ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020905
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
587
13/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
240110000.10.003.020905
ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/12/2018 - 09/06/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №587

2018 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული – „ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



 ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესი

 

 

 

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის ზოგად წესებს:

ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე;

ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტისა და მათგან მიღებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტების იმპორტზე.

2. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური), თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – ყველა ეტაპი ცხოველური წარმოშობის სურსათის პირველადი წარმოებიდან შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარი – ვეტერინარი, რომელიც დანიშნულია სააგენტოს მიერ;

გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტი – ცხოველისაგან მიღებული პროდუქტი და ამ პროდუქტისაგან მიღებული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მათ შორის, ცოცხალი ცხოველი, თუ ის გამიზნულია ასეთი გამოყენებისათვის.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

თავი II

ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე

მუხლი 3. ცხოველთა ჯანმრთელობის ზოგადი მოთხოვნები

1. სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ სურსათის ბიზნესოპერატორმა არ გამოიწვიოს ცხოველზე გადამდები დაავადებების გავრცელება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების თანახმად ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

2. ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მიღებული უნდა იქნეს ცხოველებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს.

3. ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მიღებული უნდა იქნეს ცხოველებისაგან, რომლებიც:

ა) არ არიან წარმოშობილი ცხოველებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის შეზღუდვას დაქვემდებარებული სადგომიდან, საწარმოდან, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ნაწილიდან, ამ წესის დანართ №1-ით – „ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ვაჭრობასთან დაკავშირებული დაავადებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის ზომებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ხორცისა და ხორცის პროდუქტების შემთხვევაში არ იყვნენ დაკლულნი საწარმოში, სადაც განთავსებული იყო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დაავადებით დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველები, ან ასეთი ცხოველების ტანხორცი ან მისი ნაწილები იმყოფებოდა დაკვლის ან წარმოების პროცესში, ვიდრე ასეთი ეჭვი აღმოიფხვრებოდა;

გ) აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი პროდუქტების შემთხვევაში, შეესაბამება „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.     

მუხლი 4. გამონაკლისები

1. მიუხედავად ამ წესის მე-3 მუხლისა და დანართ №1-ით განსაზღვრული დაავადებათა კონტროლის ზომებისა, სააგენტოს შეუძლია, გასცეს ავტორიზაცია ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (რომელიც წარმოშობილია ცხოველთა ჯანმრთელობაზე შეზღუდვას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან ან ასეთი ტერიტორიის ნაწილიდან, მაგრამ არ არის წარმოშობილი დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე საეჭვო სადგომიდან) წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) სანამ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამუშავებას დაექვემდებარებოდა, პროდუქტის მოპოვება, ჰენდლინგი, ტრანსპორტირება და შენახვა განხორციელდა ცალკე ან სხვადასხვა დროს პროდუქტებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ცხოველთა ჯანმრთელობის ყველა პირობას და სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ტრანსპორტირების პირობებს, ცხოველთა ჯანმრთელობის შეზღუდვებს დაქვემდებარებული ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირებისას;

ბ) პროდუქტები, რომლებიც უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას, მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული;

გ) პროდუქტები დაექვემდებარა დამუშავებას ისე, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის არსებული პრობლემები აღმოიფხვრა;

დ) დამუშავებას დაექვემდებარა სააგენტოს მიერ ამ მიზნით აღიარებულ საწარმოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის დანართ №2-ით („ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება“) განსაზღვრული ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება და უნდა დაექვემდებაროს  დანართ №3-ის („ხორცთან და რძესთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზოგიერთი რისკის აღმოფხვრა დამუშავებით“) პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ დამუშავებას.

3. ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც ჯანმრთელობის პირობები იძლევა საშუალებას, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს:

ა) შესაბამის სახეობებში დაავადებების სპეციფიკურ მახასიათებლებს;

ბ) გამოკვლევებს ან ზომებს, რომლებსაც ცხოველები უნდა დაექვემდებარონ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებისას მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა ცხოველთა დაავადებისაგან დაცვის ხარისხი არ იქნეს შესუსტებული.

მუხლი 5. ვეტერინარული სერტიფიკატები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები დაექვემდებაროს ვეტერინარულ სერტიფიცირებას:

ა) ნებისმიერი ზოონოზური დაავადების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული გამონაკლისის შემთხვევაში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი:

ა) ვეტერინარული მოწმობის შესაბამისი ფორმები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკატები.

თავი III

იმპორტი

მუხლი 6. იმპორტის ზოგადი მოთხოვნები

სააგენტომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ამ წესის I თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან, თუ ექსპორტიორ ქვეყანაში მოქმედებს წესები, რომლებიც იძლევა ცხოველთა ჯანმრთელობის ეკვივალენტურ გარანტიებს.

მუხლი 7. ქვეყანაში მოქმედ წესებთან შესაბამისობა

1. ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა შექმნას სხვა ქვეყნების ან მისი რეგიონების (ტერიტორიების) სია, საიდანაც განსაზღვრული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის საქართველოში იმპორტი დასაშვებია. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სხვა ქვეყანა ან მისი ტერიტორია სიაში შეიტანება მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე ინსპექტირების ჩატარების შემდგომ და ინსპექტირების შედეგები ცხადყოფს, რომ კომპეტენტური ორგანო იძლევა შესაბამის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სიის შედგენისას ან განახლებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობას;

ბ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ორგანიზაციულ მოწყობასა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებასა და უფლებამოსილებას სხვა ქვეყანაში; ზედამხედველობას დაქვემდებარებულობასა და მათ ხელთ არსებულ საშუალებებს, მომსახურე პერსონალის ჩათვლით, კანონმდებლობის ეფექტურ გამოყენებას;

გ) ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს, რომლებიც რეალურად გამოიყენება საქართველოსათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებისთვის, ჰენდლინგისთვის, შენახვისა და დისტრიბუციისათვის;

დ) გარანტიებს, რომლებიც ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გასცეს შესაბამისი ცხოველის ჯანმრთელობის პირობების შესაბამისობასთან ან ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით;

ე) პროდუქტის მარკეტინგის გამოცდილებას სხვა ქვეყნიდან და ჩატარებული იმპორტის კონტროლის შედეგებს;

ვ) ინსპექტირების და/ან აუდიტის შედეგებს, ჩატარებულს ექსპორტიორ ქვეყანაში, განსაკუთრებით, კომპეტენტური ორგანოს შეფასების შედეგებს ან, სადაც სააგენტო მოითხოვს ანგარიშს, წარმოდგენილს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ მიერ ჩატარებული ინსპექტირებების შესახებ;

ზ) ექსპორტიორ ქვეყანაში მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, სხვა შინაური და გარეული ცხოველების ჯანმრთელობის სტატუსს, განსაკუთრებით ცხოველის ეგზოტიკურ დაავადებებსა და ქვეყანაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის ასპექტებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობას საქართველოში;

თ) ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსის შესაბამისად, შეტყობინებას დაქვემდებარებული ცხოველთა ინფექციური ან გადამდები დაავადებების დაფიქსირებისას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (OIE) ინფორმაციის მიწოდების რეგულარულობას, სიზუსტესა და სისწრაფეს;

ი) ცხოველთა ინფექციური ან გადამდები დაავადებების კონტროლისა და პრევენციის წესებს, რომლებიც ძალაშია ექსპორტიორ ქვეყანაში (მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან იმპორტთან დაკავშირებული წესები) და მათ განხორციელებას.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის შესაბამისად წარმოებული ან განახლებული სიის საჯარო ხელმისაწვდომობა. ამ მუხლის შესაბამისად წარმოებული სია შეიძლება კომბინირებული იქნეს სხვა სიებთან, ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების გათვალისწინებით და, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუშებს.

4. თითოეული ქვეყნისთვის ან ქვეყნების ჯგუფისთვის იმპორტის სპეციალური პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მუხლი 8. იმპორტისას ტვირთის თანმხლები დოკუმენტები

1. ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ტვირთს თან უნდა ახლდეს საქართველოში შემოსვლისას.

2. ვეტერინარულმა სერტიფიკატმა უნდა დაადასტუროს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს:

ა) ასეთი პროდუქტისათვის ამ წესის თანახმად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს ან ამ მოთხოვნების ეკვივალენტურ მოთხოვნებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმპორტის ნებისმიერ სპეციალურ პირობებს.

3. იმპორტისას ტვირთის თანმხლები დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

მუხლი 9. ინსპექტირება

1. სააგენტოს მიერ სხვა ქვეყნებში ინსპექტირება უნდა ჩატარდეს წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ყველა ეტაპზე იმ მიზნით, რომ შემოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველთა ჯანმრთელობის წესებთან შესაბამისობა ან ეკვივალენტურობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება სხვა ქვეყნებში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. ინსპექტირების დროს, ცხოველის ჯანმრთელობის სერიოზული რისკის იდენტიფიცირებისას (კერძოდ, თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე თავს იჩენს ან გავრცელდება შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება ან ზოონოზი ან სხვა დაავადება ან გარემოება ან მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი/სერიოზული საფრთხე შეუქმნას ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობას), სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ცხოველთა ჯანმრთელობისათვის საჭირო დამცავი ზომები და, სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, უნდა განახორციელოს ერთ-ერთი ქმედება:

ა) შეაჩეროს იმპორტი და საჭიროებისას ტრანზიტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან;

ბ) დააწესოს სპეციალური პირობები/მოთხოვნები სხვა ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან შემოსულ პროდუქტზე;

გ) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შეადგინოს მოთხოვნები შესაბამისი/სათანადო შემოწმებებისთვის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების აღმოჩენას და, ამ შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ფიზიკური შემოწმების სიხშირის გაზრდას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმება მიუთითებს, რომ ტვირთმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სამსახური ვალდებულია, დაუყოვნებლივ:

ა) დააკავოს/შეაჩეროს ტვირთი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი უკან გაბრუნების/განადგურების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებს ტვირთის წარმოშობისა და აღმოჩენილი შედეგების შესახებ.

დანართი №1

ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ვაჭრობასთან დაკავშირებული დაავადებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის ზომები

დაავადება

კანონმდებლობა

ღორის კლასიკური ჭირი

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება

ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება)

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება

თურქულის დაავადება

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება

ფრინველის გრიპი

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება

ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადება

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება

მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ჭირი

oie-ის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები

ღორის ვეზიკულარული დაავადება

oie-ის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები

აკვაკულტურის დაავადებები

„აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილება;

„აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობების, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №597 დადგენილება

დანართი №2

ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება

1. ახალი ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება მოიცავს დიაგონალურ ჯვარს, რომელიც შედგება ორი სწორი ხაზისაგან, რომლებიც კვეთენ ერთმანეთს ბეჭდის ცენტრში და საშუალებას იძლევა, რომ ინფორმაცია ადვილად იკითხებოდეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდების ფორმა უნდა იყოს ოვალური, სიგანით 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ და მოიცავდეს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგ ინფორმაციას:

 ა) თუ პროდუქტი ნაწარმოებია საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს ორასოიან კოდს: - GE;

ბ) ბეჭდის ცენტრში იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას.

3. ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ-ის სიმაღლის, ხოლო რიცხვები არაუმცირეს 1 სმ-ის სიმაღლისა.

4. ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება უნდა მოიცავდეს  ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელმაც შეამოწმა ხორცი.

5. ხორცის ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდების დასმა უნდა მოხდეს იმ სახელმწიფო ვეტერინარის უშუალო ზედამხედველობით, რომელიც აკონტროლებს ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განხორციელებას.

6. ჯანმრთელობის ნიშანზე გამოყენებული საღებავი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებას, რომელმაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ახალი ხორცის უვნებლობაზე.

დანართი №3

ხორცთან და რძესთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზოგიერთი რისკის აღმოფხვრა დამუშავებით

ნაწილი 1. ხორცი

 

 

დამუშავება (1)

 

დაავადებები

  თურქ-

   ულის    

   დაა  

   ვადება

   ღორის   

   კლას

  იკური  

    ჭირი

     ღორის ვეზი

   კულარული

    დაავადება

 

   ღორის

  აფრიკული

   ჭირი

   (ცხელება)

 

   მსხვილფეხა

    საქონლის 

    ჭირი

 

    ნიუკასლის

    (ფრინველის

    ჭირი) 

    დაავადება

 

   ფრინ-

  ველის      

   გრიპი

    წვრილ

    ფეხა

    საქონ

    ლის  

     ჭირი

1.

 თერმული (თბური) დამუშავება ჰერმეტულ კონტეინერში F₀ 3, 00 ან მეტი (2)

+

+

+

+

+

+

+

+

2.

თერმული (თბური) დამუშავება არანაკლებ 700 C ტემპერატურაზე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ხორცის მთელ მასაში

+

+

+

0

+

+

+

+

3.

წინასწარ ძვალგამოცლილი და გაუცხიმოებული ხორცი ექვემდებარება ისეთ თერმულ (თბურ) დამუშავებას, რომ შიდა 700C ტემპერატურა შენარჩუნდეს, სულ მცირე, 30 წუთი

+

0

0

0

0

0

0

0

4.

თერმული (თბური) დამუშავება არანაკლებ 800C ტემპერატურაზე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ხორცის მთელ მასაში

+

+

+

+

+

+

+

+

5.

თერმული (თბური) დამუშავება ჰერმეტულ კონტეინერში არანაკლებ 600C ტემპერატურაზე, სულ მცირე, 4 საათი, რომლის დროსაც ხორცის შუაგულში 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 700 C

+

+

+

+

+

_

_

+

6.

 უძვლო ხორცის ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება არანაკლებ ცხრა თვის განმავლობაში, რომელსაც შედეგად შემდეგი მახასიათებლები აქვს: Aw - არა უმეტეს 0. 93; pH- არა უმეტეს 6, 0

+

+

+

+

+

0

0

0

7.

ძვლიანი ხორცის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამუშავება (1)

+

+

+

0

0

0

0

0

8.

სალიამი: არსებული სამეცნიერო მტკიცებულების შესაბამისი დამუშავება

+

+

+

0

+

0

0

0

9.

ღორის ბარკლისა (Ham) და წელის ნაწილების (loins) დამუშავება, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ფერმენტაციას და მომწიფებას ბარკლისთვის არანაკლებ 190 დღე, წელისთვის - 140 დღე.

0

0

0

+

0

0

0

0

10.

სითბური (თბური) დამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს 650C ტემპერატურას ხორცის შუაგულში იმ დროისათვის, როცა პასტერიზაციის მნიშვნელობა ტოლია ან მეტი 40-ზე (Pv≥ 40)

+

0

0

0

0

0

0

+

 

ნაწილი 2. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის გამიზნული რძე და რძის პროდუქტები (მათ შორის, ნაღები)

 

 

დამუშავება (1

 

დაავადებები

    თურქ

    

  ულის      

     დაა

 

     ვადება

   ღო

   რის

  კლასი

 

  კური  

    ჭირი

 

     ღორის 

   ვეზი

     კუ

    ლარული  

    და

   ავადება

 

    ღორის

     აფრი

   კული 

    ჭირი  

    (ცხე

 

    ლება)

   მსხვი

  ლფეხა

   საქონ

   ლის

    ჭირი

 

      ნიუკას

 

     ლის

  (ფრინვე

     ლის

      ჭირი)   

    დაავა

     დება

   ფრინვე

   ლის გრიპი

      წვრილ

       ფეხა 

     საქონ

 

    ლის ჭირი

1.

 ულტრაპასტერიზაცია (UHT) (მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება) - არანაკლებ 132​0C ტემპერატურაზე სულ მცირე 1 წამი

+

0

0

0

0

0

0

0

2.

თუ რძეს აქვს pH 7,0-ზე ნაკლები - მაღალი ტემპერატურა - HTST (ხანმოკლე პასტერიზაცია) დამუშავება

+

0

0

0

0

0

0

0

3.

თუ რძეს აქვს pH 7,0 ან მეტი - ორჯერადი HTST (ხანმოკლე პასტერიზაცია) დამუშავება

+

0

0

0

0

0

0

0

+ – ეფექტურია; 0 – ეფექტურობა არ არის აღიარებული

(1) – ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად

(2) F₀ – გამოთვლილი მომაკვდინებელი ეფექტი ბაქტერიების სპორებზე, F₀ 3,00 – ყველაზე ცივი წერტილი საკმარისად გათბა, რათა მიღწეულ იქნეს იგივე მომაკვდინებელი ეფექტი, როგორც 1210 C (2500 F) ტემპერატურაზე სამ წუთში მომენტალური გაცხელებითა და გაგრილებით.