ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 11/12/2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის

ანგარიში

(2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე)

1. 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ორგანიზაცია - დაწესებულებების მიერ - 101 განცხადება, მოქალაქეების მიერ - 49 განცხადება, სულ 150 განცხადება, აქედან:

ა) დაკმაყოფილდა 146 მოთხოვნა;

ბ) მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა 4 გადაწყვეტილება;

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილების უფროსი მზია გაგუა.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები მატერიალური სახით.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“ს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

7. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე უარის თქმა, ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში, ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

ა) განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული არ იყო;

ბ) განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი;

8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

9. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა მერიის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი  კონსტანტინე შარაშენიძე