„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4257-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.017906
4257-რს
27/12/2018
ვებგვერდი, 29/12/2018
110060000.04.001.017906
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. გენერალური პროკურორის აქტები

გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები − ბრძანებები.“.

2. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. 2019 წლის 1 ივლისამდე პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა.“.

3. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გენერალური პროკურორი ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ  დევნას სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს 2019 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2018 წ.

N4257-რს