საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35162
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016475
35162
07/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
000000000.00.00.016475
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №35162

 

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლისა  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303  ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და  „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების ( დანართი №5) :

ა )   მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,, ზ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ზ 1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ 1 ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციას. აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახდო ორგანოში წარდგენას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  ფინანსთა    სამინისტროს  მომსახურების სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას.მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას;“;

ბ ) მე -6 მუხლის:

ბ.ა ) პირველი პუნქტის ვ 1   ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ 2 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ვ2) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაცია. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადების/მონაცემების განთავსება ვებგვერდზე ,,www.eauction.ge“. გამოცხადებული ინტერნეტაუქციონის დასრულების პროცესის მონიტორინგი და აღნიშნულის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ინფორმირება / შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა ;“ ;

ბ.ბ)  მე -2 პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ 1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ 1 )     ყადაღადადებული      მალფუჭებადი   საქონლის     ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის   მომსახურების    საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას.   ასევე,   ანალიტიკური    დეპარტამენტის  გადახდევინების     უზრუნველყოფის სამმართველოსათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენას თანხების მოძრაობასთან/ პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველსაყოფად ;“ .

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების ( დანართი №10) :

ა ) მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ,, მ 1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ 1 ) ანალიტიკური დეპარტამენტიდან   მიღებული შესაბამისი   ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ქონებაზე, მათ შორის მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადებას და სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებას. აგრეთვე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის   ან    საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის    (ბრძანების ) პროექტის მომზადებას ;“ ;

ბ ) 11 2 მუხლის:

ბ . ა ) ,, დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  ყადაღადადებული   ქონების   (გარდა მალფუჭებადი   საქონლისა) აუქციონზე რეალიზაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა ;“ ;

ბ . ბ ) ,, ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ   შემოსავლების სამსახურის უფროსის ან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტის    ( ბრძანების )   პროექტის მომზადება ;“ ;

ბ.გ) ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ვ 1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3 1 ) ყადაღადადებულ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ასევე მალფუჭებად საქონლზე   ყადაღის  დადების   შესახებ    მასალების/ინფორმაციის (რაც აუცილებელია ინტერნეტაუქციონის გამოცხადებისთვის) ფინანსური დეპარტამენტისათვის წარდგენას ;“ .

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების (დანართი №14) :

ა ) მე -14 მუხლის:

ა . ა ) ,, ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/ იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის   –  საქართველოს ფინანსთა   სამინისტროს    მომსახურების   სააგენტოდან ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით ;“.

ა . ბ ) ,, ე “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ე 1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ე 1 )     ყადაღადადებული      მალფუჭებადი   საქონლის   რეალიზაციასთან    დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდა;“ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვახტანგ ლაშქარაძე

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი