საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4017-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019304
4017-Iს
14/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
190020010.05.001.019304
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების იძულებით აღსრულების პროცესში სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხები, თუ აღნიშნულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ანგარიშებზე არ გააჩნიათ შესაბამისი ნაშთი, ასახოს შესაბამისი დონის ბიუჯეტში ამ მიზნით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისთვის გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან.“.

3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით.“.

4. 34-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს  მთავრობა  უზრუნველყოფს სახელმწიფო  ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობას. საქართველოს სამინისტროები უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული მათი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან შესაბამისობას.“.

5. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის მთლიან მოცულობაში თითოეული მუნიციპალიტეტის წილის პროცენტულ მაჩვენებელს.“.

6. 56-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ);“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს;

ლ) ინფორმაციას „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების შესრულების შესახებ.“.

7. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.“.

8. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

9. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება“.

10. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი

1. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.

2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.

3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:

ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;

გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;

დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;

ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.

5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება.“.

11. 72-ე−74-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

12. 76-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 77-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;“;

ბ) მე-10 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაციას.“.

14. 91-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

15. 1144 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2021 საბიუჯეტო წლისათვის.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს იმავე ნაწილით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1“ და „ბ​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივი გავრცელება.“.

16. 1145 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1145. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი

1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2023 წლამდე.

2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული  გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.

5. 2020−2023 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს.“.

17. დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის:

ა) პირველი გრაფის:

ა.ა) 1.1 და 1.2 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.1

საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა

 

100

 

 

1.2

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი

 

 

100

 

    .“;         

  ა.ბ) 1.3 გრაფა ამოღებულ იქნეს;

  ბ) მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4

დამატებული ღირებულების გადასახადი

81

 

19

     .“;         

გ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ცხრილის მე-4 გრაფით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მიღებული შემოსულობების 19% არის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებისათვის გასანაწილებელი გადასახადების ჯამი, რომლის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის განაწილება ხდება ამ კოდექსის 71-ე და 1145 მუხლებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

14 დეკემბერი 2018 წ.

N4017-Iს