„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016572
01-64/ნ
28/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
010240070.22.035.016572
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-64/ნ

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 111229047, 29/12/2011; 010240070.22.035.016107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.‘‘;

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.‘‘;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:

ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე, 72–725 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის, აგრეთვე „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და ამ საქმიანობების სახელმწიფო რეგულირება;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ,პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის  კონტროლი;

გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით, ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების/ღონისძიებების გატარება;

ვ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესების  ხელშეწყობა, მონიტორინგი, მათ შორის:

ვ.ა) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების (მ.შ. სუბსპეციალობების, სპეციალიზაციის პროგრამების) აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ.ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი;

ვ.გ) ექიმთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ.დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების მონიტორინგი;

ვ.ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) უკანონო სამედიცინო, სააღმზრდელო და საექიმო, ასევე, სავალდებულო შეტყობინების გარეშე მაღალი რისკის შემცველ საქმიანობებზე კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;

თ) ექიმთა პროფესიული  პასუხისმგებლობის საკითხის  დასმა კომპეტენტური ორგანოს – პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილისა და  361-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

კ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების, აგრეთვე, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრის წარმოება;

მ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;

ნ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რევიზია;

ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;

ჟ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური (მ.შ. ფინანსური) უზრუნველყოფა;

რ) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით;

ს) სააგენტოს მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება,  კანონმდებლობით დადგენილი წესით;  

ტ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.‘‘.

გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.‘‘;

გ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით;

4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე;‘‘.

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) კანონმდებლობის  შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

ნ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ო) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

პ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

რ) განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს,  საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო