სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."გამოფენების ცენტრი"
მიღების თარიღი 09/01/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
09/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს."გამოფენების ცენტრი"
 

განცხადება

სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

  

სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 30 იანვარს, 13:00  საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობაში.

დღის წესრიგი:

მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადება.

აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.

კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2019  წლის 8 იანვარი.

გთხოვთ კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

 

სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი                                         რესან ქიქავა