„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 272/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016361
272/04
14/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
220090000.18.011.016361
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №272/04

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; ს/კ: 220090000.18.011.016282) დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ მეწარმე სუბიექტი ვალდებულია პუნქტში/ფილიალში განახორციელოს მხოლოდ ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სესხის გამცემი სუბიექტისა, ამ მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე და ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში უფლებამოსილია განახორციელოს სესხების გაცემა/ამოღებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“  მოთხოვნების დაცვით;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართის აზომვითი ნახაზი;

ი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტო-მასალა.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

71. ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად ვალუტის გადამცვლელ პუნქტს/ფილიალს თავისსავე საოპერაციო ფართში სესხების გაცემა/ამოღებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის არ მოეთხოვება ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პუნქტის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს პუნქტისათვის ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.“.

4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

51. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად სპეციალური საოპერაციო პროგრამა იქონიოს „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამისაგან და საოპერაციო პროგრამისაგან დამოუკიდებლად.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2019 წლის პირველი იანვრიდან, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთი და იმავე საიდენტიფიკაციო კოდისა და სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრის მქონე მეწარმე სუბიექტების ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს,  არსებული სარეგისტრაციო ნომრებიდან მიენიჭებათ ერთ-ერთი (მათივე განცხადების შესაბამისად), ხოლო სხვა სარეგისტრაციო ნომრები გაუქმდება და აღნიშნულ მისამართებზე მეწარმე სუბიექტებს, ფილიალის/ფილიალების სტატუსით  მიეცემათ ნებართვა განახორციელონ ვალუტის გადაცვლის ოპერაციები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე