დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 85 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016531 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/12/2017; 190020020.35.148.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 24,910.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20,201.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20,731.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 530,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები