დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 141 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016688 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ძალების სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია 1. ძალების სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული): ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური; ბ) შტაბი; გ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (აღმოსავლეთი); დ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი); ე) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი; ვ) საშტაბო ასეული. 2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა: ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური: ა.ა) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მითითებების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე; ა.ბ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას; ა.გ) ახორციელებს ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას; ა.დ) უზრუნველყოფს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში; ა.ე) უზრუნველყოფს ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას; ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას; ა.ზ) მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და აწარმოებს შესაბამის გათვლებს; ა.თ) ახორციელებს ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფას და სალარო ოპერაციების წარმოებას; ა.ი) უზრუნველყოფს ანგარიშგების მომზადებას და დადგენილ ვადებში ზემდგომ ორგანოებში წარდგენას; ბ) შტაბი: ბ.ა) უზრუნველყოფს ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელებას და არსებული დოკუმენტაციის შენახვას/დაარქივებას; ბ.ბ) უზრუნველყოფს ძალებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვას, საშტატო-სტრუქტურული საკითხების დამუშავებას, ადამიანური რესურსებისა და საკადრო საქმიანობის დაგეგმვას და მისი განხორციელების კონტროლს, ახორციელებს პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; ბ.გ) უზრუნველყოფს ძალების სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვას და განხორციელებას, სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობას; ბ.დ) უზრუნველყოფს ძალების მასშტაბით სრული ოპერაციული პროცესის ორგანიზებას და განხორციელებას, ძალების ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმებისა და დირექტივების შემუშავებას, საბრძოლო და სასწავლო ოპერატიულ-ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვას; ბ.ე) ახორციელებს ლოჯისტიკური და სატრანსპორტო საშუალებებით ძალების უზრუნველყოფის დაგეგმვას, ძალებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კონტროლს; ბ.ვ) ახორციელებს ძალების მიერ საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დაგეგმვისა და განვითარების ხელშეწყობას, ძალების სამომავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას; ბ.ზ) ახორციელებს ძალების სტრუქტურული ერთეულების სატელეფონო, მართვის ავტომატიზებული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, რადიოკავშირებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების განაწილებას და ექსპლუატაციის კონტროლს; ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს; ბ.თ) ახორციელებს ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვას, სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას, ასევე წვრთნების მონიტორინგს და შეფასებას; გ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (აღმოსავლეთი): გ.ა) ახორციელებს ძალებისათვის დაკისრებული სპეციალური ოპერაციების, მათ შორის, პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების დავალებების სრული სპექტრით შესრულებას; გ.ბ) უზრუნველყოფს ძალთა მზადყოფნას სხვა სამხედრო მოქმედებებში სპეციალური ოპერაციების დავალებების შესრულებისათვის მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის; გ.გ) ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების (გარდა „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფისა) ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, სატრანსპორტო მომსახურებას და სამედიცინო მხარდაჭერას, ასევე ოპერატიული და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფას; დ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი): დ.ა) ახორციელებს ძალებისათვის დაკისრებული სპეციალური ოპერაციების, მათ შორის, პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირებისა და სამხედრო დახმარების დავალებების სრული სპექტრით შესრულებას; დ.ბ) უზრუნველყოფს ძალთა მზადყოფნას სხვა სამხედრო მოქმედებებში სპეციალური ოპერაციების დავალებების შესრულებისათვის მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის; დ.გ) უზრუნველყოფს წყალზე სამოქმედო არეალში დასმული სამხედრო ამოცანების განხორციელებას; ე) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი: ე.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა განვითარებისათვის პროგრამების შექმნას, კურსების დაგეგმვას, შესაბამისი ტექნიკური და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას; ე.ბ) ახორციელებს სპეციალობების მიხედვით შესაბამისი სპეციალური სამხედრო მომზადების ძირითადი კურსების ორგანიზებას და ჩატარებას; ე.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინდივიდუალურად ან/და კოლექტიურად სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი კვალიფიკაციით გაწვრთნას და შემდგომ გადამზადებას; ე.დ) ახორციელებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა და ქვედანაყოფთა სერტიფიცირებას; ვ) საშტაბო ასეული – უზრუნველყოფს ძალების ძირითადი დისლოკაციის ადგილების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სასწავლო პროცესის ორგანიზება 1. ძალებში სასწავლო პროცესების ორგანიზება და შესაბამის წვრთნებზე/სწავლებებზე/კურსებზე მოსამსახურეების ჩარიცხვა/ამორიცხვა, ხორციელდება ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ძალები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა სიების მიწოდებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის. 3. თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს ევალებათ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ძალებს გაუწიონ ლოჯისტიკური უზრუნველყოფა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დროებით გადაცემა) და განახორციელონ წვრთნებზე/სწავლებებზე/კურსებზე პირადი შემადგენლობის წარგზავნა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 10 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები