გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 06/718
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
06/718
06/12/2018
ვებგვერდი, 07/12/2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

ა) 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 16 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი წერილობითი პასუხი იქნა გაცემული. საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 16 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინალური სახდელი არ დადებულა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე უარის თქმის და კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არც გასაჩივრებულა;

ზ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.

ტარიელ ჯანხოთელი                                                           საკრებულოს თავმჯდომარე