დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4238-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 080240000.05.001.019365 |
|
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისი საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. 2. 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 3. 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.“. 2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.“. 3. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-19−27-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4238-რს |
დოკუმენტის კომენტარები