორიტეტებზე როგორიც არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამების გაფართოება, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ქსელის სისტემატური ზრდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, ნორჩ აღსაზრდელთა კონტიგენტის მაქსიმალურად მოცვა, კულტურული ცხოვრების, სპორტის, ტურიზმის შემდგომი განვითარება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროში აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ შესაბამისი კანონებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების მუნიციპალური სახსრებით ფინანსური მხარდაჭერა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: ა) მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; ბ) განათლების სფეროს მხარდაჭერა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, აღნიშნული დარგის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება; გ) კულტურისა და სპორტის განვითარება, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ე) თვითმმართველობა და თავდაცვა. 1.0. 22990.9 ათასი ლარი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს მყარი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნა და გაუმჯობესება. იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების, პარკებისა და სკვერების, გარე განათების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემების, ტროტუარების, ხიდების რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პარალელურად, პრიორიტეტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. 1.1. 9,055.0 ათასი ლარი – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია საკომუნიკაციო საშუალებების, კერძოდ, გზების და ხიდების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების, ხიდების სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაოდენობრივად და ხარისხობრივად მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; კომერციული, კულტურული, სპორტული, ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი გზების, ხიდების მატების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 1.1.1. 8,955.0 ათასი ლარი-გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის აღწერილობა ქვეპროგრამის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა, გზების არსებული საფარის მიმდინარე და კაპიტალური აღდგენის სამუშაოები. მათ შორის: გზების მიმდინარე (ორმული) შეკეთება, არაასფალტირებული გზების ხრეშოვანი საფარის რეაბილიტაცია. ქალაქის გზების ორმული შეკეთება: კ. გამსახურდიას ქუჩა (პირველი შესახვევით), იონა მეუნარგიას ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბარამიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, ბ. ჯანაშიას ქუჩა, პუშკინის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, გორკის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, ლაზის ქუჩა, თათარაშვილის ქუჩა, სპეციალისტების ქუჩა, მარია და ლეხ კაჩინსკების ქუჩა, სახოკიას ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა. სოფლის გზების ორმული შეკეთება საჭიროებისამებრ. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი რეაბილიტირებული გზა; მგზავრთა შეუფერხებელი, მოხერხებული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი საფარი, გზების მშენებლობის ხარისხობრივი და კილომეტრებში რაოდენობრივი მაჩვენებელი; მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკმარისი დონე. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური 1.1.2. 100.0 ათასი ლარი – ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ხიდების რეაბილიტაცია, ახალი ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების რეაბილიტაცია: ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გურამიშვილის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია, ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სამანქანო ხიდის რეაბილიტია, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემიების უბანში ხიდის რეაბილიტაცია, რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია, ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში საპერტიოს უბანში ხიდის რეაბილიტაცია, შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში სიჭინავების უბანში ხიდის რეაბილიტაცია, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში პატარა ენგურზე ხიდის რეაბილიტაცია, ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სვანების უბანში ხიდის რეაბილიტაცია, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სამანქანო ხიდის მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტების კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ავარიული ხიდების შეკეთების და ახალი ხიდების მშენებლობის რაოდენობრივი მაჩვენებელი; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მეტი გარანტია. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური 1.2. 5,029.4 ათასი ლარი – კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია კომუნალური მეურნეობის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლება, ერთიანი ენერგოეფექტური გარე განათების სისტემის ჩამოყალიბება, მუნიციპალური სერვისების განვითარება. პროგრამის ფარგლებში იწარმოებს გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის რეაბილიტაცია. განხორციელდება ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტი ციკლით დასუფთავება, მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანა, კეთილმოწყობა და გამწვანება. გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, ფასადების და სახურავების შეკეთება-რემონტის სამუშაოების ჩასატარებლად. ამავე პროგრამით განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; კეთილმოწყობილი და განათებული ქალაქი; ქალაქის დასუფთავებული ქუჩები, პარკები და სკვერები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ქალაქის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული იერსახე; მეტი რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები; მეტი განათებული და კეთილმოწყობილი ქუჩები, სკვრები, პარკები და მოედნები. 1.2.1. 4200,0 ათასი ლარი – დასუფთავების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 1 აპრილს დამტკიცებული „ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის, „ნარჩენების მართვის 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018 – 2022 წწ გეგმის“ შესაბამისად. აღნიშნული პრიორიტეტიდან გამომდინარე, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქნილი ნარჩენების მართვა, ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ქვემდებარე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური ადგილების, ტროტუარების, სკვერების, გაზონების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების აკრეფა-შეგროვება, მოსახლეობის კარდაკარ შემოვლის (ე.წ. ზარის პრინციპი) მეთოდით ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების 475 ქუჩაზე მცხოვრები 13 ათასი კომლიდან და 48 სასოფლო ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრები 18 ათასი კომლიდან წარმოქმნილი მყარი ნარჩენების შეგროვება-აკრეფა და ტრანსპორტირება სპეციალურ ნაგავსაყრელში. ამასთან უწყვეტი რეჟიმით იწარმოებს მყარი ნარჩენების გატანა კომერციული სტრუქტურებიდან, სამრეწველო საწარმოებიდან, სასწავლო-საგანმანალებლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რომლის ფართობი 682 კვადრატული კილომეტრია, დაქსელილია 1675-ზე მეტი ქუჩით, ცხოვრობს 105 ათასზე მეტი ადამიანი (31 ათ ასი კომლი). ერთი მაცხოვრებლის მიერ დღე-ღამეში საშუალოდ წარმოიქმნება 800 გრამზე მეტი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, სულ 23 ათას ტონაზე მეტი, ასევე დაახლოებით 10 ათას ტონამდე მყარი ნარჩენი წარმოიქმნება სამრეწველო, კომერციული, სახელმწიფო და სხვა ობიექტებიდან და სხვადასხვა აქტივობებიდან. წელიწადში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოიშობა 33 ათას ტონამდე (100 ათასი მ3 გაშლილი მასა) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომლის მოცულობაც იზრდება ეკონომიკის განვითარების (ანაკლიის განვითარების მიმართულება), ურბანიზაციის პროცესების მიმდინარეობისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების კვალობაზე, ამას ემატება 5-წლიანი გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები მომსახურეობის უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასავლელად კერძოდ: უნდა განხორციელდეს მყარი ნარჩენების მართვა ისე, რომ 2022 წლისათვის უზრუნველყოფილი იქნას მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი მყარი ნარჩენების 100%-ით შეგროვება როგორც ქალაქის, ისე სასოფლო ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და გატანა ნაგავსაყრელზე. მყარი ნარჩენების სეპარირებული (დახარისხებული) შეგროვების დაწყება 2019 წლიდან. გარდა ამისა მიღწეული უნდა იქნeს 2020 წლისათვის რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლები: ქაღალდისა 30%-ით, მინისა – 20%-ით, მეტალისა – 70 %-ით, პლასტიკატისა – 30%-ით. (2019–2021 წლები განიხილება როგორც გარდამავალი პერიოდი ნარჩენების მართვის ისეთი ეტაპების დანერგვისათვის, როგორიცაა სეპარაცია-დახარისხება და მეორადი გადამუშავება). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მყარი ნარჩენების მართვის პროცესი მუნიციპალიტეტში როგორც მართვის, ისე მომსახურების სერვისის განვითარებისათვის მრავალმხრივ სრულყოფას და შევსებას მოითხოვს. _ მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით საჭირო გახდება ისეთი სახის ტექნიკის შეძენა, როგორიცაა: კომპაქტორიანი ნაგავმზიდები, ქუჩების და სკვერების მოსარწყავი როგორც მცირე, ისე დიდი გაბარიტის დამგველი მანქანები, ექსკავატორი, თვითმცლელი მანქანები, მოტოროლერები, „პიკაპის” ტიპის და ძარიანი ავტომანქანქანები, აგრეთვე მიღებული უნდა იქნეს საჭირო ღონისძიებები მუშათა შრომის პირობების ეტაპობრივად გაუმჯობესებისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ყოველდღიურად დასუფთავდება 80 ჰექტარზე მეტი ფართობი; 2019 წელს შეგროვებული და ნაგავსაყრელში ტრანსპორტირებული იქნება 108, 0 ათასი მ3 (დაახლოებით 33 .0 ათასი ტონა ) მყარი ნარჩენი; მუნიციპალიტეტში მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა; დასუფთავებული, სანიტარიულად და ჰიგიენურად მიმზიდველი გახდება ქალაქისა და სოფლების ცენტრები და უბნები, ტროტუარები, სკვერები, გაზონები, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ცენტრალური ხეივანი, ტურისტული ობიექტები, სასტუმროების, კაფეების, ცენტრალური სუპერმარკეტის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქის შემოსასვლელები და გასასვლელები; დაიწყება მყარი ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პროცესები; მკვეთრად გაუმჯობესდება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; სრულყოფილი იქნება მოსახლეობიდან მოსაკრებელის ამოღების ადმინისტრირება; საქართველოში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოხდება მუნიციპალიტეტში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება, მოსაკრებლის რეალური ტარიფის დადგენა და მისი ეტაპობრივი დანერგვა 2020 წლამდე, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაფინანსების მინიმიზაცია ბიუჯეტის მეშვეობით. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის, ოჯახების და კომლების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, დევნილთა ჩასახლების ადგილების, დასუფთავების მომსახურებით მოცვის პროცენტული და რაოდენობრივი მაჩვენებელი; მყარი ნარჩენების სეპარირებული (დახარისხებული) შეგროვების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებელი; სტიქიური ნაგავსაყრელების აღკვეთისათვის გატარებული კონკრეტული ღონისძიებები; მომსახურების გაუმჯობესების ხარისხობრივი მაჩვენებელი; შეძენილი გაუმჯობესებული სპეცტექნიკის და საშუალებების რაოდენობრივი მაჩვენებელი; ხარისხიანი და სისტემატური მომსახურების გაუმჯობესებული შედეგობრივი პარამეტრი დასუფთავების მოსაკრებლის ბიუჯეტში მობილიზაციის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლის ზრდით. პროგრამის განმახორციელებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“. 1.2.2. 170,0 ათასი ლარი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის აღწერა ქვეპროგრამის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების რეაბილიტაციისთვის და განახლებისთვის საჭირო სამუშაოებზე თანადაფინანსების, ხოლო ცალკეულ სარეაბილიტაციო-აღდგენით ღონისძიებებზე ბიუჯეტის სახსრებით სრული დაფინანსების პრინციპით ხარჯების გაწევა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: შენობის გადახურვის სამუშაოებს (ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა), ლიფტების, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის, სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებას, სადარბაზოებში სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული 170,0 ათ. ლარი მართული იქნება: ქალაქის ტერიტორიაზე განთვსებული მაღალსართულიანი შენობების ამორტიზრებული სამგზავრო ელექტრონული ლიფტების ახალი თანამედროვე სამგზავრო ელექტრონული ლიფტებით ჩანაცვლების დაფინანსებისათვის – 110,0 ათ. ლარი. საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების, ეზოების საზღვრების, ე. წ. წითელი ხაზების დასადგენად გასაწევი (მომსახურების) ხარჯები, რომელიც წინასწარი გაანგარიშებით შეადგენს – 4,0 ათ. ლარი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების კეთილმოწყობის, გადახურვის, შიდა წყალგაყვანილობის, პერაპეტიებისა და წყალსაწრეტი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებელებისათვის – 50,0 ათ. ლარი. ამხანაგობების საცხოვრებელ კორპუსების ეზოს შესასვლელებში რეგულირებადი შლაგბაუმების მოწყობის პროექტების განხორციელებისათვის – 6,0 ათ.ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ამხანაგობების ჩართულობით განხორციელებული მეტი პროექტები. კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის მუნიციპალური სერვისებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება 1.2.3. 100,0 ათასი ლარი – მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების და ქონების შეფასების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის აღწერა ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალური ქონების ეფექტურად მართვა და განკარგვა. ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის დაგეგმარების შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მომზადება, შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა, აღრიცხვაზე ასაყვანი ქონების შეფასება, მთ შორის სტრატეგიული ძირითადი აქტივების. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უძრავი ქონების მიწის მართვისა და პრივატიზების პროცესის ადმინისტრირება. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების რეგისტრაცია, ბალანსზე ასახვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კანონის შესაბამისად განკარგული მუნიციპალური ქონება. მუნიციპალიტეტის ქონების ეფექტური განკარგვა და შემოსავლების ზრდა მიწის საკუთრებიდან. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილება 1.2.4. 20.0 ათასი ლარი – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 030204) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასთან ერთად ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობისა და ტურისტულ ადგილებზე ინფორამაციების მოპოვებასა და დათვალიერებაში. 2019 კალენდარული წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება და ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები: გიდების გადამზადება – 1.0 ათასი ლარი; ტურისტული თვალსაზრისით ბუკლეტების, ბროშურების დაბეჭდვა – 4.0 ათასი ლარი; ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გამოფენებში მონაწილეობის მიღება – 3.0 ათასი ლარი; ნიშნულების და საინფორმაციო დაფების დამზადება – 7.0 ათასი ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის ტურიზმის სფეროს კონფერენციების მოწყობა-ორგანიზება – 2.0 ათასი ლარი; საიმიჯო-სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება – 3.0 ათასი ლარი. მოსალოდნელი შედეგი: ტურისტების დაინტერესება მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებით და გარემოთი, ხელმისაწვდომობა ინფორმაციებზე გზამკვლევებისა და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით შედეგების შეფასების ინდიკატორები: დამსვენებელთა და ტურისტების რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება. 1.2.5. 330,0 ათასი ლარი – გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) ქალაქის კეთილმოწყობის, მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გზებზე, პარკებში, სკვერებში, მოედნებსა და შიდა ეზოებში გარე განათების ახალი ქსელები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, კეთილმოწყობილი გარემო. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წინა წელთან შედარებით დამატებით განათებული ქუჩებისა და უბნების რაოდენობა; ღამის საათებში კრიმინალური ფაქტების შემცირების მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 1.3. 4,333.3 ათ.ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია ზრუნვა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სისტემატურად გაუმჯობესებისათვის. პროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის სათანადო სამუშაოების ჩატარებას; ბულვარის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასა და რეაბილიტაციას. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმების ღონისძიებებს; ქალაქის გამწვანებას, მრავალბინიანი სახლების მიმდებარე ეზოების კეთილმოწყობას, სანიღვრე არხების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, ავარიული და გამხმარი ხეების გადაბელვას და ახლის დარგვას, შადრევნების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობილი იერსახე; გაუმჯობესებული ეკოლოგიური და საცხოვრებელი გარემო; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის საექსპლოატაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მეტი გამწვანებული და მოვლილი ტერიტორია; განათებული ქუჩების, უბნების და მოედნების ზრდის მაჩვენებელი; ჭარბი ნალექებისაგან მოსახლეობის დაცვის და უვნებლობის პროცენტული გაზრდილი მაჩვენებელი; მოვლილი და დაცული მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. 1.3.1. 4,000.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრის" ბაზაზე (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის მიზანი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კომუნალური ინფრასტრუქტურის, მუნიციპალიტეტის განკარგულებაში არსებული აქტივების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათების ქსელის მოწყობა, მოვლა, ექსპლუატაცია; განათების არსებული ნათურების ჩანაცვლება ეკონომიური 6700 ერთეული დიოდური ნათურებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და რეაბილიტაცია; არსებული შადრევან-აუზების მოვლა, ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ზოლების მოწყობა, არსებული ნარგავების მოვლა, მცენარეების დარგვა, ჩანაცვლება და მოვლა-პატრონობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელის, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობა, შეკეთება და ექსპლუატაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოვლა პატრონობა და რეაბილიტაცია; ლიფტების შეკეთება, ზედამხედველობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღესასწაულების საზეიმო გაფორმების ღონისძიებების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმწეო და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მიზნობრივი მომართვის საფუძველზე საცხოვრბელი შენობის მცირე შეკეთებითი სამუშაოების ჩატარება; დამკვეთის მომსახურების განხორციელება: სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის, კულტურის და სპორტის დაწესებულებების სარგებლობაში არსებული მიწის (ეზოები, მოედნები, სკვერები) ნაკვეთზე ბალახის საფარის დამუშავება-გათიბვის, ხეების მოჭრის და გადაბელვის სამუშაოების შესასრულებლად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ შესაბამისად სასაფლაო მეურნეობის კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და მოვლა-პატრონობის ეფექტიანობის დონის ამაღლება; ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების იერსახის გაუმჯობესება; ჭარბი ნალექებისაგან მოსახლეობის უვნებლობის და ზიანის მიყენების რისკების პრევენციული ღონისძიებების გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო მეურნეობის კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ეფექტურობის უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაუმჯობესებული და ეფექტური მუნიციპალური ინფრასტრუქტურა; მეტი კეთილმოწყობილი სკვერები, პარკები, მოედნები და ქალაქის გალამაზებული იერსახე; ბუნების სტიქიისა და შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად მოსახლეობისათვის შესაძლო ზიანისა და მატერიალური ზარალის მიყენების შემცირებული რისკები. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრი“ 1.3.2. 300,0 ათასი ლარი – ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 03) პროგრამის აღწერა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი იქნება უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობის მქონე თანამედროვე ტიპის ბაღი კავკასიის რეგიონში. მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და სწორი მარკეტინგული დაგეგმარების შედეგად, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ბოტანიკურ ბაღებს შორის. განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაღის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განახლება. ა(ა)იპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიზანია უზრუნველყოს უნიკალური და საფრთხის წინაშე მყოფ ხე-მცენარეთა მოვლა-პატრონობა და გადარჩენა, შემდგომში მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარების გზით გამრავლება, გამრავალფეროვნება და პოპულარიზაცია. აგრეთვე ბოტანიკური ბაღის მიზანია ტურისტული პოტენციალის და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგები: განხორციელდება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა. ბოტანიკური ბაღი დაიწყებს არსებული ხე-მცენარეების მოვლას და გამდიდრებას ახალი კოლექციებით. ბოტანიკურ ბაღში შეიქმნება სამეცნიერო ცენტრი. მოხდება კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება; შეიქმნება მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული გარემო. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობილი ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა; ბოტანიკური ბაღის ისტორიულ-კულტურული ფაქტორით მუნიციპალიტეტში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო; ბოტანიკური ბაღის ისტორიულ-კულტურული და უნიკალური მონაცემებით განპირობებული გაზრდილი ტურისტული პოტენციალი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ – ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი 1.4. 283.9 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის აღწერა ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სანიაღვრე ქსელებისა და არხების მოწყობა, აღდგენა-რეაბილიტაცია და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქიონირების უზრუნველყოფა. ადმინისტრაციულ ერთეულებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია: ქალაქ ზუგდიდის გორგასლის, თამარ მეფის რუსთაველის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩის გაგრძელებამდე, გოჩა ჯიქიას, ივანე ჯავახიშვილის 1, 2, 8, 9 შესახვევებზე, ოდესის ქუჩა ჯავახიშვილის ქუჩა, დავით ჯიქიას ქუჩა ბორჯომის ქუჩის შესახვევამდე, ბაკურიანის ქუჩა (ბორჯომის ქუჩის, ჯიქიას ქუჩისა და მათ შორის საკარმიდამო ნაკვეთების გავლით), რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ხუბულავას ქუჩის გადასახვევამდე, ჭავჭავაძის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩიდან მესხიას ქუჩამდე) ღია ტიპის ამორტიზებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია-მოწყობა, გრიბოედოვის და გორის ქუჩა (ბოლო მონაკვეთი), სერგიას ქუჩა (კომბინატი), გრიბოედოვის და გორის ქუჩა (ბოლო მონაკვეთი), ბუდაპეშტის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ლერმონტოვის ქუჩა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ბუნების სტიქიების დროს მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების, ეზოებისა და სავარგულების დაცვა მატერიალური ზიანისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში გარემოებებისგან; მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ნალექიან ამინდში ჭარბი წყლის მასების გამტარუნარიანობის ამაღლების მარგიქმედების მაჩვენებელი; სტიქიური მოვლენების ზიანისაგან დაცული მოსახლეობისა და ოჯახების რაოდენობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 1.5. 120,0 ათასი ლარი – მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური ხელშეწყობა ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ დაცვას საწვავი მასალებისა და მარაგნაწილების ფასების შესაძლო ზრდის პირობებში მგზავრობის ღირებულების გაძვირების ფაქტორისაგან. ეს პირდაპირ უკავშირდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური დანახარჯების და შემოსავლების თანაფარდობით მოსალოდნელი ზარალის ბიუჯეტის სახსრებით ნაწილობრივ დაფარვას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნება; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მგზავრობის გაძვირების ფაქტორისგან დაცული მოსახლეობის გაზრდილი სეგმენტი; მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებული ხარისხი. პროგრამის განმახორციელებელია შპს„ მუნიციპალური ტრანსპორტი“ 1.6. 301,5 ათასი ლარი – შპს „ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS“ ფინანსური ხელშეწყობა (კოდი 03 06) პროგრამის მიზანია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაცია, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა. განხორციელდება ზღვის სანაპირო ზოლში ხელოვნური საფარის, ქვიშის მოედნების, ამფითეატრის კაპიტალური შენობის, ქვიშის მოედნების, შადრევნების, საშხაპეების და სხვა ქონებრივი აქტივების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, ჩატარდება არსებული გამწვანების ზოლის მოთიბვის, სხვადასხვა ხე-მცენარეების გასხვლის, შეწამვლის და შესაბამისი მინერალებით კვების სამუშაოები. ასევე განხორციელდება ელექტროგაყვანილობის ქსელების, ელექტრომოწყობილობების, სხვადასხვა ტიპის სანათების, განათების ბოძებისა და მინათების საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლოატაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: აღდგენილი, გამართული და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეუქმნის დამატებით კომფორტს, ვიზიტორებს და ესთეტიკურად წარმოაჩენს ზღვისპირა კურორტის სილამაზეს, ღამის საათებში ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილება და ტერიტორიის განათებული იერსახე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და მოვლილი მუნიციპალური ქონებრივი აქტივები, საკურორტო ზონის გამართული ინფრასტრუქტურა; ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის ცნობადობის ამაღლება, დამსვენებლთა და ვიზიტორთა გაზრდილი კონტიგენტი. პროგრამის განმახორციელებელია შპს „ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS“ 1.7. 220,0 ათასი ლარი – სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, მათ შორის ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა მემცენარეობის და მეცხოველეობის საპილოტე პროგრამების მეშვეობით, მომდევნო წლებში პროგრამების გაფართოება და საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მომდევნო საშუალოვადიანი პერიოდისთვის სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმოების ასამოქმედებლად შესაბამისი ბაზის მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სოფლის მოსახლეობის დასაქმების პროგრამის განხორციელებით და მუნიციპალიტეტის აგრარული დარგის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობით მოსახლეობის გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში ჩართული მოსახლეობის გაზრდილი სეგმენტი. პროგრამის განმახორციელებელია შპს „ზუგდიდაგროსერვისი“ 1.8. 50,0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობის ღონისძიებანი (პროგრამული კოდი 03 08) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებრივი აქტივების, კერძოდ, კაპიტალური შენობების, ნაგებობების, ტექნიკური დანიშნულების კორპუსების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა. აღნიშნულ შენობებში შშმ პირთათვის ადვილად შეღწევადობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული მუნიციპალური აქტივები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული მუნიციპალური აქტივების რაოდენობრივი ზრდა; მეტი შშმპ შეღწევადობის შესაძლებლობების მქონე მუნიციპალური ადმინისტრაციული შენობები, ნაგებობები და სახლები. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 1.9. 2,120.0 ათასი ლარი – რგფ-დან და მგფ-დან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 09) პროგრამის აღწერა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ბოტანიკური ბაღის მიმდინარე საინვესტიციო პროექტის თანადაფინანსება და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორიცაა გზების მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და სხვა. აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების გამოყოფა. მოსალოდნელი შედეგები: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და მყარი მატერიალური ბაზის შექმნა; მოსახლეობის ცხოვრების პირობების და კეთილდღეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების დინამიკური ზრდა; მოსახლეობის გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები და ეტაპობრივად გადაწყვეტილი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემები პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 1.10. 504.3 ათასი ლარი-სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 10) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო ფინანსური საფუძვლების შექმნა. მოსალოდნელი შედეგები: მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის შედეგების ლიკვიდაცია; აღდგენილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სტიქიით გამოწვეული დაზიანებული ინფრასტრუქტურის და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის რაოდენობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 1.11. 586.1 ათასი ლარი – სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 11) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა, მათი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის მიზნით საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შეუფერხებლად ხარისხიანად განხორციელებული კაპიტალური სამშენებლო პროექტები; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხარისხიანად განხორციელებული ინფრასტუქტურული პროექტები; მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საექსპორტო დასკვნების გაუმჯებესებული ხარისხი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური 2.0. 7291.6 ათასი ლარი – განათლება (პროგრამული კოდი 04 00) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მომავალი თაობის აღზრდის მიმიმართულებების ხელშეწყობა, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება, სკოლის გარეშე დაწესებულებათა და ზოგადი განათლების ფინანსური ხელშეწყობა. 2.2.1. 5000,0 ათასი ლარი – სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 62 საბავშვო ბაღი (ქალაქში – 17 საბავშვო ბაღი, სოფლის ტერიტორიულ ერთეულებში 45 საბავშვო ბაღი) სადაც დაწყებით განათლებას იღებს 4025 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯებს. აღმზრდელ-მასწავლებელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას რგფ-ის თანხების თანამონაწილეობით. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ითვალისწინებს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ხელს უწყობს ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენას და ესთეტიკური გემოვნების აღზრდას. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, რაც პრიორიტეტია მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში და ეფუძნება სკოლამდელი განათლების სტანდარტს, მიზნად ისახავს საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უზრუნველყოფას თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან და ბავშვის უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობას. სტანდარტები ხელს შეუწყობს ბავშვზე ორიენტირებული, საგანმანათლებლო პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია ბავშვის განვითარებაზე, პასუხობს მის ინტერესებსა და საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და მორგებული გარემოს შექმნას, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას და ბავშვების ხარისხიანი კვებით უზრუნველყოფას. ამ მიზნით გათვალისწინებულია კვების ნორმის გადიდება. მოსალოდნელი შედეგი: საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დონის ამაღლება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება; საბავშვო დაწესებულებებში ჯგუფების ზრდა და ნორჩ აღსაზრდელთა კონტინგენტის მთლიანად მოცვა, სრულფასოვანი კვება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საბავშვო დაწესებულებებში ნორჩ აღსაზრდელთა გაზრდილი კონტინგენტი; შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციისა და ხელმისაწვდომობისათვის გატარებული ეფექტური ღონისძიებები; აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის გაუმჯობესებული მაჩვენებელი; სტანდარტების შესაბამისი მეტი საბავშვო ბაღები; კვების გაუმჯობესებული ხარისხი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრი“. 2.2. 746.5 ათასი ლარი – საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა ( სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება), აგრეთვე იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოზარდებში კითხვის სწორი სტრატეგიისა და კულტურის დანერგვა, გუნდური თანამშრომლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სკოლის მოსწავლეების სასწავლო-შემეცნებითი დონის ამაღლება. მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის თვალსაჩინო ადამიანების საქმიანობის გაცნობა და კვლევა. შემეცნებითი ინტელექტუალური თამაშების, სამეცნიერო კონკურსების ორგანიზების ხელშეწყობა. სკოლის კურსდამთავრებულთა წახალისება. შემოსული მცირე პროექტების დაფინანსება. საზაფხულო ბანაკის მოწყობა საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეებისათვის. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება. სკოლიდან გასული იმ მოსწავლეების ზოგადი განათლების მიღების უზრუნველყოფა, რომლებიც სკოლიდან გაირიცხნენ, ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა.
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის, ასევე არასასკოლო განათლების მსურველთა მოტივაციის ამაღლება, აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება; საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. შუალედური შედეგის ინდიკატორი მოსწავლეთა ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება; მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარება, შემეცნებით კონკურსებში მოსწავლეთა მეტი ჩართულობა, სასწავლო-აკადემიური დონის ამაღლება. მეტი რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სასკოლო დაწესებულება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება. 2.3. 900,0 ათასი ლარი – სკოლისგარეშე სწავლებისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0403) პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო, კულტურული წრეების ფუნქციონირება, სასკოლო ოლიმპიადების, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, შემეცნებითი, სახელოვნებო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრების მაღალ დონეზე სწავლება, მოზარდთა ზოგადი განათლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში მოზარდთა აქტიური ჩართვა (ბავშვთა თვითმმართველობა, სადისკუსიო კლუბი) ხალხური რეწვა, ჭრა-კერვის წრე და სხვა. სახელოვნებო სკოლების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა განხორციელდება მუნიციპალიტეტის №1 და №2 სამუსიკო, საგუნდო-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების ბაზაზე. სამუსიკო სკოლების პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა და ოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა, მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა,ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, მუსიკალური დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. ზრუნვა სკოლის საკონცერტო და საკონკურსო ცხოვრების გასააქტიურებლად განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენისათვის. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად მოწვეული პროფესორ-მასწავლებელთა ძალებით მასტერკლასების ჩატარების ორგანიზება. სამხატვრო სკოლის პროგრამის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება ეფექტური სასწავლო პროცესის ორგანიზება. ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესში, კომპოზიციის გაკვეთილების ორგანიზება ცნობილი ოსტატების გამოცდილების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა. (გამოფენები: პერსონალური და ჯგუფური). მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეთა მიერ სკოლისგარეშე, საგანმანათლებლო შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების, მისწრაფებების, განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა და წარმოჩენა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ მიღწეული წარმატებები სხვადასხვა ოლომპიადებში, ტურებში, კონკურსებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში. მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალური განათლების დონის ამაღლება; ახალგაზრდებში ესთეტიკური კულტურისა და გემოვნების ჩამოყალიბება; მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია; ახალგაზრდა თაობის სამხატვრო განათლების დონის ამაღლება; ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და განვითარების ასპარეზის შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ესთეტიკური აღზრდის სფეროში მიღწეული წარმატებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; ახალგაზრდა მუსიკოსთა შემოქმედებით-სახელოვნებო მიღწევები; მუსიკოს-პედაგოგების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ზრდის მაჩვენებლები; სამხატვრო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღების რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი; ახალგაზრდა მხატვართა შემოქმედებითი მიღწევები. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“; 2.4. 50,0 ათასი ლარი – განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები განსაკუთრებული ნიჭის და უნარების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ფინანსური ხელშეწყობა სწავლისა თუ შემოქმედებითი უნარის წარმოსაჩენად და განსახორციელებლად. მერის სტიპენდიის დაწესება მაღალი აკადემიური მოსწრების, გამორჩეულად მიღწეული წარმატებებისა და აქტივობების მქონე სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში. შესაბამისი პროფილის პუბლიკაციების გამოცემის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა ფორუმებსა და უცხოეთის ქვეყნების უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში სწავლის დაფინანსება/თანადაფინანსება. შუალედური შედეგი ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის გაზრდა და განვითარება, ნიჭიერ ახალგაზრდათა გამოვლენა და ამ კონტინგენტის სისტემური ზრდა. ახალგაზრდების მეტი აქტიურობა საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მოტივაციის ამაღლება ნიჭიერი, კრეატიული და საინტერესო ახალგაზრდების აღზრდისათვის. შუალედური შედეგის ინდიკატორი: ნიჭიერი ახალგაზრდების და მათი მიღწეული აკადემიური შედეგების მაჩვენებლის ზრდა; სტიპენდიანტი სტუდენტების რიცხობრივი ზრდა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება. 2.5. 10,0 ათასი ლარი – შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 06) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლის ფინანსური ხელშეწყობა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებების განსახორციელებლად. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების ურთიერთობა და დაინტერესება მუნიციპალიტეტის საუნივერსიტეტო ცხოვრებითა და საქმიანობით. შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლებიც გამოხატავენ სურვილს შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. 3. 0. 4,044.5 ათასი ლარი – კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტის შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია. 3.1. 1310,0 ათასი ლარი – სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე, მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული ღონისძიებების რაოდენობრივი ზრდა, სპორტსმენთა სპორტული შედეგებისა და მიღწევების გაუმჯობესება; სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება; სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა კონტინგენტის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებელი; ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ სპორტსმენთა და სპორტული პრიზების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 3.1.1. 1160,0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ძირითადი პრიორიტეტია სპორტის სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია; სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მომზადება და საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ოლიმპიური შეჯიბრებები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები) მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ტურნირებში წარმატებების მოპოვება; მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის სწორად გამოყენება; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სტიმულირება და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ფიზიკური ვარჯიშების სრულყოფა და ფიზიკური კონდიციების ამაღლება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია; თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შექმნა; სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. განსახორციელებელი ქვეპროგრამები: მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა; სპორტის სახეობათა (ოლიმპიური და არაოლიმპიური) განვითარების ხელშეწყობა; ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მხარდაჭერა; ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა; რაგბის განვითარების ხელშეწყობა; ფიგურული სრიალის განვითარების ხელშეწყობა; მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; სპორტის სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა; მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული მწვრთნელ-მასწავლებლების და ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენების ფორმირების უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სხვადასხვა დონის სპორტულ შეჯიბრებებზე გამარჯვებულ პრიზიორ სპორტსმენთა რიცხობრივი ზრდის დინამიკა; საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი მეტი სპორტული ობიექტის ფუნქციონირება. მოსახლეობის ფართო ფენებში დამკვიდრებული ჯანსაღი ცხოვრების წესი; სპორტის ახალი პოპულარული სახეობების დანერგვა და განვითარება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ 3.1.2. 80,0 ათასი ლარი – სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) სპორტული ღონისძიებების დაფინანსების კუთხით მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. პროგრამა მოიცავს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას, სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნირებში ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის გაზრდას, სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებას, სპორტის ეროვნული სახეობების დანერგვა-პოპულარიზაციას, სპორტსმენთა წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობას, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაციას, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენას, გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას, შეჯიბრებების ჩატარების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალურად დაუცველ და მოწინავე სპორტსმენთა საცხოვრებელი პირობების შესწავლას, მათთვის ერთჯერადი დახმარებების გაწევას, სტიპენდიების დანიშვნას, ჩატარებული ღონისძიებების ეკრანიზაციას, ფოტოსტენდების მოწყობას, სპორტსმენთა რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეკიპირებას, მათი საჭირო სპორტული ინვენტარითა და საქონლით აღჭურვას. მათ შორის გათვალისწინებულია 34,0 ათასი ლარით ამპუტანტ ფეხბურთელთა ხელშეწყობის ქვეპროგრამა; 10,0 ათასი ლარით წარმატებული სპორტსმენების, ევროპის ჩემპიონების, მსოფლიო ჩემპიონებისა და დამსახურებული მწვრთნელებისათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდო; 5,0 ათასი ლარით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საჯარო სკოლებში საფეხბურთო სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრმა; 5,0 ათასი ლარით რაგბის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა; 7,0 ათასი ლარი სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად სატრანსპორტო გადაყვანა-გადმოყვანის მომსახურების შესყიდვა; 5,7 ათასი ლარით პროექტი: ახალგაზრდული მედიაკავშირი „შშმ პირების აქტივობისა დ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა 5 აქტივობაში (ჯომარდობა, მშვილდოსნობა, პეინტბოლი, ზიპლანი და კულინარული დუელი). 6,0 ათასი ლარი ამერიკული ნატოსა და ევროპის დღეები და ამერიკული ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამა, ასევე სხვა სპორტული ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: რეგიონულ, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში ახალგაზრდა სპორტსმენთა ფართო მონაწილეობა; ჯანსაღი სპორტული ცხოვრების წესის მიმდევრობით დაინტერესებული პირების რაოდენობის ზრდა; სპორტსმენთა მიღწევებით ინფორმირებული მოსახლეობის სეგმენტის გადიდება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სპორტის სახეობების მიხედვით ჩატარებული ადგილობრივი ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა; შეჯიბრებებში მიღწეული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილება. 3.1.3. 70,0 ათასი ლარი – ახალგაზრდული და გენდერული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, მათი კულტურული და პიროვნული თვისებების განვითარებას, ახალგაზრდული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტია „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ასამბლეის” ჩამოყალიბება, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა ჩართვა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ექნება განვითარების მრავალმხრივი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნისთვის სასარგებლო პიროვნებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. გენდერული თანასწორობის მიმართულებით, აკადემიური და გამოყენებითი კვლევების საფუძველზე შესწავლილ იქნება გენდერული თანასწორობის საკითხები. გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად მოხდება პრობლემების ანალიზი და შემუშავდება ამ მიმართულებით განსამტკიცებელი აუცილებელი პოლიტიკის მოდელები, მოხდება იმ წინააღმდეგობათა იდენტიფიკაცია, რომელიც ხელს უშლის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას მუნიციპალიტეტში. 2019 კალენდარული წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება და ჩატარდება შემდეგი კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები: ახალგაზრდები ცვლილებებისთვის – 4,0 ათ. ლარი ქალების სივრცე – 6,0 ათ. ლარი ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება და თანადაფინანსება- 8,0 ათ. ლარი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე – 10,0 ათ. ლარი საჩუქრები და საკანცელარიო ნივთები – 6,5 ათ. ლარი მოლაშქრეთა და სკაუტთა კლუბი – 5,04 ათ. ლარი მოძრავი ღია კინოთეატრი – 9,0 ათ. ლარი Street-art-ის ფესტივალი – 7,5 ათ. ლარი ექსკურსია საქართველოს ისტორიულ ადგილებში – 7,0 ათ. ლარი ექსკურსია ტაო-კლარჯეთში – 4,0 ათ. ლარი ეტალონი – 2,960 ათ. ლარი მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სოციალურად აქტიური ახალგაზრდები, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სოლიდარული საზოგადოების ფორმირებისთვის; ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის არეალის გაფართოება და მათი აქტივობის ზრდა; იდენტიფიცირებული გენდერული თანასწორობის ხელის შემშლელი ფაქტორები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალგაზრდული ცენტრების მომსახურებით მოსარგებლე ახალგაზრდების რაოდენობა; ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა; სოციალურად და საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდობის ფორმირება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილება. 3.2. 1840,0 ათასი ლარი – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვას და ჩატარებას; ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენა-გაყიდვების, კონცერტების ორგანიზებას; მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნას; ნიჭიერი შემოქმედი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენას და პოპულარიზაციას; წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულის აღნიშვნას ღონისძიებებით; თეატრის, კლასიკური, საესტრადო და ფოლკლორული მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და პოპულარიზაციას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების ხელშეწყობას; მწერალთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნას; ხელოვნების საღამოების მოწყობას; კონკურსების ჩატარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ნიჭიერი ახალგაზრდების მონაწილეობა ფესტივალებში, კონკურსებში, სადღესასწაულო ღონისძიებებში; ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა სახელოვნებო, თეატრალური, სამუსიკო და ქორეოგრაფიული მიმართულებით; ქართული ფოლკლორის და ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია; კულტურის დაწესებულებების მოწესრიგებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; კულტურული ტურიზმის განვითარება და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა; სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ამ სფეროებით მოსახლეობის მეტი დაინტერესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კალენდარული წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების რაოდენობა; განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესი, ღონისძიებებზე დამსწრეთა, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; ფესტივალებში, კონკურსებსა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეთა და ლაურეატთა რაოდენობა. 3.2.1. 960,0 ათასი ლარი – ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 01)
პროგრამის ფარგლებში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრისთვის პრიორიტეტულია კულტურის ხელშეწყობის გაზრდა, ადგილობრივი ხელოვანებისათვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა, კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა და კულტურული ღონისძიებების წესით შერჩევა, ასევე სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პირების გამოვლენა, ღვაწლმოსილი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ხალხურ საკრავთა შემსწავლელი ჯგუფების შემოქმედებითი მხარდაჭერა და აქტივობების განვითარება. მაცი ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეა ხელოვნების ნიმუშების, სხვადასხვა მხატვრების ექსპოზიციების გამოფენა; სახელოვნებო ჟანრის ღონისძიებების ჩატარება; ჩხორიის სამოყვარულო თეატრის მიზანია სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება, გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერკლასების ჩატარება; თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა სამოყვარულო თეატრისადმი. მუნიციპალური ადგილობრივი მუზეუმები: ისინი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდებში ცოდნის ინტერესების გასაღვივებლად, ზოგადად ეროვნული ფასეულობებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი. აქ წარმოდგენილი ექსპონატები მაღალ ინტერესს იწვევს ქალაქში ჩამოსულ, ჩვენი ისტორიითა და ეთნოსით დაინტერესებულ სტუმრებში. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ჩამოყალიბებულია სახელოვნებო წრეები, სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღება. გასტროლები ქვეყნის შიგნით და უცხოეთში, გასვლითი კონცერტები სამეგრელოს რეგიონში და მუნიციპალიტეტის სოფლებში. გამოყენებითი და ხალხური რეწვის ოსტატების ხელშეწყობის ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ხალხური შემოქმედების განვითარებას და მის პოპულარიზაციას, ხალხური რეწვის ნიმუშების მოძიებას, მოპოვებას, ფიქსაციას, რეწვის ოსტატების ნამუშევრების ფართო მასებისთვის გაცნობას და რეალიზაციას. პროექტების განხორციელებით შესაძლებელია შემოქმედებითი კოლექტივების სოციალური პირობების გაუმჯობესება, რეპერტუარის გამდიდრება, საშემსრულებლო ხელოვნების ხარისხის ამაღლება, მსმენელთა რაოდენობის ზრდა, საზოგადოების აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესებში. მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მოსახლეობის ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლება ხელოვნების დარგის სხვადასხვა მიმართულებით. ქართული ხალხური ფოლკლორის ტრადიციების წარმოჩენა, ამ ჟანრის პოტენციური შესაძლებლობების განვითარება და პოპულარიზაცია. თეატრალური ხელოვნებით საზოგადოების დაინტერესება, მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება, განახლება და შევსება, სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია, სამხატვრო გალერეის ბაზაზე შემოქმედებით მხატვართა ნამუშევრების, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენების, მწერლებთან და სხვა დარგის ხელოვან ადამიანებთან შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის პოზიტიური განწყობილება; ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალებში მონაწილეთა და ლაურეატების საპრიზო ადგილების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები; მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში მუზეუმების, სამოყვარულო თეატრის და სხვა კულტურის დაწესებულებების გაზრდილი როლი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“. 3.2.2. 50,0 ათასი ლარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის და შენახვის, არქეოლოგიური გათხრების და ექსპედიციების მოწყობის ღონისძიებებს, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საძიებო ექსპედიციების ჩატარებას, კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების საადაპტაციო სამუშაოების შესრულებას, ექსპოზიცია-გამოფენებს, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ წიგნი-გზამკვლევის გამოცემას და სხვა ღონისძიებებს. 2019 კალენდარული წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება და ჩატარდება შემდეგი კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ე.წ. „სკეიტ-პარკის“ ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული მამულიშვილების მარადიული ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის განთავსება – 20,0 ათ. ლარი ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა (ვიქტორინა-კონკურსი თემა „ჩვენი კუთხის ისტორია“), ლაშქრობა ჭაქვინჯის ციხეში, სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება – 2,0 ათ. ლარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეგიდით პროექტი „ნორჩი მკვლევარი 2019“-ის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება – 3,0 ათ. ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის (წიგნის) გამოცემა – 3,0 ათ. ლარი კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ეთნოფესტივალი „ანაკლია 2019“ -ის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება – 10,0 ათ.ლარი 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების – ვარლამ ანჩაბაძისა და ლეონიდე (კანდო) ხუბულავას მემორიალური დაფების, სპეციალური სტენდის დამზადების მომსახურების ხარჯების უზრუნველყოფა – 4,0 ათ. ლარი ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში დაზიანებული კოლხური ბრინჯაოს კულტურის ამსახველი ძვ. წ. მერვე საუკუნის ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკების რესტავრაცია – 6,0 ათ. ლარი. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მონუმენტური ხელოვნების ძეგლების განთავსების – 2,0 ათ. ლარი. მოსალოდნელი შედეგი: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; მოსახლეობის ფართო ფენებში, ახალგაზრდა თაობაში ეროვნული, სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციების, რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მოვლითი სამუშაოების და ღონისძიებების შედეგობრივი მაჩვენებელი; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვიანობის მოწესრიგება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილება. 3.2.3. 560,0 ათასი ლარი – საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის მიზანია საბიბლიოთეკო მომხმარებლების საინფორმაციო და წიგნით მომსახურების უზრუნველყოფა; ბიბლიოთეკების როლის ამაღლება საზოგადოების ინფორმირებულობის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ინტელექტუალური ზრდის საქმეში; ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის მიერ საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკებთან ერთად კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, შემოქმედებითი საღამოების და წიგნის კვირეულების მოწყობა, ახალი წიგნების საზოგადოებისთვის წარდგენა და განხილვა, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება; წიგნადი ფონდის შევსება, დაკომპლექტება, აღრიცხვა; მხარეთმცოდნეობით ბიბლიოგრაფიაზე მუშაობა და ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა; ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, ელექტრონულ საინფორმაციო სივრცეში აკადემიური ინფორმაციის განთავსება; საბიბლიოთეკო კადრების უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება; ბიბლიოთეკებსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, ადრეული ასაკიდან ბავშვებთან მუშაობა; ბიბლიოთეკების გადაქცევა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას. საბავშვო ჟურნალის გამოცემის უზრუნველყოფა, რომელიც ბიბლიოთეკის სერვისით მოსარგებლე შემოქმედ ახალგაზრდებს თავიანთი შემოქმედების გავრცელებისა და პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს. მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოების ინტელექტუალური დონის ამაღლება; ბიბლიოთეკის სერვისით მოსარგებლეთა და ვირტუალურ მკითხველთა, ასევე ჩატარებულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის ზრდა; ბიბლიოთეკის მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; საბიბლიოთეკო სფეროს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა; მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ბეჭდური და ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით; შედეგების შეფასების ინდიკატორები: მკითხველთა რიცხოვნობის ზრდის დინამიკის მაჩვენებელი; ჩატარებული ღონისძიებების და საბიბლიოთეკო ფონდის ახალი წიგნებით შევსების რაოდენობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“. 3.2.4. 200,0 ათასი ლარი – კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის მიზანია სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების, გამოფენა-გაყიდვების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება, ხელოვნების (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების, თეატრის, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი თეატრის ხელშეწყობის მიზნით, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა დაფინანსება, სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლების მოწვევა, ხელოვანთა საღამოების და საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, სახელოვნებო კონკურსების ჩატარება. შემოსული მცირე პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. საქართველოს კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. 2019 კალენდარული წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება და ჩატარდება შემდეგი კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები: დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: „მარტის თვეა შენი“ – 7,0 ათ. ლარი. პირველი ქართული რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 1,0 ათ. ლარი; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 9 აპრილის ტრაგედიის დღე – 20,5 ათ. ლარი; ზუგდიდის თეატრის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და თეატრალური ჯგუფის დაფინანსება – 5,0 ათ. ლარი; დედაენის დღე – 0,5 ათ. ლარი; წიგნიერებისა და ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე, „ლიტერატურული საღამოები“ – 0,5 ათ. ლარი; ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – 6,0 ათ. ლარი; ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე – 0,3 ათ. ლარი; „ბოლო ზარი“ – 5,0 ათ. ლარი; ვლაქერნობა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები – 70,0 ათ. ლარი; აგვისტოს ომის ხსოვნის დღე – 0,5 ათ. ლარი; 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნის დღე – 0,1 ათ. ლარი; ზაფხულის მუსიკალური საღამოები: ოთხი სხვადასხვა ტიპის კონცერტი ღია ცის ქვეშ – 20,0 ათ. ლარი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღე, საბავშვო კონცერტი – 1,5 ათ. ლარი; სოხუმის დაცემის დღე – 0,3 ათ. ლარი; ნობელის დღე, „ლიტერატურული საღამოები“ – 1,5 ათ. ლარი; საახალწლო და საშობაო ღონისძიებები – ქალაქის მთავარი საშობაო ნაძვის ხის საზეიმო გახსნა, გალა კონცერტი. სახალხო მსვლელობა „ალილო“ – 35,0 ათ. ლარი. მოსალოდნელი შედეგი მერიის მიერ ორგანიზებულ-კულტურულ ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და აქტივობის ზრდა; მოსახლეობის კულტურული ცნობიერების ამაღლება; კულტურულად და ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნული ტრადიციების დაცვა და განმტკიცება; მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება. მოსახლეობის პოზიტიური განწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების რაოდენობა და მათში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი; მოსახლეობის ცნობიერების და კულტურული ცხოვრების დონის ამაღლების მაჩვენებელი; დაფინანსებული ინიცირებული პროექტების რაოდენობა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება. 3.2.5. 70,0 ათასი ლარი – ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება; საგანმანათლებლო, ისტორიული, მემუარული, საცნობარო და სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის თემატურად მნიშვნელოვანი მასალების გაცნობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი მასალების, მოწოდებული წინადადების ანალიზი, შეფასება და გათვალისწინება მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. მუნიციპალიტეტისათვის აქტუალურ გამოცემათა დაფინანსების უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე, პროგრამებსა და პროექტებზე; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან გამოცემათა უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მიწოდებული ინფორმაციის ხარისხობრივი მაჩვენებელი; მოსახლეობაზე მიწოდებული ინფორმაციის ეფექტურობის გაზრდილი სეგმენტი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 3.3. 40,0 ათასი ლარი – საცხენოსნო კლუბი „ხარებას“ ფინანსური ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია სპორტული ცხენოსნობის მიმდევარი ახალგაზრდებისა და მოყვარულების დაინტერესება ამ სახეობის სპორტით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის საცხენოსნო სპორტის მეშვეობით პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: სპორტული ცხენოსნობის პოპულარიზაცია, საცხენოსნო სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების გაზრდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გარემოსთან ადაპტირების გაუმჯობესება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილება. 3.4. 20.0 ათასი ლარი – მინისპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა სპორტის განვითარებისთვის სპორტული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის აღზრდა. მოსალოდნელი შედეგები: ახალი მინისპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია; ახალგაზრდებისა და მოზარდი თაობის ვარჯიშებისა და სპორტული მომზადებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ამ მიზნით საჭირო პირობების უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალაშენებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი მინისპორტული მოედნების რიცხობრივად გაზრდილი რაოდენობა; სპორტული მოედნებით მოსარგებლე მოზარდების, ახალგაზრდებისა და მოსახლეობის სხვა კატეგორიის ადამიანების რაოდენობის ზრდის დინამიკის მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. 3.5. 100,0 ათასი ლარი – რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 06) ქვეპროგრამის მიზანია რელიგიურ ორგანიზაციათა და სხვადასხვა კონფესიათა საქმიანობის, კანონით ნებადართული აქტივობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგები: ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენებისთვის პროგრესული, მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში. კანონმდებლობის ფარგლებში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და სახელმწიფო ინიციატივის წარმოჩენა. შედეგების შეფასების ინდიკატორი: რელიგიის ფინანსური ხელშეწყობისთვის გამოყოფილი ასიგნებების ზრდის დინამიკა თანხობრივი გამოხატულებით; ახალაშენებული და რეაბილიტირებული ეკლესია-მონასტრებისა და სხვა რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების რიცხობრივად გაზრდილი რაოდენობა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება 4.0 3,170.0 ათასი ლარი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. 276.8 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური ფონის შექმნა, ეპიდსაწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარება. მოსახლეობის დაცვა ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ეპიდსაწინააღმდეგო და იმუნოპროფილაქტიკის ღონისძიებების დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, მალარიის სკრინინგული კვლევა, პროფილაქტიკური მკურნალობა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარიული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: მოსახლეობის ჯანდაცვის პრევენციულ ღონისძიებათა გატარების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. შედეგების შეფასების ინდიკატორი: გადამდებ დაავადებათა, პარაზიტულ დაავადებათა რიცხოვნების შემცირება, ავადობის შემთხვევათა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემცირების მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. 4.2. 2,018.2 ათასი ლარი – მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0602) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. 160,0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (უფასო სასადილოები) (პროგრამული კოდი 060201) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ. სასადილოს ბენეფიციარები (ბენეფიციართა რაოდენობა 670) არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, მარტოხელა, არა მომუშავე პენსიონერები, შშმ პირები და სხვა (250 ბენეფიციარის ფარგლებში). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელში მცხოვრებ განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტო მცხოვრები მოხუცები და ა.შ.) საკვები პროდუქტებით დახმარებას ერთჯერადად ზამთრის პერიოდისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: უფასო სასადილოთი სარგებლობის საჭიროების მქონე მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა ზამთრის პერიოდისათვის. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება 4.2.2. 50,0 ათასი ლარი – ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 060202) პროგრამა ემსახურება 41 ომის ვეტერანს და გათანაბრებულ პირებს, რომელიც ითვალისწინებს ომის ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერად ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს – 200 ლარის ოდენობით ფაშიზმზე გამარჯვების დღის –9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 200 ლარიანი დახმარება პენსიაზე დანამატის სახით მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე ა(ა) იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ წარმოდგენილი სიის ან მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე; ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფა მოხდება ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში; მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 ლარის ოდენობით; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით. ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, თითოეულ ოჯახზე 1000 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ომის ვეტერანების ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და თანადგომა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.3. 125,0 ათასი ლარი – ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060203) ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას (310 ბენეფიციარი), მარტოხელა მშობლების და დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსურ მხარდაჭერას. ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის – 18 წლამდე ასაკის 4 ბავშვზე – 200 ლარი; 5 ბავშვზე – 300 ლარი და ა.შ; პირველი – მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე (სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლები) – 200 ლარი; ნებისმიერი კატეგორიისთვის: ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარება 50 ლარის ოდენობით; მარტოხელა მშობლის, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე და ამჟამად არ იმყოფება ქორწინებაში ყოველთვიური დახმარება – 50 ლარის ოდენობით; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 800 ლარამდე სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, მრავალშვილიანი, ობოლი და მზრუნველობა-მოკლებული ბავშვების, მარტოხელა მშობლების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცულობის გაუმჯობესების მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურია სოციალური დაცვის განყოფილება 4.2.4. 220,0 ათასი ლარი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა (კოდი 060204) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა (1330 ბენეფიციარი) ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები, მათ შორის: 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, სმენა და მხედველობადაქვეითებული, მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები, რომლებიც გადიან ქიმიო, სხივურ, რადიო, ტარგენტულ და სხვა სახის ძვირადღირებულ თერაპიას – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. ასევე, შშმ და მოვლის საჭიროების მქონე პირთა შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: შეზღუდული შესაძლებლობის, ონკოლოგიური დაავადების და განსაკუთრებული მოვლის საჭიროების მქონე პირთა სოციალური, ეკონომიური და მორალური მხარდაჭერა, გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შშმ, ონკოლოგიური დავადების და განსაკუთრებული მოვლის საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერისათვის გატარებულ ღონისძიებათა კონკრეტული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.5. 70,0 ათასი ლარი – მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 060205) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას (350 ბეენეფიციარი). მარჩენალდაკარგულის ოჯახს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ერთჯერადი დახმარების სახით ეძლევა თანხა 200 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მარჩენალდაკარგულთა ოჯახების ხელშეწყობის რაოდენობრივი და ფინანსური მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.6. 40,0 ათასი ლარი – ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) 100 წელს გადაცილებულთათვის ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარება, მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულების (200 ბენფიციარი) შინმოვლა, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ადგილობრივი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. მომოსალოდნელი შუალედური შედეგები: ხანდაზმულთა და მარტოხელა მოხუცების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულთა და მარტოხელა მოხუცების მონაცემთა ბაზის დადგენა და ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.7. 75,0 ათასი ლარი – სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060207) სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეების (ადგილობრივი და დევნილი), დედ-მამით ობოლ ბავშვების, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის (550 ბენეფიციარი), ასევე, განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა სადღესასწაულო დღეებში (შობა-ახალი წელი და აღდგომა) საკვები პროდუქტებით. შშმ პირთა უფლებებ ის დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა (14 ივნისი, 3 დეკემბერი). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის საზეიმო განწყობის შექმნა, მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.8. 195,0 ათასი ლარი – ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060208) ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 50 -100 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით; აღდგომის დღესასწაულზე და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის – ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება; სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: პროგრამით მოსარგებლეების: ჰემოდიალიზში ჩართული პაციენტების, უფასო სასადილოთი მოსარგებლეების, საზღვრისპირა ხურჩის მაცხოვრებლების, სტუდენტების, სკოლამდელი, სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების და მომსახურე პერსონალის მორალური და ფინანსური მხარდაჭერა, სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შეღავათებით მოსარგებლეთა ფინანსური მხარდაჭერის რაოდენობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.9. 140,0 ათასი ლარი – სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 060209) ხანძრის, დიდთოვლობის, ქარიშხლის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის (100-120 ბენეფიციარი) მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა. უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ხანძრის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (1000 ლარამდე) საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, დიდთოვლობის, ქარიშხლის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება (1000 ლარამდე). მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე – 500 ლარი ერთჯერადად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, უსახლკაროდ დარჩენილი, ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65001-მდე), ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა და ზრუნვის სისტემიდან გასული პირების დახმარება ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სხვადასხვა გარემოებებით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის შექმნილი მინიმალური საცხოვრებელი პირობები და ნაწილობრივ შემსუბუქებული სოციალური მდგომარეობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილობრივ გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.10. 30,0 ათასი ლარი – დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060210) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით და მუნიციპალიტეტის ქვემდებარე ფუნქციების განსახორციელებლად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის რაოდენობრივი და ფინანსური მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.11. 110,0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060211) ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (700 ბენეფიციარი) შეშით ან სანაცვლოდ 100-ლარიანი ფულადი დახმარება (სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლები). განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები, მარტოხელა პენსიონერები და ა. შ. ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100-1000 (ასი-ერთი ათასი) ლარის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი მდგომარეობის შემსუბუქებისათვის ფინანსური და მორალური მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეული მატერიალური და ფულადი დახმარების რაოდენობრივი მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.2.12. 803.2 ათასი ლარი – სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060212) პროგრამა ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება/თანადაფინანასება. პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს – მაქსიმალური ლიმიტი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის – 250 ლარი. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები); 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირები; ონკოლოგიური ავადმყოფები; ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება ) მქონე პირები; ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) – მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი; სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები: მოქალაქეები, რომლებსაც ძვირადღირებული (1000 ლარზე ზევით) ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება საყოველთა ჯანდაცვის ან რომელიმე კერძო სადაზღვევო პაკეტიდან – მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით); სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები – თანადაფინანასება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან 500-დან 2000 ლარამდე – 50%. 2000-დან 5000-მდე – მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარი, 5000 ლარზე ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარი. 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 50 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად – 315 (სამას თხუთმეტი) ლარი; სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით: დაუნის სინდრომი; ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 ); სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2); განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0); იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული საკვების თანხით უზრუნველყოფა: ცელიაკია – ყოველთვიურად 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი. ფენილკეტონურია – ყოველთვიურად 500.00 (ხუთასი) ლარი. ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001 -ზე ნაკლები) შშმ პირები; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი; პროსტატის სპეციფიკურ აგენტზე გამოკვლევა (40-45 წლამდე და 70 წელზე ზევით); ძუძუს კიბოს სკრინინგი (35-40 წლამდე 60 წელზე ზევით); საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი (20-25 წლამდე და 60 წელზე ზევით); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (40-50 წლამდე და 70 წელზე ზევით); ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) შშმ პირები; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი; ჭარბი წონის მქონე პირები; განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 200.00 (ორასი) ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ხარისხის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მაჩვენებელი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება 4.3. 50,0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (06 03) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით მოწონებული პროექტების თანადაფინანსებას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობას. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. თანადაფინანსების გადაწყვეტილება მოხდება კომისიურად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე მოსახლეობის ინტერესებისა და სოციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული და დაფინანსებული პროექტების როდენობრივი ზრდის მაჩვენებლი. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.4. 800,0 ათასი ლარი – უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04) პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით ერთი თბილი ოთახის მოწყობას. გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომისიურად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ეფექტური ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებლით უზრუნველყოფილი სოციალურად დაუცველი ოჯახების დინამიკის ზრდა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 4.5. 25,0 ათასი ლარი – პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში’’ (პროგრამული კოდი 0605) პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობას, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას (გათბობა) ოთხი თვის განმავლობაში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი) თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, ბენეფიციართა პირად ანგარიშებზე ჩარიცხვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის სოციალურ-ყოფითი პირობების შემსუბუქება და მათი კეთილგანწყობის შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, თავდაცვა. 5.1. 8,303.9 ათასი ლარი – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (კოდი: 0100) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რაც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წყაროს, თანამდებობრივ სარგოს, კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებულ დანამატს, ჯილდოს და წახალისების სხვა ფორმას. პრიორიტეტი ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, თავდაცვის ღონისძიებების, სესხის მომსახურების და ვალების დაფარვის ხარჯებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხის მომსახურება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თვითმმართველ ერთეულის (აღმასრულებელი ორგანო) მიერ კაპიტალური ინვესტიციების დასაფინასებლად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები მოიცავს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, კანალიზაციის სისტემის, რეაბილიტაციის მანქანების შეძენის მიზნით აღებულ სასეხო ვალდებულებებს. აქედან 2019 წელს სასესხო ვალდებულებებით გადასახდელი თანხა შეადგენს 893,9 ათას ლარს. საფინანსო სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები მუნიციაპლიტეტის საფინანსო სისტემა, დროის მოთხოვნათა შესაბამიასდ, პერმანენტულად საჭიროებს განახლებასა და გაუმჯობესებას, რათა ადეკვატურად პასუხობდეს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და საჭიროებებს. ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მიმართული იქნება აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად. "საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-14 მუხლების, ასევე საქართველოს კანონის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" მე-7 მუხლისა და მე-5 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოონ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინონ ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ-ების ბალანსის და აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობის შემოწმების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება აუდიტორული მომსახურების შესყიდვა. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები. 5.2. 220,0 ათასი ლარი – თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 0200) პროგრამის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა: შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილებების შესასრულებლად ხორციელდება საჯარო სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებზე მივლინება. პროგრამის განმახორციელებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. მუხლი 11. მარეგულირებელი ნორმები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსება განხორციელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეშვეობით. 2. 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებათა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 3. 2019 საფინანსო წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო დაწესებულებების მუშაკებზე დანამატები ჯილდო და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად. 4. არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა არაფინანსური აქტივების ხარჯვაზე თანხების გამოყოფა უზრუნველყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების შემდეგ. 5. საჯარო დაწესებულებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი – 350,0 ათასი ლარი მიიმართოს, მათ შორის: ა) 100,0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, ბ) 220,0 ათასი ლარი – „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. გ) 20,0 ათასი ლარი – „სამშობლოს დაცვისათვის დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებათა დასაფინანსებლად. დ) 10,0 ათასი ლარი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. მუხლი 12. სარეზერვო ფონდი 2019 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს „საბიუჯეტო კოდექსით“ დადგენილი წესით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე. მუხლი 13. ვალდებულებები განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი – 893,9 ათასი ლარით. თავი III ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 14. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 22 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები