სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიში

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 31801560120
დოკუმენტის მიმღები სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
31801560120
06/12/2018
ვებგვერდი, 07/12/2018
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიში
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“

სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ 2018 წლის ანგარიშს:

ა) კოლეჯში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე კოლეჯში მოთხოვნა არ შემოსულა. კოლეჯის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში კოლეჯში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) კოლეჯში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ კოლეჯის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. კოლეჯის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 ამასთან, კოლეჯის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

                           დავით გოგუაძე                                                                  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი