„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.020928
611
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
010040000.10.003.020928
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №611

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  14/03/2014, 010040000.10.003.017846) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის“:

1. მე-4 თავის  4.2.4  პუნქტის პირველი და მე-2 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები სასაზღვრო პოლიციასთან ურთიერთქმედებაში, საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვის მიზნით, ახორციელებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვას.

საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენელი ნაწილი, გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში. მშვიდობის დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას.“.

2. მე-5 თავის 5.12 პუნქტის:

ა) 5.12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.12.1. მიზნები

 ხელისუფლება უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების ურღვეობასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას საზღვრისპირა რაიონებში. ამისათვის კი   საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისა და  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამშრომლობა.“;

ბ) 5.12.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.12.3. წინადადებები/რეკომენდაციები

უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორებიცაა – შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები სახელმწიფო საზღვარზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე