„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020978
661
28/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
340170000.10.003.020978
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №661

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1.  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შემცირებულ სიხშირეს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა და შესაბამისი სიხშირის დონე მტკიცდება ამ წესის №12 დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების შესაბამისად, ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს და ქვეყნდება ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

2. №11 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:

დანართი №12

მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები

მუხლი 1. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების დასაშვებობა

1. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირება შესაძლებელია საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილ, ამ წესის დანართ №1-ით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა:

ა) სარგავი და სანამყენე მასალისა;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართ №3-ით გათვალისწინებული მცენარეული პროდუქტებისა, რომელთა იმპორტი წარმოადგენს სანებართვო საქმიანობას;

გ) ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლისა.

2. კონკრეტულ საქონელზე მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესაბამისი ქვეყნიდან იმპორტირებული კონკრეტული საქონლის შემცველი ტვირთების საშუალო რაოდენობა ყოველწლიურად შეადგენს არანაკლებ 200-ს;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში შემოწმებული, შესაბამისი ქვეყნიდან იმპორტირებული კონკრეტული საქონლის შემცველი ტვირთების რაოდენობა არის არანაკლებ 600-ისა;

გ) ყოველწლიურად მავნე ორგანიზმების შემცველი კონკრეტული საქონლის შემცველი ტვირთების რაოდენობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესაბამისი ქვეყნიდან შემოტანილი აღნიშნული პროდუქტის ტვირთების საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია.

მუხლი 2. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის დონის განსაზღვრის კრიტერიუმები

1. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შემცირებული სიხშირის დონე არის შესაბამისი ქვეყნიდან შემოტანილი კონკრეტული საქონლის სიჯანსაღის შემოწმებათა მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება ასეთი საქონლის შემცველ ყველა ტვირთთან დაკავშირებით.

2. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შემცირებული სიხშირის დონე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) მავნე ორგანიზმების არსებობის გამო შეჩერებული ტვირთების რაოდენობა;

ბ) მავნე ორგანიზმების შეფასებული მოქმედება (სიცოცხლისუნარიანობა) ყველაზე აქტიურ ეტაპზე, რა დროსაც შესაძლებელია მისი გამრავლება შესაბამის მცენარეზე ან მცენარეულ პროდუქტზე;

გ) ტვირთების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც ჩატარდა მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი;

დ) სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ვაჭრობიდან წარმოშობილი ფიტოსანიტარიული რისკის განსაზღვრას.

მუხლი 3. შემოსავლების სამსახურისა და ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა

1. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირებისა და მისი პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახური ეროვნულ სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) საქონლის აღწერილობა;

ბ) საქონლის წარმოშობა;

გ) საქონლის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი;

დ) საქონლის იმპორტის მოცულობა, რომელიც გამოხატულია ტვირთების რაოდენობასა და წონაში;

ე) ამ წესის დანართ №10-ით გათვალისწინებულ „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხაში“ ასახული მავნე ორგანიზმების (შემდგომში – მავნე ორგანიზმები):

ე.ა) ჩამონათვალი, რომელსაც შესაძლებელია ატარებდეს კონკრეტული საქონელი;

ე.ბ) არსებობის გამო შეჩერებული ტვირთების რაოდენობა;

ე.გ) შეფასებული მოქმედება (სიცოცხლისუნარიანობა) ყველაზე აქტიურ ეტაპზე, რა დროსაც შესაძლებელია მისი გამრავლება შესაბამის მცენარეზე ან მცენარეულ პროდუქტზე;

ე.დ) არსებობის გარდა, სხვა მიზეზით შეჩერებული ტვირთების რაოდენობა;

ვ) იმ ტვირთების რაოდენობა, რომლებზეც ჩატარდა მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე.ბ“ „ე.დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის მონაცემებს.

მუხლი 4. მცენარეთა სიჯანსაღის შემცირებული სიხშირით განხორციელებული კონტროლის მონიტორინგი

1. ეროვნული სააგენტო ახორციელებს იმ საქონლის იმპორტის ყოველწლიურ მონიტორინგს, რომლებზეც მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი განხორციელდა შემცირებული სიხშირით.

2. მონიტორინგის მიზნით, შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს ყოველი წლის 31 მარტისა ეროვნულ სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) იმპორტირებული ტვირთების საერთო რაოდენობა;

ბ) შემოწმებული ტვირთების საერთო რაოდენობა;

გ) მავნე ორგანიზმების გამო შეჩერებული ტვირთების საერთო რაოდენობა და შეჩერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) მავნე ორგანიზმების არსებობის გარდა, სხვა მიზეზით შეჩერებული ტვირთების საერთო რაოდენობა  და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის, ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებისა და მე-2 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეროვნული სააგენტო ადგენს ანგარიშს, აფასებს კონკრეტული საქონლის სიჯანსაღის შემცირებული სიხშირით შემოწმების გაგრძელების ან/და კონტროლის შემცირებული სიხშირის ახალი დონის განსაზღვრის მიზანშეწონილობას.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ქვეყნიდან შემოტანილი, სიჯანსაღის კონტროლის შემცირებულ სიხშირეს დაქვემდებარებული საქონლის შემცველი ტვირთების საერთო რაოდენობის 1% მაინც აღმოჩნდება რომელიმე მავნე ორგანიზმით დაბინძურებული, საქონელი მიიჩნევა შეუსაბამოდ და მის მიმართ აღარ გავრცელდება კონტროლის შემცირებული სიხშირე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული „მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შემცირებულ სიხშირეს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ და შესაბამისი სიხშირის დონე  მიეწოდება შემოსავლების სამსახურს და ქვეყნდება ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე