დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სენაკის რაიონული სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 06/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი |
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სენაკის რაიონულ (მათ შორის აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ) სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სენაკის რაიონული (მათ შორის, აბაშისა და მარტვილის მაგისტრატი) სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2017 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით სენაკის რაიონულ (მათ შორის, აბაშისა და მარტვილის მაგისტრატი) სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 24 განცხადება, მათ შორის:
- მოქალაქედან – 5;
- EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან – 6;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან – 5;
- საქართველოს რკინიგზიდან – 1;
- საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოდან – 1;
- ახალგაზრდა ადვოკატებიდან – 1;
- ადამიანის უფლებათა ცენტრიდან – 1;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოდან“ – 1;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან – 1;
- ადვოკატიდან – 2;
შემოსული განცხადებებიდან:
- დაკმაყოფილდა – 17 მოთხოვნა;
- არ დაკმაყოფილდა – 2 მოთხოვნა;
- დარჩა განუხილველი – 4 მოთხოვნა;
- გადაეცა განსჯადობით – 1 მოთხოვნა;
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის – სენაკის რაიონული სასამართლოს მენეჯერის – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შალვა კაჭარავას მიერ, რომელიც – 2012 წლის 06 იანვრიდან სენაკის რაიონული სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სენაკის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ
გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე
სენაკის რაიონული სასამართლოს მენეჯერი -
საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების
უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი შალვა კაჭარავა
დოკუმენტის კომენტარები