დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016368 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 29/08/2018; ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომერციული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები, 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს კომერციულ ბანკებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს სესხის გამცემ სუბიექტსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. კომერციულ ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირები და სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტები 2019 წლის პირველი იანვრიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები