ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020904
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
591
13/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
240110000.10.003.020904
ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/12/2018 - 27/11/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №591

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული  „ტექნიკური რეგლამენტი − დაცული ზონა და მცენარის პასპორტი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი − დაცული ზონა და მცენარის პასპორტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტიდაცული ზონა და მცენარის პასპორტი (შემდგომშიტექნიკური რეგლამენტი ) განსაზღვრავს კონკრეტული ორგანიზმის მიმართ დაცული ზონის დადგენისა და შენარჩუნების , ასევე მცენარის პასპორტის დამზადებისა და გაცემის პროცედურებს .

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული მავნე ორგანიზმებისგან დაცული ზონების დადგენისა და მათი შენარჩუნებისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა .

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე , რომლებსაც გადააქვთ ან შეიძლება იყვნენ მავნე ორგანიზმების გადამტანები დაცულ ზონაში .

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს მცენარის პასპორტის , მათ შორის , დაცულ ზონაში მოქმედი მცენარის პასპორტის (ZP) გაცემისა და მისი სხვა პასპორტით ჩანაცვლების (RP) პროცედურებს .

მუხლი 3. ტერმინებისა და აბრევიატურების განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და აბრევიატურებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა :

) დაცული ზონა იმ მავნე ორგანიზმებისგან დაცული ზონა , რომლებიც არ არიან ენდემური ქვეყნისთვის და არ არიან წარმოდგენილი ქვეყნის ტერიტორიაზე ან რომლებიც უკვე წარმოდგენილნი არიან ქვეყნის ერთ ან რამდენიმე რეგიონში , მაგრამ არ არიან გავრცელებულნი კონკრეტულ ზონაში , მათი გავრცელებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობებისა და კონკრეტული მცენარეული კულტურების არსებობის მიუხედავად ;

) მცენარის პასპორტი ოფიციალური დოკუმენტი (ეტიკეტი ) და , საჭიროების შემთხვევაში , სათანადო ინფორმაციის შემცველი თანმხლები დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს , რომ მცენარის სარგავი ან სათესლე მასალა , ან მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეები , ან მცენარეული პროდუქტები შესაბამისობაში არიან ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან და თავისუფალი არიან მავნე ორგანიზმებისაგან ;

) ZP (Zona protqta)დაცულ ზონაში მოქმედი მცენარის პასპორტის შემოკლებული აბრევიატურა ;

) RP (Replacement Passport)მცენარის პასპორტის ჩანაცვლების შემთხვევაში გამოსაყენებელი შემოკლებული აბრევიატურა ;

) მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეები და მცენარეული პროდუქტები მცენარეები და მცენარეული პროდუქტები , რომლებიც დაცული ზონის დადგენის შემდგომ მიიჩნევა მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონედ ;

) სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისურსათის ეროვნული სააგენტო .

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის , ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები , თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი .

მუხლი 4. დაცული ზონის დადგენის პირობები

1. დაცული ზონა განისაზღვრება , საჭიროების შემთხვევაში , გარკვეულ მავნე ორგანიზმთან დაკავშირებით . ქვეყანაში დაცული ზონის დასადგენად უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა , რომელიც უნდა მოიცავდეს :

) კონკრეტული მავნე ორგანიზმის ბიოლოგიის შესწავლას , შესაბამისი ზონის გარემო პირობების გამოკვლევას ანალიზის სათანადო მეთოდის გამოყენებით , ზრდის სუბსტრატისა და მოსავლის ინსპექტირებას , თუ საჭიროალაბორატორიულ გამოკვლევას

) სულ მცირე , წელიწადში ერთხელ , მავნე ორგანიზმის არსებობის რეგულარულ და სისტემატურ გამოკვლევას , რომელთან დაკავშირებითაც დადგენილი უნდა იყოს დაცული ზონა ;

) მავნე ორგანიზმის არსებობის რეგულარული და სისტემატური გამოკვლევის ჩანაწერების წარმოებას , რომელიც უნდა იქნეს შენახული .

2. სახელმწიფო პროგრამაში ასახული უნდა იყოს შესაბამისი აქტივობები , რომელთა შესრულება დაადასტურებს , რომ ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული ერთი ან მეტი მავნე ორგანიზმი , რომლის გამოც უნდა მოხდეს კონკრეტული ზონის გამოცხადება დაცულ ზონად , არ არის ენდემური ან იქ დადგენილი . აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის განხორციელება უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ .

3. გამოკვლევები ტარდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ , რომელსაც აქვს ყველა შესაბამის ტერიტორიაზე წვდომის უფლება , საიდანაც აიღებენ მცენარეების , მცენარეული პროდუქტების ან მათი ზრდის სუბსტრატის ნიმუშებს .

4. გამოკვლევის ჩატარების შედეგები და მეთოდოლოგია უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის .

5. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში მითითებული გამოკვლევის განხორციელებისას , ცხოველთა სამყაროს სხვა მავნე ორგანიზმებთან მიმართებაში გარდა ნემატოდებისა , რომლებიც დაკავშირებულია ტყის კულტურებთან ან მცენარეულ პროდუქტებთან , რომლებიც აზიანებენ მოსავალს ღია გრუნტში , გათვალისწინებულi უნდა იქნეს , რომ :

) გამოკვლევა ჩატარდეს შესაბამის ზონაში ;

) გამოკვლევის მეთოდოლოგია ეფუძნებოდეს ნაკვეთის გამოკვლევის ნებისმიერი რომელიმე მეთოდისა და ჩანაწერების წარმოების მეთოდს , რომელიც უნდა მოიცავდეს დაკვირვების პუნქტების ქსელის განსაზღვრას . დაკვირვების პუნქტის თითოეულ წერტილში უნდა აღირიცხოს შემდეგი პარამეტრები : დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტის ნომერი , ფაქტობრივი გრძედისა და განედის კოორდინატები , ტოპოგრაფია და თუ საჭიროა , უნდა გაკეთდეს ობიექტის აღწერა . საჭიროების შემთხვევაში , უნდა შეგროვდეს დამატებითი ინფორმაცია . შეიძლება მოინიშნოს დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტი . წარმოდგენილი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტების რუკები , დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტის შესაბამისობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმები :

. ) დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტის გარემომცველი ტერიტორია იყოს საკმაოდ დიდი , რათა შესაძლებელი იყოს მისი შერჩევა ;

. ) დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტი მდებარეობდეს ამ პუნქტის .ქვეპუნქტში მითითებულ ტერიტორიაზე , რათა შესაძლებელი გახდეს სათანადო შეფასების ოპერაციების განხორციელება ;

. ) განსაკუთრებულ შემთხვევაში , თუ საჭიროა , შეიძლება შეირჩეს დაკვირვების ქვეშ მყოფი სხვა პუნქტები . მაგ. : იმ ობიექტებზე , სადაც მავნე ორგანიზმების ინტროდუქციის რისკი მაღალია ;

. ) დაკვირვების ქვეშ მყოფ პუნქტზე , საჭიროების შემთხვევაში , აღირიხცოს მეტეოროლოგიური (განსაკუთრებით ნალექების , ტემპერატურის ) და ედაფური მონაცემები , რომლებიც უმჯობესია , მოპოვებულ იქნეს დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტიდან , მაგრამ ასევე შესაძლებელია , მოპოვებულ იქნეს ახლომდებარე სადგურიდან , სადაც ეს ცვლადები რეგულარულად იზომება . აღირიცხოს განსაკუთრებული შემთხვევები (მაგ. : გვალვა , ძლიერი წვიმა და სხვ .), რომლებიც გავლენას მოახდენს დაკვირვების შედეგებზე ;

) თითოეული დაკვირვების ქვეშ მყოფი პუნქტის გამოკვლევისას შემოწმდეს იქ არსებული მცენარეების ან მცენარეული პროდუქტების სახეობის საერთო რაოდენობა და მნიშვნელოვანი მავნე ორგანიზმები ერთ ან რამდენიმე მასპინძელ მცენარეზე ან მცენარეულ პროდუქტზე ;

) გამოკვლევა მოიცავდეს ვიზუალურ შემოწმებას , რათა განისაზღვროს მავნე ორგანიზმებით დაზიანების სიმპტომების ან ნიშნების არსებობა . შემოწმება ჩატარდეს იმ დროს , როცა ასეთი სიმპტომები ან ნიშნები სავარაუდოდ აღწევს მაქსიმალურ მაჩვენებელს . ეჭვის შემთხვევაში , ჩატარდეს ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება ;

) საჭიროების შემთხვევაში , დაკვირვების ქვეშ მყოფ პუნქტებში გამოყენებული იყოს მავნე ორგანიზმების შესაბამისი მისაზიდი ხაფანგები . მისაზიდი ხაფანგების ტიპი და რაოდენობა გამოყენებული იყოს მავნე ორგანიზმის ბიოლოგიის გათვალისწინებით .

6. მავნე ორგანიზმისგან დაცული ზონების დადგენის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მავნე ორგანიზმისგან დაცული ზონების დადგენის ISPM (ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტი ) სტანდარტებს , ამ სტანდარტების შესაბამის განმარტებებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს .

7. მავნე ორგანიზმისგან დაცული ზონის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს მავნე ორგანიზმის გავრცელების გამოკვლევის შედეგებს .

მუხლი 5. აკრძალვები და მოთხოვნები დაცულ ზონაში

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში − „მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები , რომლებიც არიან მავნე ორგანიზმების პოტენციური მატარებლები შესაბამის დაცულ ზონაში და რომლებსაც თან უნდა ახლდეს ამ ზონისათვის ვალიდური მცენარის პასპორტი , აღნიშნულ დაცულ ზონაში შესვლისას ან გადაადგილებისას “ − ჩამოთვლილი მცენარეების , მცენარეული პროდუქტების ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დაცულ ზონაში შეტანა და გადაადგილება დაუშვებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე -6 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში მითითებულ დაცულ ზონაში მოქმედი მცენარის პასპორტის გარეშე .

2. დაცულ ზონაში წარმოშობილი მცენარეები , მცენარეული პროდუქტები ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები დაცული ზონის გავლით ან მის შიგნით გადაადგილებისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :

) მათი შეფუთვა ან მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს სუფთა და მავნე ორგანიზმებისგან თავისუფალი , რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი ;

) შეფუთვა ან მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები დაცული უნდა იყოს იმგვარად , რომ შენარჩუნებული იყოს მცენარეთა სიჯანსაღე და არ მოხდეს მავნე ორგანიზმების გავრცელება შესაბამის დაცულ ზონაში , არ შეიცვალოს მათი იდენტურობა და დაცული ზონიდან ტრანსპორტირებისას დარჩეს უსაფრთხოდ ;

) თან უნდა ახლდეს დოკუმენტი , რომელიც მიუთითებს , რომ ამ მცენარეების , მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების წარმოშობაც და მათი დანიშნულების ადგილიც დაცული ზონის მიღმაა .

3. თუ მოცემულ დაცულ ზონაში გარკვეულ ადგილზე მცენარეების , მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს აღმოჩნდება , რომ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული , უნდა მოხდეს შეფუთვის დალუქვა და მისი გატანა დაცული ზონის მიღმა , დანიშნულების ადგილამდე შესაბამისი ზედამხედველობით .

მუხლი 6. მცენარის პასპორტი

1. მცენარის პასპორტი გაიცემა მცენარის სარგავ და სათესლე მასალაზე (გარდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გასამრავლებელი და სარგავი მასალისა ), ასევე საკარანტინო ზონიდან გამოსატანი მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე . მცენარის პასპორტი დაბეჭდილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :

) საქართველოს ორნიშნა ISO კოდს − GE- ;

) სსიპსურსათის ეროვნული სააგენტოს კოდს − „სეს “- ;

) ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის ნომერს – №- ;

) ინდივიდუალურ სერიულ ან კვირის , ან პარტიის ნომერს – №- ;

) ბოტანიკურ სახელწოდებას (ლათინურად );

) მცენარის რაოდენობას ;

) განმასხვავებელ ნიშანს − „ZP“- , ტერიტორიული საზღვრებისთვის დაცულ ზონაში მოქმედი მცენარის პასპორტის შემთხვევაში და თუ საჭიროა , დაცული ზონ (ებ )ის სახელს , რომლისთვისაც ეს პროდუქტი არის დამზადებული ;

) განმასხვავებელ ნიშანს − „RP“- მცენარის პასპორტის ჩანაცვლების შემთხვევაში და თუ საჭიროა , თავდაპირველად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის ან იმპორტიორის კოდს .

2. მცენარის პასპორტი და თანმხლები დოკუმენტი უნდა იყოს დანართ №2-ის − „მცენარის პასპორტის ნიმუშები “ − შესაბამისი და დამზადებული უნდა იყოს შესაფერისი მასალისაგან , შესაძლებელია წებოვანი ეტიკეტის გამოყენება . მცენარის პასპორტის თანმხლები დოკუმენტის ქონა არ არის სავალდებულო , თუ მცენარის პასპორტში ასახულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია .

3. მცენარის პასპორტი გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში .

4. მცენარის პასპორტი გაიცემა მხოლოდ იმ პირზე , რომელიც დარეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და აღრიცხულია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში . მცენარის პასპორტი შეიძლება დამზადდეს ან დაიბეჭდოს სააგენტოს მიერ .

5. მცენარის პასპორტის მფლობელს მცენარის პასპორტის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მის კუთვნილებაში მყოფი სარგავი და სათესლე მასალის მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით .

6. დაცულ ზონაში შესატან მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე გაიცემა „ZP“-ნიშნიანი მცენარის პასპორტი , რომელიც ადასტურებს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების შესაბამისობას დაცულ ზონაში დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან . მასში ასევე ასახული უნდა იყოს დაცული ზონის დასახელება .

7. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში მითითებული მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები არ შეიძლება შეტანილ ან გადაადგილებულ იქნენ დაცულ ზონაში , თუ მათზე , მათ შეფუთვაზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე არ არის მიწებებული /დამაგრებული აღნიშნული ზონისთვის კანონიერად გაცემული მცენარის პასპორტი .

8. მცენარის პასპორტი ძალაშია და ადასტურებს მხოლოდ იმ სასაქონლო პარტიის შესაბამისობას დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან , რაზეც გაიცა მცენარის პასპორტი . მცენარის პასპორტი , რომელშიც შეტანილია ცვლილებები და ჩასწორებები, ჩაითვლება ძალადაკარგულად .

9. მცენარის პასპორტი თან უნდა ახლდეს ტვირთის პარტიას . მცენარის პასპორტი (ეტიკეტი ) შეიძლება მიმაგრებულ იქნეს მცენარეზე ან მცენარეული პროდუქტების შეფუთვაზე იმგვარად , რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი შემდგომი გამოყენება . შესაძლებელი უნდა იყოს სასაქონლო პარტიის იდენტიფიცირება

10. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო -საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებულიფიტოსანიტარიული სასაზღვრო -საკარანტინო კონტ ­რო ­ლის განხორციელების წესის “ №10 დანართში − „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხადა №11 დანართში − „მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიხედვით “ − ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების გამოვლენის შემთხვევაში , მცენარის პასპორტი არ გაიცემა იმ სარგავ და სათესლე მასალაზე , რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელება . მცენარის პასპორტი გაიცემა შესაბამისი ფიტოსანიტარიული პროცედურების (დამუშავება , მავნე ორგანიზმის ოფიციალური კონტროლი ) ჩატარების შედეგად , შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ .

11. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მანამდე გაცემული მცენარის პასპორტის ახლით შეცვლა ხორციელდება ტვირთის სასაქონლო პარტიების დაყოფისას ან გაერთიანებისას , ან ტვირთში მცენარეთა სიჯანსაღის სტატუსის ცვლილებისას , „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო -საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებულიფიტოსანიტარიული სასაზღვრო -საკარანტინო კონტ ­რო ­ლის განხორციელების წესის “ №8 დანართის − „მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები , რომელთა იმპორტიც აკრძალულია “ − შესაბამისად , ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით . ახალ მცენარის პასპორტში შეიტანება შესაცვლელი მცენარის პასპორტის ნომერი , რომლის გვერდით კეთდება აღნიშვნა − „RP“.

12. სანერგე და სათესლე მასალის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია , ერთი წლის განმავლობაში შეინახოს სანერგე და სათესლე მასალის მცენარის პასპორტი .

 

 

დანართი №1

 მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები , რომლებიც არიან მავნე ორგანიზმების პოტენციური მატარებლები შესაბამის დაცულ ზონაში და რომლებსაც თან უნდა ახლდეს ამ ზონისათვის ვალიდური მცენარის პასპორტი , აღნიშნულ დაცულ ზონაში შესვლისას ან გადაადგილებისას

1. მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები :

) წიწვოვანი მცენარეები (Coniferales);

) დასარგავად განკუთვნილი მცენარეები , გარდა ვერხვისა ( Populus L.) და ჭარხლის (Beta vulgaris L.) თესლისა ;

  ) მცენარეები , გარდა იაპონური კომშისა (Chaenomeles Lindl); ვაშლანას /ჩიტაკომშას (Cotoneaster Ehrh), კუნელის (Crataegus L), კომშის (Cydonia Mill), იაპონური ზღმარტლის (Eriobotrya Lindl), ვაშლის (Malus Mill), ზღმარტლის (Mespilus L), ავოკადოს (Persea americana P. Mill.), ჩიტავაშლას (Pyracantha Roem), მსხლის (Pyrus L), თამელის (Sorbus L), გარდა Sorbus intermedia (Ehrh.) Pers. და Stranvaesia Lindl.-ის ნაყოფისა და თესლებისა ;

) იაპონური კომშის (Chaenomeles Lindl), კუნელის (Crataegus L.), კომშის (Cydonia Mill), იაპონური ზღმარტლის (Eriobotrya Lindl), ვაშლის (Malus Mill), ზღმარტლის (Mespilus L); ჩიტავაშლას (Pyracantha Roem); მსხლის (Pyrus L); თამელის (Sorbus L); გარდა Sorbus intermedia (Ehrh.) Pers. და Stranvaesia Lindl.-ის დასამტვერიანებლად ყვავილის ცოცხალი მტვერისა ;

) დასარგავად განკუთვნილი კარტოფილის (Solanum tuberosum L) ტუბერები ;

) ჭარხლის (Beta vulgaris L.) მცენარეები , რომლებიც განკუთვნილია საფურაჟედ ან საწარმოო გადამუშავებისთვის ;

) ნიადაგი და ჭარხლიდან (Beta vulgaris L.) დარჩენილი არასტერილური ნარჩენი ;

) ჭარხლის (Beta vulgaris L.), სუმბულის (Dolichos Jacq.), ბამბისა (Gossipium spp.) და ლობიოს (Phaseolus vulgaris L.) თესლები ;

) ბამბის (Gossipium spp.) ნაყოფი (კოლოფი );

  ) წიწვოვნების (Coniferales) გამოცალკევებული ქერქი .

  2. იმ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული მცენარეები , მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები , რომელთა წარმოება და გაყიდვა ნებადართულია იმ პირებისთვის , რომლებიც პროფესიულად არიან ჩართულნი მცენარეთა წარმოებაში , იმ მცენარეების , მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გარდა , რომლებიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებელზე მისაყიდად და რომლებზეც პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოების მიერ გარანტირებულია , რომ მათი წარმოება მკაფიოდ გამოყოფილია სხვა პროდუქტებისგან . ასეთებს განეკუთვნებიან :

) დასარგავად განკუთვნილი წიწვოვანი მცენარეები ( Conifrales), გარდა თესლისა ;

) დასარგავად განკუთვნილი ბეგონიისა (Begonia L.) და რძიანის (Euphorbia pulcherrima Willd.,) მცენარეები , გარდა თესლებისა .

3. მცენარეების თესლები , რომლებიც წარმოშობილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და რომელთა შეტანაც აკრძალულია დაცულ ზონაში მცენარის პასპორტის გარეშე :

) მზესუმზირის (Helianthus annuus L.) თესლი ;

) პომიდვრის (Solanum lycopersicum L.) თესლი ;

) იონჯის (Medicago sativa L.) თესლი , წარმოშობილი ქვეყნებში , სადაც დაფიქსირებულია Clavibacter michiganensis ssp. insidiosus Davis et al.-ის არსებობა ;

) ბრინჯის (Oryza sativa L.) თესლი ;

) ლობიოს (Phaseolus L.) თესლი ;

) სიმინდის (Zea mais L.) თესლი ;

) ხორბლის (Triticum), ჭვავისა (Secale) და ტრიტიკალეს (X Triticosecale) გვარის თესლები ავღანეთიდან , ინდოეთიდან , ირანიდან , ერაყიდან , მექსიკიდან , ნეპალიდან , პაკისტანიდან , სამხრეთ აფრიკიდან და აშშ -იდან , სადაც დაფიქსირებულია Tilletia indica Mitra-ის არსებობა .

 


 

დანართი №2

 

მცენარის პასპორტის ნიმუშები