,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 25/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016072
8
25/12/2018
ვებგვერდი, 26/12/2018
320110000.17.010.016072
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2018 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 24.02. 2012.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:    

1. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით   დამტკიცებულ  ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;“

დ) მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,25 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;“;

ე) მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ მიიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
თავმჯდომარეკახი ბექაური
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე