„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 270/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016359
270/04
14/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
220010020.18.011.016359
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №270/04

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www. matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ინფორმაცია უახლესი დახურული პერიოდისთვის  არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ანგარიშგება-ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი  MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), ინფორმაცია რეგისტრაციაზე განაცხადის შემოტანის მომენტისთვის გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ MSExcel-ის ფორმატში (დანართი №5);";

ა.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის მესაკუთრის/მესაკუთრეების (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან“ (დანართი №5);

თ) დოკუმენტაცია (მათ შორის, აზომვითი ნახაზი), რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს სგს (იგივე ეხება სგს-ს ფილიალს ან/და სასაწყობე ფართს);“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; ასეთ შემთხვევაში, სგს-ს უფლებამოსილია, საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმოს კერძო კომპანიასთან.";

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უნდა იყოს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კვადრატული მეტრისა;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოზიდული აქვს ფულადი სახსრები ისეთი პირისგან, რომელიც არ არის კომპანიის მესაკუთრე (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრე) ან/და საფინანსო ინსტიტუტი“;

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელებისას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა;“.

4. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სგს-ს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სესხის გამცემი სუბიექტის/ფილიალის უფლებები და ვალდებულებები“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სგს-მ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) კვარტალური ანგარიშგება - ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი  MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ინდივიდუალური მეწარმის ან დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ფორმით საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალურ ფორმას. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ მისამართზე LE@nbg.gov.ge.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21) სგს-მ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კვარტალური  ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ MSExcel-ის ფორმატში (დანართი №5) ელექტრონული ფორმით, საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ მისამართზე LE@nbg.gov.ge.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სგს ვალდებულია იქონიოს საოპერაციო პროგრამა, რომელსაც უნდა შეეძლოს ბუღალტრული აღრიცხვისა და სასესხო ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ნაშთების, უზრუნველყოფის სახეობის, ღირებულების (მ.შ. საბაზრო და შეფასებითი), შენახვის/ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, ასევე ამ წესის დანართებით განსაზღვრული მონაცემების ნებისმიერ დროს გენერირების შესაძლებლობა, როგორც ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად (სათავოსა და ფილიალების ნაერთი).“;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სგს უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამასთან, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციის შემთხვევაში, იგი ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“  მოთხოვნების დაცვით.“.

ვ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები:

„131.     ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სგს-ს მიერ თავისსავე საოპერაციო ფართში  ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისათვის სგს-ს დამატებით არ მოეთხოვება ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამ უკანასკნელი წესით გათვალისწინებული ვიდეომეთვლაყურეობის სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.

132. ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სგს/ფილიალი ვალდებულია ამ წესით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამისაგან და საოპერაციო პროგრამისაგან დამოუკიდებლად იქონიოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული სპეციალური საოპერაციო პროგრამა.".

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირები ვალდებულნი არიან 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მარტამდე ეროვნულ ბანკში წარადგინონ სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. პირებს, რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას წარადგნენ ეროვნულ ბანკში, შეუძლიათ განახორციელონ სესხის გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული ოპერაციები  ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.“.

7. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

8. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №4-ის შესაბამისად.

9. დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №5-ის შესაბამისად.

10. დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №6-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე