სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016577
01-6/ნ
22/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
470230000.22.035.016577
სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2019 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის  დამტკიცების თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია“, დანართი №1; 
ბ) „ცალკეულ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების ჩამონათვალი“, დანართი №1.1;
გ) „იმუნოდეფიციტის მქონე პირების იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდგომი ვაქცინაცია და სისხლის პრეპარატების გამოყენების შემდეგ ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები“ დანართი №1.2;
დ) „სისხლის პრეპარატების მიმღები პირის ვაქცინაცია და ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები“ დანართი №1.3.
2. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ჩატარებული აცრების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის (სერტიფიკატი/ბარათი) ან სეროლოგიური დადასტურების არარსებობის შემთხვევაში.
3. პროფილაქტიკური აცრებისას უსაფრთხო იმუნიზაციის მოთხოვნები, ამცრელი კაბინეტის მოწყობა, აცრისშემდგომი გართულებების აღრიცხვა-რეგისტრაცია-შეტყობინება და ვაქცინაციის ზოგადი უკუჩვენებები განსაზღვრულია „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის №01-57/ნ ბრძანებით. 
4. იმუნიზაციის სტატუსის შესაბამისობა ამ ბრძანებით გათვალიწინებულ მოთხოვნებთან განხორციელდეს: 
ა) არაიმუნური დასაქმებული პირის შემთხვევაში ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 8 თვისა;
ბ) არაიმუნური პირის დასაქმების შემთხვევაში, დასაქმებიდან არაუგვიანეს 8 თვის განმავლობაში. 
5. ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო



დანართი №1

 

იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია

 

კონტინგენტი (პროფესიები)

იმუნიზაციის ტიპი

სიხშირე

შენიშვნა

1.

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:

ა) ექიმები;

 

ბ) ექიმი-რეზიდენტები;

 

გ) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);

 

დ) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;

 

ე) ბებიაქალები;

 

ვ) სტომატოლოგები;

 

ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;

 

თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;

 

ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან.

1.1. B ჰეპატიტი

 

 

სამჯერადი -

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის №01-288/ო ბრძანებით დამტკიცებული „B ჰეპატიტის საწინააღმდეო ვაქცინაციის ჩატარების წესები ზრდასრულებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად

სავალდებულოა მხოლოდ:

ძალიან მაღალი და მაღალი რისკის სათავსებში დასაქმებული ჯანდაცვის პერსონალისთვის („მაღალი“ რისკის სათავსებია: საიზოლაციო (ბოქსი, ნახევრადბოქსი, ბოქსირებული პალატა) და კრიტიკული, ინტენსიური მოვლის სათავსები /განყოფილებები. „ძალიან მაღალი“ რისკის სათავსია საოპერაციო ბლოკი), სტომატოლოგიურ და პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის;

 

გადაუდებელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისებზე დასაქმებული პერსონალისთვის;

 

სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/შეკრება/გატანაზე დასაქმებული პერსონალისთვის.

1.2. გრიპი

ერთჯერადი, ყოველწლიურად

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

1.3. წითელა,    წითურა

ერთჯერადი

სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის

1.4. ტეტანუსი, დიფთერია

ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ  55 წლის ასაკამდე

მხოლოდ სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიების (მ.შ. ანატომიური, პათოლოგანატომიური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური, ფიზიოლოგიური) პერსონალისთვის

 

2.

პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი:

ა) პატიმრობის დაწესებულება;

 

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

 

გ) ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

2.1. გრიპი

ერთჯერადი

ყოველწლიურად

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

 

2.2. წითელა,       წითურა

ერთჯერადი

სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის

2.3. B ჰეპატიტი

სამჯერადი -

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის №01-288/ო ბრძანებით დამტკიცებული „B ჰეპატიტის საწინააღმდეო ვაქცინაციის ჩატარების წესები ზრდასრულებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

2.4. ტეტანუსი, დიფთერია

ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ  55 წლის ასაკამდე

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

3.

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:

ა) პოლიციის ოპერატიული პერსონალი;

 

ბ) სპეციალური დანიშნულების კონტინგენტი;

 

გ) მეხანძრეები;

 

დ) მაშველები;

 

ე) სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები;

 

ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროში (მათ შორის, სსიპ-ები -„112“ და დაცვის პოლიცია) ყაზარმულ პირობებში დასაქმებული პირები;

 

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები;

 

თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებისა, რომელთა იმუნიზაციაც განხორციელდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის შემდეგ) და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები;

 

ი) უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურში დასაქმებულები;

კ) სხვა დასაქმებულები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ დაშავებულის სისხლთან კონტაქტი;

 

ლ) კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან. თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან.

 

3.1. B ჰეპატიტი

 

 

სამჯერადი -

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის №01-288/ო ბრძანებით დამტკიცებული „B ჰეპატიტის საწინააღმდეო ვაქცინაციის ჩატარების წესები ზრდასრულებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

 

 

 

 

3.2. ტეტანუსი, დიფთერია

ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

3.3. წითელა,    წითურა

ერთჯერადი

სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის

3.4. გრიპი

ერთჯერადი, ყოველწლიურად

სავალდებულოა მხოლოდ განსაკუთრებული ეპიდემიური რისკის ქვეშ მყოფი მოსამსახურეებისთვის:

 

ა) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;

 

ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

 

გ) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT)კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;

 

დ) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.

 

3.4. ცოფი

 

ექსპოზიციამდელი და ბუსტერული იმუნიზაციის სქემის შესაბამისად, „ანტირაბიული სამედიცინო დახმარება“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 დეკემბრის N01-310/ო ბრძანების მიხედვით

სავალდებულოა მხოლოდ:

 

კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან

4.

ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:

ა) ვეტერინარები;

 

ბ) ზოოპარკში მომუშავე პერსონალი;

 

გ) საველე სამუშაოებში ჩართული ზოოლოგები;

 

დ) ძაღლების ზედამხედველები;

 

ე) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;

 

ვ) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;

 

ზ) სასაკლაოში დასაქმებული პერსონალი;

 

თ) მონადირეები;

 

ი) მეტყევეები;

 

კ) ტაქსიდერმისტები;

 

ლ) ვეტერინარული ლაბორატორიების თანამშრომლები;

 

მ) სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე  შესაძლებელია იმყოფებოდნენ დაინფიცირების რისკის ქვეშ.

4.1. ცოფი

 

ექსპოზიციამდელი და ბუსტერული იმუნიზაციის სქემის შესაბამისად, „ანტირაბიული სამედიცინო დახმარება“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 დეკემბრის N01-310/ო ბრძანების მიხედვით

სავალდებულოა მხოლოდ:

ვეტერინარების, ზოოპარკის, ზოოლოგიური, ძაღლების ზედამხედველების, სასაკლაოს, მონადირეების, მეტყევეების, ტაქსიდერმისტებისა და ლაბორატორიების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან/ცოფის ვირუსით დაინფიცირებულ მასალებთან 

4.2. ტეტანუსი, დიფთერია

 

ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე.

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

4.3 გრიპი

ერთჯერადი, ყოველწლიურად

ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;

მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები; ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები

5.

სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი;

დაწესებულებები:

ა) სკოლამდელი საგანმანათლებლო (ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები);

 

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო  (სკოლები);

 

გ) პროფესიული საგანმანათლებლო (კოლეჯები).

5.1. წითელა,      წითურა

    

ერთჯერადი

სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის

5.2. ტეტანუსი, დიფთერია

 

ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე.

სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის

5.3.   გრიპი

ერთჯერადი, ყოველწლიურად

სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის

 

დანართი №1.1

ცალკეულ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების ჩამონათვალი

 

ვაქცინები

უკუჩვენებები და გაფრთხილებები

1. ყველა

ტიპის

ვაქცინა

უკუჩვენება - მძიმე ალერგიული რეაქცია ან გართულება (ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე) ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე.

გაფრთხილება - საშუალო სიმძიმის  ან მძიმე მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით ტემპერატურით და/ან მის გარეშე - ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე.

2. ყველა

ცოცხალი

 ვაქცინა

უკუჩვენება - კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა, მაალკილირებადი და ანტიმეტაბოლური პრეპარატებით მკურნალობა 2 კვირაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხივური თერაპია, ლეიკოზი, ლიმფომა, ორსულობა, სიმსივნური დაავადებები, სიმპტომური ან უსიმპტომო აივ/შიდსი (იხ. კონკრეტული ვაქცინის უკუჩვენებები), ანაფილაქსიური რეაქცია კვერცხის ცილაზე (თუ შედის ვაქცინის შემადგენლობაში).

გაფრთხილება – სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი.

დამატებითი უკუჩვენებები და გაფრთხილებები ცალკეულ ვაქცინებზე

1. ტდ (Td)        

უკუჩვენება:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე.

გაფრთხილება:

  • გიენ-ბარეს სინდრომი  ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან <6 კვირის განმავლობაში (ტეტანუსის ტოქსოიდის გამო);
  • საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  1. წწყ   (MMR)

უკუჩვენება:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;
  • კვერცხის ცილაზე ანაფილაქსიური რეაქციის არსებობისას აცრა ტარდება ქათმის ფიბრობლასტით ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით;
  • იმუნოდეფიციტები (მაგ. ჰემატოლოგიური და სიმსივნური წარმონაქმნები, ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან მძიმე სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი);
  • ორსულობა;
  • არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი;

გაფრთხილება:

  • ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების ბოლო გადასხმიდან ინტერვალი <11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია გადასხმულ პროდუქტზე);
  • საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.

3. B ჰეპატიტი

 

უკუჩვენება:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე.

გაფრთხილება:

  • საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.

4.  გრიპი

უკუჩვენება

  • მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე  ან ვაქცინის კომპონენტზე.
  • ისტორიაში გიენ - ბარეს სინდრომი ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში.

გაფრთხილება:

საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.

5. ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო)

უკუჩვენებები და გაფრთხილებები

  • ექსპოზიციისშემდგომ პროფილაქტიკას უკუჩვენება არ გააჩნია;
  • ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია არ არის უკუნაჩვენები ახალშობილებში, ორსულებში, მეძუძურ დედებსა და იმუნოდეფიციტურ პირებში (მ.შ. შიდსით დაავადებულ ან/და აივ ინფიცირებულ პაციენტებში); 
  • ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ერთი ვაქცინა შეიძლება შეიცვალოს სხვა ვაქცინით;
  • როგორც ექსპოზიციამდელი, ასევე ექსპოზიციისშემდგომი პროფილაქტიკის დროს ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ წარსულში განვითარებული მძიმე ალერგიული რეაქცია წარმოადგენს ამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენების უკუჩვენებას.
 

*შენიშვნა:  აცრის ჩატარების წინ, იხილეთ ვაქცინის თანმხლები ინსტრუქცია.

 

 

დანართი №1.2

იმუნოდეფიციტის მქონე პირების იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდგომი ვაქცინაცია და სისხლის პრეპარატების გამოყენების შემდეგ ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები

იმუნოდეფიციტური მდგომარეობა

ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ვადები*

1. პირველადი (თანდაყოლილი)

ცოცხალი ვაქცინები არ კეთდება, ოპვ-ს ნაცვლად კეთდება იპვ

2. მძიმე  დაავადებებთან  ასოცირებული იმუნოდეფიციტები  (ლიმფომა, სიმსივნე, ლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი)

ცოცხალი ვაქცინები კეთდება რემისიის პერიოდში ინდივიდუალურ ვადებში, მაგრამ არაუადრეს 3 თვისა იმუნოსუპრესიული მკურნალობიდან

3.  კორტიკოსტეროიდები:

ა) 2 მგ/კგ/დღე-ღამეში (>20მგ/დღე-ღამე  ბავშვებში წონით E>10კგ) >14 დღის განმავლობაში;

ბ) იგივე დოზა <14 დღის განმავლობაში ან დოზა <2მგ/კგ/დღე-ღამეში (<20მგ/დღე-ღამე);

გ) შემანარჩუნებელი მკურნალობა მცირე დოზებით;

დ)  ადგილობრივი თერაპია (თვალის წვეთები, ინჰალაცია, მალამო და შესაშხურებელი, სახსარშიგა ინექცია)

1 თვის შემდეგ კურსის დამთავრებიდან

მკურნალობის დამთავრებისთანავე

მკურნალობის პერიოდში

მკურნალობის პერიოდში

 4.    აივ ინფექცია/შიდსი

    ა) უსიმპტომო;

    ბ) სიმპტომური

ოპვ-ს ნაცვლად – იპვ;

არ კეთდება ბცჟ, კეთდება წწყ;

არ კეთდება ბცჟ და წწყ

5. აცრები ინაქტივირებული ვაქცინებით ხორციელდება ასაკობრივად, პროფილაქტიკური აცრების კალენდრის და ვაქცინის თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.

 

 

დანართი №1.3

 სისხლის პრეპარატების მიმღები პირის ვაქცინაცია და ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები 

 

ა) სისხლის პრეპარატების მიღებიდან და/ან მიღებამდე 2-კვირიან ინტერვალში ცოცხალი ვაქცინით აცრილი პირი ითვლება არავაქცინირებულად და მას უნდა ჩაუტარდეს დამატებითი (განმეორებითი) აცრა №1.2 დანართსა და ამ დანართის ცხრილში მოცემული ინტერვალების შესაბამისად;

ბ) ინაქტივირებული ვაქცინები გამოიყენება იმუნოგლობულინის (ასევე პლაზმის, სისხლის) შეყვანის შემდეგ ან შეყვანამდე ინტერვალის დაცვის გარეშე;

გ) გადაუდებელი პროფილაქტიკისას ვაქცინები და სპეციფიკური იმუნოგლობულინები, ჩვენების მიხედვით, კეთდება ერთდროულად (ცოფი, ტეტანუსი, ჰეპატიტი B);

დ) რეკომენდებული ინტერვალი ქირურგიული ოპერაციებსა და აცრებს შორის შეადგენს 4 კვირას;

ე) ჰემოფილიით დაავადებული პირის ვაქცინაციისას, სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, აცრა კეთდება კანქვეშ (კუნთის ნაცვლად) იმ ადგილებზე, სადაც შესაძლებელია ინექციის ადგილზე ზეწოლითი  (მინიმუმ 2 წთ.) ზემოქმედება (მაგ., ხელის მტევნის ან ფეხის ტერფის ზედაპირი), ნემსი შეჰყავთ ძვლის სიბრტყის პარალელურად. დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის კომპონენტიანი ვაქცინებით აცრა უმჯობესია გაკეთდეს კუნთში წინამხრის დორსალურ ზედაპირზე. ინაქტივირებული ვაქცინებით აცრები უმჯობესია ჩატარდეს შედედების ეფექტის მქონე პრეპარატების ფონზე, ხოლო ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ტაქტიკა და ინტერვალები განისაზღვრება №1.2 დანართისა და ამ დანართის ცხრილის  შესაბამისად;

ვ)  აცრის ჩატარების წინ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია გაეცნოს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციას.

სისხლის პრეპარატები

დოზა

ცოცხალი ვაქცინების შეყვანის მინიმალური ინტერვალი პრეპარატის შეყვანიდან*

იმუნოგლობულინი

ჰეპატიტი A, ჰეპატიტი B, ტეტანუსი, წითელა

1 დოზა

3 თვე

წითელა  (3,0 მლ)

2 დოზა

5 თვე

ანტირაბიული

12,5 ერთ/კგ

6 თვე

გარეცხილი ერითროციტები

10 მლ/კგ

-

ერითროციტული მასა

10 მლ/კგ

3  - 5 თვე

სისხლი

10 მლ/კგ

6 თვე

პლაზმა, თრომბოციტული მასა

10 მლ/კგ

7 თვე

იმუნოგლობულინი  ვენური შეყვანისათვის

300 — 400 მგ/კგ

8 თვე

750 მგ/კგ

9 თვე

1000 მგ/კგ

10 თვე

> 1500 მგ/კგ

11 თვე

 

* შენიშვნა: აცრის ჩატარების წინ იხილეთ ვაქცინის თანმხლები ინსტრუქცია.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.