დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016312 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/12/2018 - 19/03/2019)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბუჯეტის დამტკიცების შესახებ“
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 364 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8 070 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 000 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 294 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 950 285 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 394 215 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 394 215 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 11 344 500 ლარით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 19 500 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 19 500 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
საწევრო შენატანი
|
აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და აჭარის არ მუნიციპალიტეტებს შორის 2016 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დაფუძნების შესახებ. 2017 წლის 30 ნოემბერ ჩატარდა სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, რომელზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების თანახმად ხულოს მუნიციპალიტეტს როგორც სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერს საკუთრებაში გააჩნია 5 ცალი ჩვეულებრივი სახელობის აქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 19 500 ლარს.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გამწვევი პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება, საგზაო ინრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კეთილმოწყობის, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების მომსახურება, მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად მზა ბეტონის შესყიდვა. 2.1.1 მგზავრთა მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) მოსახლეობის თხოვნით მოქმედებს მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის თანახმად მომსახურება ხორციელდება ხულო-ბეშუმის, ღორჯომი-ზორტიყელის, ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო მიკრო ავტობუსებით, რომლის აუცილებლობაც გამოწვეულია მგზავრთა სიმრავლით. 2.1.2 მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 09) მუნიციპალიტეტში მრავლად არის შიდა სასოფლო გზებზე ისეთი მონაკვეთები, სადაც ავტომანქანით მისვლა ჭირს და მოსახლეობას ხშირად უხდებათ ფეხით გადაადგილება და ტვირთის ხელით გადაზიდვა. პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოსაგვარებლად იქ, სადაც უფრო მეტად პრობლემატური მონაკვეთებია დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა. 2.2. ა(ა)იპ „ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა „ხულო-თაგო”-სატვირთო-სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, მთებში ელექტრო გადამცემი ქსელების რეაბილიტაცია, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოვლა-რეაბილიტაცია, საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 2.3.1 გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელისა და მუნიციპალური ობიექტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას და ახალი ან/და არსებული მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანებას. ასევე, დაგეგმილია საზაფხულო იალაღებზე შქერნალის, ლოდიძირის და საკამბეჩოს ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია. 2.3.2 სანიტარული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, „საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ქალაქ ბათუმში ლეგალურ ნაგავსაყრელზე. ასევე განხორციელდება ნაგვის კონტეინერების შეძენა. 2.3.3 ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალური სერვისი (პროგრამული კოდი 03 03 03) ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალური სერვისი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოვლა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანას დაბისა და ადმინისტრაციული ცენტრებიდან, მუნიციპალური საპირფარეშოების მოვლას, გამწვანებითი ღონისძიებების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების მოვლასა და სრულყოფას, განათების თანამედროვე წყაროების ახალი მასალების გამოყენებას. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 84 დასახლებულ პუნქტში 5330-მდე წერტილის მომსახურება. ასევე უზრუნველყობს შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2.3.4 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.5 ა(ა)იპ – ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ახორციელებს დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით თითქმის ყველა წყალსადენი 24 საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. ასევ, უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა. 2.3.6 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასმელი წყლის მილების შეძენა, სოფელ ყინჩაურის და წაბლანის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, ვაშლოვანის და სკვანის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე მიმდინარე წლიდან ხორციელდება და 2019 წელში დასრულდება ოქრუაშვილების სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია. 2.3.7 საპროექტო-საკადასტრო აზომვები და საექსპერტო მომსახურება სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების განხორციელება, ასევე მიმდინარე და შემდგომი წლების პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ესკიზური ნახაზების შედგენა. 2.3.8 სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 08) დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობა სხვადასხვა თემებში, რითაც შესაძლებელი გახდება უხვი ნალექის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის დაცვა ხშირი დაზიანებისაგან. ასევე, მიმდინარე წლიდან ხორციელდება და 2019 წელში დასრულდება კურორტ ბეშუმის შიდა გზების მიმდებარედ არსებულ სანიაღვრე არხებზე (კიუვეტი) ცხაურების მოწყობა. მიმდინარე წლიდან ხორციელდება და 2019 წელში დასრულდება სოფელ ღორჯომში მდინარე ღორჯომისწყლის (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია) არსებული რკინაბეტონის მილოვანი კანალიზირების გაგრძელების სამუშაოები. ღორჯომის ცენტრის მიმდებარედ ჩამოედინება მდინარე, რომელიც საფრთხეს უქმნის იქ განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, კერძოდ საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, კულტურის სახლს, საკულტო დაწასებულებას – მეჩეთს. დაგეგმილია მდინარის კალაპოტის კაპიტალური მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებული მეწყერული პროცესების შეჩერებას. 2.3.9 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები. 2.3.10 „დაბა ხულო ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის შეძენა (პროგრამული კოდი 03 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია იმ ფიზიკური პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ ბარაკულ ან/და ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში და წარმოადგენს საფრთხის შემცველს იქ მცხოვრებლებთათვის, ასევე ის ფართები, რომლებიც ამახინჯებენ დაბის იერსახეს. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები, დაბის ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა, მემედ აბაშიძის ქუჩა №1-შესახვევში ეზოს მოწყობის სამუშაოები, დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებული №1 და №2 შენობების მიმდებარედ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების გაგრძელება და ვეტერანთა კლუბის მშენებლობა. 2.4.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა დაბის ქუჩები და ეზოები, მემედ აბაშიძის ქუჩა №1-შესახვევში არსებული ეზო, დაგეგმილია დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებული №1 და №2 შენობების მიმდებარედ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების გაგრძელება, ასევე განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები. 2.4.2 მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) მიმდინარე წლიდან ხორციელდება და 2019 წელში დასრულდება ვეტერანთა კლუბის მშენებლობის სამუშაოები. 2.5 სოფლის მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 06) ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ერთერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს მოსახლეობაზე ხელშეწყობას ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების განვითარების მხვრივ. 2.5.1 ფერმერებსა და აგრო მეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 06 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების საფასურის 80%-ით დაფინანსების უზრუნველყოფით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1 ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 23 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს დაახლოებით 790 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამაში, ა(ა)იპ – ხულოს საფეხბურთო კლუბ ხიხანის და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. 4.1.1 ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 370 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 ა(ა)იპ – ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“ (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ამ კუთხით გამოვავლინოთ პერსპექტიული და ნიჭიერი ბავშვები, რათა მათ შეეძლოთ თავისი შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. 4.1.3 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმატებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.4 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ შუასოფლის, კორტოხის და ფუშრუკაულის სპორტული მოედნების რეაბილიტაციას, ასევე დაგეგმილია შურმულში მინისპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოების განხორციელება. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ – ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში, ეწყობა ანიმაციური ფილმები, მზადდება ბავშვთა თეატრალური გამოსვლები, რითაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და ნიჭი აღნიშნული დარგის მიმართ. სკოლაში სწავლობს 109 ბავშვი. 4.2.2 ა(ა)იპ – ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის და გაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები და სხვა). 4.2.3 სსიპ – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად, საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება-ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 4.2.5 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.6 ა(ა)იპ – კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 4.2.5 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამით განხორციელდება სხვადსხვა ტურისტული აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციას. 4.2.5 გენდერული თანასწორობის ხელშოწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამით განხორციელდება ქალთა მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში. დაგეგმილია ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი შეხვედრების ჩატარება. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა ეპილეფსიით დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რაც მოგვცემს ამბულატორიების გამართული და ეფექტური მუშაობის საშუალებას. ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მომსახურების განხორციელება (მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა-მიწოდება), რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თემის სამედიცინო პუნქტების მუშაობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებას. 5.1.2 ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 105 ბენეფიციარზე. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 15 ბენეფიციარზე. 5.1.4 ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 57 ბენეფიციარზე. 5.1.5 მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდის მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონში, ხოლო სტაციონიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. აქედან გამომდინარე მათი ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება სათემო მობილური გუნდის მიერ პაციენტთა მონაცემების შესწავლა-აღრიცხვა ადგილზე მისვლით და მათთვის საკონლულტაციო-ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური მომსახურების გაწევა. გათვალისწინებულია ამბულატორიაში აღრიცხვაზე მყოფ 600 პაციენტის მომაცემების შესწავლა- მონიტორინგი და შესაბამისი დახმარების გაწევა. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებულ ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 43 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ, ომის მონაწილე ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 500 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია 250 ვეტერანის თხევადი აირით უზრუნველყოფა ერთჯერადად. გათვალიწინებულია ა(ა)იპ – აჭარის არ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილი“-ის ხულოს რაიონული ფილიალის დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (100000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 66 ოჯახზე 300 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და 5-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ.ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 19 ბენეფიციარზე და 19 თანხლებ პირზე. 5.2.7 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 200 ოჯახზე. 5.2.8 ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ტრანსპორტირებას ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამა გათვლილია 45 ბავშვზე და 45 თანხლებ პირზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 11 364 000 ლარის ოდენობით .
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები
|
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე.
|
მუხლი 18.
დანამატები და ჯილდო
|
2019 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე დანამატების და ჯილდოს გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
|
დოკუმენტის კომენტარები