დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3905-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.016263 |
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3−მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღის მომდევნო დღეს.
|
ქუთაისი, 6 დეკემბერი 2018 წ. N3905-რს |
დოკუმენტის კომენტარები