დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 53 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.139.016311 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 23/01/2019)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართელოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თანახმად დანართისა |
მუხლი 2 |
„ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №24 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/01/2018 წელი, 190020020.35.139.016233)
|
მუხლი 3 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი
|
თავი I
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები, გადასახდელები და გრანტები |
მუხლი 3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 18260.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7,175,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 190.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10,895,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი III
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები
და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ბორჯომის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12,789.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5,387.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5,427.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო,
ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 83.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
3.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -83.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს ბორჯომისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
3.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 83.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
4.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 116.5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 13.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
უნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 300.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები
2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 14.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
ინფრასტრუქტურა; კულტურა, რელიგია, ხალგაზრდობა და სპორტი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება; განათლება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა |
1.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარებისათვის. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის პროგრამა (03 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარის ფართობი დღეის მდგომარეობით შედგენს 5000 კვ. კმ . საგზაო სტანდარტებს აკმაყოფილებს მხოლოდ 23 პროცენტი, მუნიციპალიტეტი გეგმავს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გზების მთლიანი მოცულობის 50 პროცენტის მშენებლობა რეაბილიტაციას. ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, ზამთარში მარილის მოყრას, ასევე გზების დახაზვას, შუქნიშნების და სიჩქარის შემძღუდველი ბარიერების მონტაჟს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, გზების, ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, კაპიტალური მშენებლობა ,მოვლა პატრონობა. 1.1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია (03 01 01) ქვეპროგრამის მიზანი:მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. 1.1.2 ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთება (03 01 02) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. პროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა სტანდარტების შესაბამისად. 1.1.3 საგზაო ინფრასტუქტურის მოვლა პატრონობა (03 01 05) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრეების, მოსაცდელების, მოაჯირების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება, ასევე განხორციელდება გზების და ხიდების გაწმენდა თოვლისა და ყინულისაგან. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა0რეაბლიტაცია და ექსპლოატაცია (03 02) პროგრამის მიზანი: გამართული და უსაფრთხო კომუნალური ინფრასტრუქტურა; პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა. 1.2.1 წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: კომუნალური და სანიტარული პირობების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა/რეაბილიტაცია (კერძოდ დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტცია). 1.2.2 არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია(03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: რეაბილიტირებული შენობა - ნაგებობები. ქვეპროგრამის აღწერა: განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (მათ შორის მერიის შენობა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების შენობები და სხვა.) 1.2.3 საყრდენი კედლების რეაბილიტაცია(03 02 05) ქვეპროგრამის მიზანი : უსაფრთხო ინფრასტრუქტურული გარემო. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა(კერძოდ გურამიშვილსა და ორბელიანის ქუჩებს შორის საყრდენი კედლის მოწყობა). 1.2.4 გარე განათების მოწყობა (03 02 07) ქვეპროგრამის მიზანი: განათებული მუნიციპალიტეტი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგკებში მოხდება გარე-განათების ქსელის გაფართოება, ახალ ქსელზე დაერთება.(კერძოდ: ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე გარე განათების ქსელის გაფართოება, მოეწყობა ე.წ.“დიდი მინდორი“-ის სკვერთან მისასვლელი გზის გარე განათება). 1.2.5 სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა ჭურჭლის შეძენა, სასაფლაოების და ეკლესიების შემოღობვა (03 02 08) ქვეპროგრამის მიზანი: სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობა ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარიტუალო დარბაზების რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, სასაფლაოების შემოღობვ(სოფ. კორტანეთში სასაფლაოს შემოღობვა). 1.2.6 ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა (03 02 11) პროგრამის მიზანი: „ბორჯომი სისუფთავის ქალაქი“- ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიოტრიის დაგვა დასუფთავება, ნარჩენების დროულად გატანა და მოსახლეობისათვის კეთილსინდისიერი მომსახუროების გაწევა. პროგრამის აღწერა:ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, მოედნების, ტროტუარების სავალი ნაწილის დაგვა-დასუფთავება და საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიოტრიის დასუფთავება-გაწმენდა, ორგანიზაციებიდან, მოსახლეობიდან, დაწესებულებებიდან, მუნიცპალიტეტის სოფლებიდან ნარჩენების გატანა, მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა და კირით შეწამვლა, ფანტანების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული ნაგვის ურნების შეკეთება, ქ. ბორჯომში მრავალსართულიან კორპუსებში სანაგვე ბუნკერების დეზინსექციისა და დეზინფექციის მომსახურება, ყველა სხვა საქმიანობა რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული. 1.2.6 ბორჯომის გარე განათება (03 02 12) პროგრამის მიზანი:მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ქალაქში ჩამოსული ვიზიტორებისათვის ღამის საათებში განათებულ ქალაქში გადაადგილება. პროგრამის აღწერა:ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა-შენახვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. განათებასთან დაკავშირებით სარემოტო აღდგენითი სამუშაოები და სადღესასწაულო დეკორატიული გარე განათების მონტაჟი-დემონტაჟი. 1.2.7 ა(ა)ოპ -ბორჯომის სოფლის წყალი (03 02 13) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისათვის მუდმივი და ხარისხიანი წყლის მიწოდება. პროგრამის აღწერა: ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალსადენის ქსელის და სათავე ნაგებობების ექსლპოატაცია, მოვლა , შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ახალის ქსელის გაყვანა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე სათავე ნაგებობის შემკრების მოვლა-პატრონობა,გაწმენდა და დაქლორვითი სამუშაოები ჩატარება.
1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (03 03) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2019-2022 წლის დოკუმნტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როდორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლაპატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა და სხვა. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეების მოწესრიგება რეაბილიტაცია, რათა მოსახლეობას მიეცეს სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი სივრცეების, სკვერების, ატრაქციონების, სანიაღვრე არხების, მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია, სასაფლაობის მოვლა, საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსება, ასევე მოხდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურება. 1.3.1 სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწყობა/რეაბილიტაცია (03 03 01) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა(ქ. ბორჯომის მესხეთის ქუჩა). 1.3.2 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გაფაბელვა , შეწამვლა, ქუჩების გამწვანება და სკვერების კეთილმოწყობა (03 03 02) ქვეპროგრამის მიზანი:ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტებისატვის კომფორტული მოსასვენებელი გარემოს შექმნა ქვეპროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია. 1.3.3 სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (03 03 04) პროგრამის მიზანი:მუნიციპალური სასაფლაოების სერვისის ხარისხიანი და შეუფერხებელი მიიწოდება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;კერძოდ საფლავებზე მისასვლელი ბილიკის დაგვა-დასუფთავება; საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა; მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, ბალახის, ბუჩქების და ხეების მოვლა, სტრუქტურის წესრიგში მოყვანა, სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა, რეგულარული დაგვა დასუფთავება. 1.3.4 სამშენებლო, სარემონტო, სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა (03 03 05) ქვეპროგრამის მიზანი:ინფრასტრუქრუტული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება პროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფაარგლებში განხორციელდება ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 1.3.5 ბორჯომის გამწვანება 2012 ( 03 03 06) პროგრამის მიზანი: მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ბაღების, პარკების და გაზონების მოწესრიგება, ყვავილებით და მარადმწვანე დეკორატიული მცენარეებით შევსევა და სასიამოვნო გარემოს შექმნა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების შევსება ყვავილებითა და მარადმწვანე, ფოთოლმცვენი სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებით. ჩატარდება მარადმწვანე ხე-მცენარეების მავნებელებისა და დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები (გასხვლა, შეწამვლა); მოხდება ხე მცენარეების გასუფთავება ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან, შემობარვა, მორწყვა,გასხვლა, ნაგავის შეგროვება და მათი გატანა. გაზონების დასუფთავება. ორგანული სასუქის შეტანა მრავალწლიანი ბუჩქების ძირებში,ასევე საყვავილე კლუმბებში, ასევე მოხდება მინერალური სასუქის შეტანა ყვავილნარებში, მრავალწლიან მცენარეთა ირგვლივ და ბალახის გაზონებში. მოხდება ტერიტორიების გათიბვა სეზონზე და გათიბული მასის გატანა. 1.4 ტრანსპორტის სუბსიდირება ( 0306) პროგრამის მიზანი: სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება და მუნიცპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება. პროგრამის აღწერა: სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება, მუნიციპალური სერვისის განვითარება, ტექნიკურად გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზურუნველყოფა მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულად მომსახურეობისათვის. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება დროულად და უსაფრთხოდ, სპეც-ტექნიკით (ტრაქტორები)ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. |
2.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (05 00)
სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმის, მეწარმეობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ. 2.1 სპორტის სფეროს განვითარება (05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდერება - პოპულარიზაცია. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება- პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები; სპორტის სხვადასხვა სახეობის სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია. სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთელი შეკრებების ჩატარებაზე და სპორტსმენთა მივლინებაზე საერთაშორისო ტურნირებზე; განხორციელდება ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ქალთა სპორტის განვითარება, ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება, სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა. 2.1.1 ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა (05 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული სექციების და კლუბების მხარდაჭერას, რომლის მიზანია პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფების განვითარება, მოზარდთა მაქსიმალური მოზიდვა და ჩართულობა სხვადახვა სპორტის სახეობებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროფესიული სპორტული სექციების და კლუბების განვითარებას. 2.1.2 სპორტული ღონისძიებები (05 01 02) ქვეპროგრამით 2019 წელს განხორციელდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება რეგიონალური და ბორჯომის სარაგბო კლუბების დაფინანსება. 2.1.3 ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა (05 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების, გარე სავარჯიშო კომპლექსების და ატრაქციონების მოწყობა რეაბილიტრაცია. 2.2 კულტურის სფეროს განვითარება (05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობას, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას და სხვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლები და სხვა. 2.2.1 მუსიკალური სკოლის დაფინასება (05 02 01) ქვეპროგრამის მიზანი:მოსწავლეთათვის დაწყებითი მუსიკალური განათლების მიცემა, საფორტეპიანო, სიმებიანი, ვოკალური და ხალხური მიმართულებებით. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა კონტიგენტის მიღებას, სამუშაო გეგმების, გაკვეთილების ცხრილების შედგენას და განხილვას, სასწავლო წლის ხარისხიანად წარმართვას და მისთვის აუცილებელი საკითხების ორგანიზებას. კრეატიული აზროვნების დანერგვა-მოწყობას, მოსწავლეთა მომზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასილური, ფოლკლორული და სხვადასხვა ჟანრის ფესტივალებსა და კონკურსებში. კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. 2.2.2 საბიბლიოთეკო გაერთიანება (05 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება, აღრიცხვა–დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა.
ახალი წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შეძენა, წიგნების პრეზენტაციების მოწყობა; შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ მოწყობა მუნიციპალიტეტის სკოლების მასშტაბით; ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები ,,ბიბლიოთეკის კვირეული, ლექციები, კონფერენციები, სემინარები, საშობაო–საახალწლო შეხვედრები, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები, საკლუბო შეხვედრები.სხვადასხვა სახის კონკურსების ჩატარება , თემატური საღამოების მოწყობა მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლითეკაში, მაღალმთიან სოფლებში(განსაკუთრებით ბალანთასა და ტაბაწყურში ) გასვლითი ღონისძიებების მოწყობა, მობილური ბიბლიოთეკის ამოქმედება; შშმ პირების ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა; წიგნადი ფონდის ციფრული კატალოგიზაციისათვის პროგრამის შეძენა და კადრების გადამზადება; ინვენტარის განახლება; სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების შეძენა; ზამთრის სეზონისათვის მომზადება. 2.2.3 ბორჯომის კულტურისა და ხელოვენების ცენტრი (05 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება,მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა სხვადასხვა მიზნობრივ წრეებში, როგორიცაა: ტიხრული მინანქრის, ფერწერისა და გრაფიკის, ხელნაკეთი თოჯინების და ქსოვის, ხეზე კვეთის შემსწავლელი წრეები, დაინტერესება ქართული ფოლკლორით , როგორც მუსიკალური ასევე ქორეოგრაფიული მიმართულებით. თეატრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის, კიდევ უფრო საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული კურორტის სახით წარმოჩენა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ბორჯომის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნაში მონაწილეობის მიღება. ქალაქის მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტუმირება, გასტროლი და სხვა მოტივაცია); სახელოვნებო დარგის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. მათი შემოქმედების განვითარებისათვის კულტურის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა. სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ჩატარება როგორც კ/ცენტრში, ასევე ცენტრს დაქვემდებარებულ სოფლის კლუბებში, მოსწავლე ახალგაზრდობისა და წაღვერის კ/სახლებში. 1.სილამაზის კონკურსის მის ბორჯომი 2019 ორგანიზება -ღონისძიების ფარგლებში მოხდება ბორჯომსა და მის რაიონებში 20-25 გოგონას შერჩევა. რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში. ფინალში გასული გოგონები გამოვლენ საფინალო შოუში , რომელზეც მოხდება კონკურსის გამარჯვებულის და ორი საპრიზო ადგილის მფლობელის არჩევა და გამოცხადება ჟიურის მიერ. გამოცხადების შემდეგ შედგება გვირგვინის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი. კონკურსში მონაწილე გოგონები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. 2.შემოქმედებითი საღამოს მოწყობა-ღონისძიების ფარგლებში იგეგმება გამოჩენილი მომღერლის შემოქმედებითი საღამოს ჩატარება,საღამოს გაამრავალფეროვნებს მოწვეული მომღერლების და შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლა . 3.მოწვეული თეატრების მიერ სპექტაკლების წარმოდგენა, მოხდება საქართველოში მოღვაწე თეატრების მოწვევა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას და დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოუდგენენ ცნობილ ან ახალ სპექტაკლსებს. 4.საახალწლო ღონისძიებები - ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საახალწლო გასართობი სპექტაკლი ცენტრთან არსებული თეატრალური სტუდიის მიერ. შეძენილ იქნება სხვადასხვა ტკბილეული საახალწლო საჩუქრებისთვის. ღონისძიება მოიცავს საქველმოქმედო მიზნებსაც. სპეციალურად შშმ ბავშვებისთვის ჩატარდება სპექტაკლი. და გადაეცემათ საახალწლო ტკბილეულობა საჩუქრებად. 2.2.4 ეროვნული , სახალხო და საგანმანათლებლო ღონისძიებები(05 02 05) ქვეპროგრამის მიზანი: ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების წარმოჩენა, შენარჩუნება, განვითარება და მოსახლეობის კულტურის დონის ამაღლება. ახალგაზრდების მხარდაჭერა, წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა. ტურისტებისთვის ქალაქის წარმოჩენა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინასება სატელევიზიო პროგრამა „ეტალონი“ და ასევე „ეტალონი“-ში გამარჯვებული ბავშვი ყოველთვიური სტიპენდიით. 2.2.5 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე კულტურის სფეროს დაწესებულებების და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები (05 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრმის ფარგლებში განხორციელდება სამუსიკო სკოლისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაცია. 2.2.6 ბორჯომ ბაკურიანის ეპარქია (05 03) ქვეპროგრამის მიზანი: ეპარქიის ხელშეწყობა. ქვეპორგრამის აღწერა: ქვეპროპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2..2.7 საინფორმაციო მომსახუროება (05 03) პროგრამის მიზანი ინფორმირებული მოსახლეობა. პროგრმაის აღწერა: მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების გამოქვეყნება. |
3.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება
პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთი პროგრამების და ქვეპროგრამების განხორციელება, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯებს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგოს, ჯილდოს, დანამატს და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. |
4.
განათლება
განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რაც მყარი საფუძველია აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შექმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შეასაფასებლად. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. |
5.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (06 00)
ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის(გაიდლაინის) შესაბამისად. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომაობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 5.1. ჯანმრთელობის დაცვა (06 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით. პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა ეროვნულ ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სხვა. 5.1.1 ჯანდაცვის ცენტრი (06 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდავცის ოპარატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით; ქვეპროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის,სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება... 5.1.2 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია (060102) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, და უპატრონო ცხოველებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია); ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა; ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში; ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება; 5.1.3 ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის ხელშეწყობა (06 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: ბაკურიანში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით უსაფრთო გარემოს შექმნა ქვეპროგრამის აღწერა: სამედიცინო პერსონალის ბინით უზრუნველყოფა. 5.2. სოციალური დაცვა (06 02) პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; პროგრამის აღწერა: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება; სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგის სახის ქვეპროგრამები: ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა, I და II ჯგუფის ინვალიდების , ასევე უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მქონე პირების ერთჯერადად დახმარების პროგრამა, და სხვა. აღნიშნული პროგრამები განხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5.2.1 მოსახლეობის სტაციონალური სამედიცინო მომსახუროება (06 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამით 100 %-ით დაფინანსდებიან ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-დან 160 000-მდე . მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი. ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 160 000-დან 200 000-მდეა, დაფინანსდებიან 100 % ით და მაქსიმალური გასაცემი თანხაა 3000 ლარი. ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან 70%-ით. მაქსიმალური გასაცემი თანხა 2 000 ლარი. სრული დაფინასება გაეწიოთ: "ც" ჰეპატიტით დაავადებულ პაცინეტებს სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადით.აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს და მინდობით აღზრდაში მყოფ პირებს , ობლებზე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებზე, მკურნალობის დაფინანსება განხორცილედეს სრულად. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურუგიაზე და კურორტულ მომსახურებაზე. ასევე არ დაფინანსდება არჩეული იმპლანტანტის, აყვანილი ექიმის და ,,ვიპ პალატის,, ღირებულება. ასევე, დაფინანსება არ განხორციელდება იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში, თუ ისინი არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. 5.2.2 უფასო სასადილოს დაფინანსება (06 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ბორჯომის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ყოველდღიურად დღეში ერთჯერადი ცხელი საკვებით უზრუნველყოფას. უმწეოთა უფასო სასადილოთი ყოველდღიურად სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები. მ.შ. მარტოხელა, ინვალიდი და ასაკით პენსიონრები, უმუშევრები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც მონაწილეობენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთ ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ და მინიჭებული აქვთ 0-დან 57 000 ქულის ჩათვლით. აგრეთვე შერჩევით დაკმაყოფილდება ის ბენეფიციარები რომელთ ქულა იწყება 57001-დან და არ აღემატება 150 000-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანხმობით. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ბინაზე ერთჯერადი სადილის გატანება ყოველდღიურად ოჯახის წევრზე ან ახლობელზე, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. მათ მიერ შემოტანილ პირად განცხადების საფუძველზე. სასადილოს ბენეფიციარებს ყოველდღიურად ემსახურებათ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ, რომლებიც სასადილოდან ცხოვრობენ მოცილებით. 5.2.3 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (06 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: გარდაცვლილების ოჯახებისთვის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისთვის დახმარების გაწევა. ქვეპროგრმაის აღწერა: ქვეპროგრამაში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე - 250 ლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე - 100 ლარი 5.2.4 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება (06 02 05) ქვეროგრმაის მიზანი: დიდი სამამულო ომის მონაწილეების და შშმ ვეტერანების ღვაწლის დაფასება. ქვეპროგრამის აღწერა:ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 9 მაისთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა - 300 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე 100 ლარის ოდენობით. 26 მაისთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი ვეტერანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას - 100 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე . დახმარების გაცემა განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე. 5.2.5 ახალდაბადებული ბავშიანი ოჯახების დახმარება (06 02 06) ქვეპროგრმის მიზანი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლის ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში .ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 300-მდე ბენეფიციარი. 150 ლარს პირველ ბავშვზე, 200 ლარს მეორე ბავშვზე , 300 ლარს მესამე ბავშვზე, 1000 ლარი მეოთხე და მომდევნო ბავშვების შეძენაზე ,რაც გავლენას იქონიებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 5.2.6 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (06 02 07) ქვეპროგრამის მიზანი: ობოლი ბავშვების მორალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრმის აღწერა: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ ბავშვთა კვებისა და განათლების მიღებისთვის ყოველთვიური დახმარება 250 ლარი თითოეულზე. 5.2.7 ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება (06 02 10) ქვეპროგრამის მიზანი: სოციალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით გაიცემა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ღვაწლმოსილი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. 5.2.8 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (06 02 11) ქვეპროგრამის მიზანი: დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურად 150 ლარს. ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარს. ასევე 150 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი. 5.2.9 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (06 02 13) ქვეპროგრამის მიზანი: მედიამენტოზური მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. ქვეპროგრამის აღწერა: 1.1 ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამით სტაციონარში წოლის შემდგომ დაფინანსდებიან 150 ლარით ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მოქმედი სარეიტინგო ქულა 0- 160 000 -მდე. 1.2 ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას სტაციონარში წოლის შემდგომ, დაფინანსდებიან 100 ლარით. 1.3 ონკოლოგიური ავადმყოფების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის მკურნალობის ლიმიტი განისაზღვროს 2000 ლარით. წარმოდგენილი ფორმა #100 გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ და მასში აღნიშნულ იქნეს ქიმიოთერაპიისთვის განსაზღვრული მედიკამენტების ჩამონათვალი ჩანაწერის ან რეცეპტის სახით. ხოლო რაიონის ონკოლოგის მიერ შევსებული ფორმა #100-ის (ჩანაწერი მედიკამენტების ჩამონათვალით), რეცეპტის და აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაციის(დედანი) საფუძველზე გაეწიოს დახმარება 150 ლარის ოდენობით. (1, 2 და 4 კლ . ჯგუფებს) 1.4 დიალიზზე მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდეს ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. 1.5 მედიკამენტებით შეძენისათვის კვარტლაში ერთჯერადად დაფინასდებიან მოქალაქეები 100 ლარის ოდენობით, რომლებსაც მინიჭებული აქვთ -შშმ სტატუსი კერძოდ: ენცეფალოპათიით, პარკინსონის დაავადებით (კანკალა რიგიდული ფორმა) და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები. 5.2.10 სოციალური დახმარებები (06 02 14) პროგრამის მიზანი: მოსახელობის სოციალური მდომარეობის შემსუბუქება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი და ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას. გამოვყოფთ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას. პროგრამის ფარგლებში ფინასდება: ახალდაქორწინებულთა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე შშმ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან ,,დაკავშირებით ერთჯერადი დახმარება მრავალშვილიან დედებზე ,,დედის დღესთან,,დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების დაფინანასება მრავალშვილიან ოჯახებზე და დედ-მამით ობოლ ბავშვების მეურვეებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსება; |
6.
თავდაცვა და უსაფრთხოება (02 00)
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია. პროგრამის აღწერა: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. ბორჯომში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება და ტრანსპორტირება. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. |
თავი VI
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 16 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2019 წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. |
2.
საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.4 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 101.5 ათასი ლარი. |
გ)
„დიდი სამამულო ომის“ (მეორე მსოფლიო ომის) მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2.1 ათასი ლარი. |
2.
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 300,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 26 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან |
დოკუმენტის კომენტარები