სს „საქელექტრომანქანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

სს „საქელექტრომანქანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „საქელექტრომანქანა“
მიღების თარიღი 09/01/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
09/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
სს „საქელექტრომანქანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სს „საქელექტრომანქანა“

განცხადება

სს „საქელექტრომანქანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

 

  

2019 წლის 1 თებერვალს, 15:00 საათზე, შედგება სააქციო საზოგადოება „საქელექტრომანქანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება. კრება ჩატარდება სს საქელექტრო-მანქანის“ მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი I შესახვევი, 2.

საერთო კრების დღის წესრიგშია:

1. 2013-17 წლების მუშაობის ანგარიში.

2. ცვლილებები მოქმედ წესდებაში.

3. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.

4. აუდიტორის არჩევა.

5. აქციონერთა (მათ წარმომადგენელთა) განცხადებების განხილვის მდგომარეობა.

6. სააქციო საზოგადოების ნატურით გაყოფა.

7. სხვადასხვა.

ამასთანავე, სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ დღის წესრიგის შედგენისას იხელმძღვანელა აქციონერთა სურვილებით. საკითხთა უმრავლესობა დღის წესრიგში სწორედ აქციონერთა მოთხოვნითაა შეტანილი.

გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით საერთო კრებას აძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს:

1. დამტკიცდეს 2013-17 წლების მუშაობის ანგარიში.

2. სს-ის წესდებაში მოქმედ კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოებისა და საზოგადოების დღევანდელი ამოცანებისა და სამომავლო პერსპექტივების სათანადოდ ასახვის მიზნით რეკომენდებულია შეტანილ იქნეს ცვლილებები პირველ, მე-2,  მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებში; მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-11 მუხლი გახდეს მე-10. ასევე რეკომენდებულია მიმდინარე კრებაზე მიღებული ცვლილებების უშუალოდ სს-ის წესდების ტექსტში შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება. ამავე დროს, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევენ, რომ აქციონერთა ერთი ჯგუფის წინადადება წესდების მე-6 და მე-7 მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ ამ ეტაპზე არ შეესაბამება სს-ის ინტერესებს და მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის.

3. სს-ის წესდების მე-5 მუხლის 5.8. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის 6.1. და 6.2. პუნქტების თანახმად სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად 4 (ოთხი) წლის ვადით არჩეულ იქნენ ი. მაჭავარიანი, ლ. მჭედლიშვილი და გ. გაგულიძე (უფრ.).

4. სს-ის აუდიტორად არჩეულ იქნეს შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“.

5. მოწონებულ იქნეს სს-ის აქციონერ ფ. კაპანაძის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე აქციონერთა საერთო კრებების (ოქმი №24, 27.08.2012წ. და ოქმი №25, 10.06.2013წ.) გადაწყვეტილებების შესრულების მიმართულებით სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის მიერ ჩატარებული დასრულებული სამუშაო. ამასთანავე, აღინიშნოს, რომ სხვა აქციონერთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებებში აღძრული საკითხების შესწავლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა არ აღ-მოჩნდა საკმარისი, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალოს ბატონ გ.გაგულიძის (უფროსის) ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის (სამუშაო ჯგუფის) მიერ დაწყებული სამუშაოს უმოკლეს ვადებში დასრულება (აქციონერთა მონაწილეობით) და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსათვის.

6. სს-ის შესაძლო ნატურით გაყოფის საკითხის შესწავლა და სამეთვალყურეო სა-ბჭოსთვის წინადადებების წარდგენა დაევალოს ზემოხსენებულ სამუშაო ჯგუფს.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 24 დეკემბერი.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ 2019 წლის 21 იანვრიდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00-17:00 სთ საკონსულტაციო ჯგუფის უფროსთან ბატონ გ.გაგულიძესთან სს „საქელექტრომანქანის“ ოფისში, მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის I შესახვევი, 2.

სს „საქელექტრომანქანის“ სამეთვალყურეო საბჭო .