სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის ანგარიში

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
06/12/2018
ვებგვერდი, 07/12/2018
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის ანგარიში
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  2018  წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.

1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ, მონაცემები საჯარო

ინფორმაციაში შესწორებების შეტანის შესახებ

საანგარიშო პერიოდში სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 5 განცხადება. შემოსული განცხადებებიდან 3 ეკუთვნის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო 2 – სამეწარმეო იურიდიულ პირს. ხუთივე შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცა სრულად. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია სამსახურის უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

სამსახური არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, შესაბამისად სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

2. ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ

რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციას, სამსახურში მოქმედებს შესაბამისი რეესტრი, სადაც სათანადოდ არის აღრიცხული საჯარო ინფორმაცია მისი დასახელების, მიღების, დამუშავების, გამოცემის თარიღის, ასევე იმ პირის (დასახელების) მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა და/ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.  ამასთან, სამსახურს გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და მასზე ქვეყნდება ყველა ის საჯარო  ინფორმაცია, რომელსაც სადაზღვევო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა.

სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას და გაცემას  ახორციელებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

3. ინფორმაცია მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ

საანგარიშო პერიოდში სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

4. რაც შეეხება საკანონმდებლო აქტებს, რომლითაც სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი და  კანონი ’’დაზღვევის შესახებ’’ (მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტები), რომლის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს სამსახურის მხრიდან მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოების დაცვას.

5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან ყველა დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და არც გასაჩივრების შემთხვევა.

6. სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთანავე, ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

ირაკლი თუთარაშვილი

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი