დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის N65/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101314/21 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
მიღების თარიღი | 19/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240060.58.070.016066 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010240060.58.070.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვითვალისწინებ რა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის დამკვიდრებისა და სახელმწიფო მმართველობაში ანგარიშვალდებულების პრინციპის განმტკიცების საქმეში, ვაცნობიერებ რა, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თითოეული მოსამსახურის უდიდეს პასუხისმგებლობასა და მათი სანიმუშო ქცევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:“.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კოდექსი შემუშავებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკური სტანდარტების საფუძველზე და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები