„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4067-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.019323
4067-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
140070000.05.001.019323
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო უსაფრთხოება – ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა (შემდგომ − ეროვნული სისტემა) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მათი კომპეტენცია, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით მუშავდება და რომელსაც სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს დელეგირების საფუძველზე ახორციელებენ. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს სამინისტრო.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული პირების (მოხალისეების) მომზადებას მათთვის საბაზისო უნარების ჩამოყალიბების მიზნით, ხელს უწყობს მოხალისეების თვითორგანიზებას ტერიტორიული პრინციპით, მათი კვალიფიკაციიდან ან/და სპეციალური უნარებიდან გამომდინარე ან სხვა ნიშნით, და მოხალისეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათ გაწევრებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს და მათი ოჯახის წევრებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურით თვითგანვითარების მიზნით (მათ შორის, სავარჯიშოდ, საგანმანათლებლო მიზნით), სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სიმულაციური ვარჯიშები, საველე სწავლებები, საწვრთნელი შეკრებები, სხვა ღონისძიებები და წამახალისებელი პროექტები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამისი აღჭურვილობა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის წესი, აგრეთვე მოხალისეობრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდებით, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

7. მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანგებო სიტუაციისთვის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა.

5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან საგანგებო სიტუაციის რისკის გათვალისწინებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას მიანიჭოს ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორია.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს:

ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ, ტექნიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს სამინისტრო;

ბ)   ოპერაციულ   დონეზე   −   სამინისტრო   ან   მინისტრის   წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა სამინისტროსი) და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო  სიტუაციების  მართვის  სამსახურთან უწყვეტი  კავშირი  აქვთ  და, ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შეყვანის მიზნით წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.“.

9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და რომელზე რეაგირებაც დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალის, იარაღის ან სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან, სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს რეაგირებას.“.

10. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინება მიეწოდება ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას სამინისტროსა და ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

11. 21-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავშესაფრის და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის და სათავსის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელია სამინისტროსა   და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავშესაფრის გასხვისება დაუშვებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

7. საგანგებო სიტუაციის ზონიდან  ან/და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური პირების, მატერიალური ფასეულობებისა და ცხოველების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.“.

12. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საჭიროებების, ზარალისა და შიდა, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან კოორდინაციით განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს მინისტრს. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, თუ ასეთი პირი განსაზღვრულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

13. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესს ამტკიცებს მინისტრი.“.

14. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის პროექტი, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისაღებ ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“.

15. 27-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ადგილობრივი  მნიშვნელობის  საგანგებო  სიტუაციის  დროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ხანძრის ჩაქრობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში ჩააბას ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალები, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობას კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

16. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური  სამსახურის,  საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურისა  და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ობიექტების მიმართ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

17. 36-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შედგება სტრუქტურული დანაყოფებისგან, რომლებშიც მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო). სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.“.

18. 39-ე მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისთვის წარდგენა;“;

ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მინისტრისთვის წარდგენა;

ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და ვითარების შესახებ მინისტრის ინფორმირება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება;“;

გ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის  აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;

უ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;“.

19. მე-40 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროს სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უზრუნველყოს საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;“.

20. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მეშვეობით. ამ სააგენტოს საქმიანობის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი და ამავე სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“.

21. 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;“;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ;“;

ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22  პუნქტები:

„21. მინისტრი ამტკიცებს მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს.

22. მინისტრი ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე   ნორმატიულ აქტებს.“;

დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

22. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

23. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ანგარიშვალდებულება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს წინაშე.“.

24. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

25. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში  სპეციალური შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.“.

26. 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  მოსამსახურეს  ეკრძალება  გაფიცვა,  შეკრებასა  და  მანიფესტაციაში  მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიის წევრობა.“.

27. 55-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის წახალისების წესსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.

5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

28. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურისთვის  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების წესს ამტკიცებს მინისტრი.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.“.

29. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსამსახურეთა მომზადებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეშვეობით, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

30. მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას, აგრეთვე მათი შენახვის, გამოყენებისა და ტარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“.

31. 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.    

6. მოსამსახურეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების ღონისძიება, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.“.

32. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“.

33. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობებს, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი.“.

34. 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.“.

35. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 68. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა

1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის უფლება აქვთ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. ამ კანონის 67‐ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონის 67-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.“.

36. 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

37. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება:

ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“;

გ) „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“;

დ) „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

ე) „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“;

 ი) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“;

კ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული  საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“;

ლ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

მ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“;

ნ) „საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;

ო) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“;

პ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

ჟ) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

რ) „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“;

ს) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; 

ტ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

უ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფისა და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“;

ფ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“.

2. მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) „საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) „ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის  სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“;

თ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“;

კ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.

3. მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი  ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის   სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“;

დ) „ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზებისა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.“.

მუხლი 2

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, აგრეთვე მისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებული პირები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზი და მის საფუძველზე განახორციელოს ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია.

5. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადასაცემი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საბალანსო მონაცემებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საბალანსო მონაცემებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათი ინვენტარიზაცია.

7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობს ამ სამსახურის სისტემაში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2019 წლის 1 იანვრიდან მუშაობას გააგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში და მას ამ სისტემაში მუშაობის პერიოდში უნარჩუნდება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

8. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას უფლებამოსილი პირების მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ძალაში შესვლამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4067-რს