„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4272-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 440020010.05.001.019388
4272-რს
27/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
440020010.05.001.019388
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) 16მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 5პუნქტი:

„51. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უფლებამოსილია აირჩიოს სტიპენდიატები.“;

ბ) 81−8პუნქტები:

„81. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.

82. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება. პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით.

83. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

84. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 900 ლარის ოდენობით.

85. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის 8პუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2018 წ.

N4272-რს