დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4104-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.019395 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 5051 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“. 2. 576-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.“. 3. 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.“. 4. 868-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე საბანკო კრედიტის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის/საბანკო კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ ეს გადავადება, რესტრუქტურიზაცია და რეფინანსირება თავდაპირველ გამსესხებელთან/საბანკო კრედიტის თავდაპირველ გამცემთან ხელშეკრულების დადებით ხდება. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ლიზინგის ხელშეკრულების ვადის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაგრძელების, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რესტრუქტურიზაციის, ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ ეს ვადის გაგრძელება, რესტრუქტურიზაცია, ვადაზე ადრე გამოსყიდვა და რეფინანსირება ლიზინგის თავდაპირველ გამცემთან ხელშეკრულების დადებით ხდება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4104-რს |
დოკუმენტის კომენტარები