შპს ,,ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/14897-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/14897-12
30/11/2018
ვებგვერდი, 07/12/2018
შპს ,,ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/ 14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2018 წლი 30 ნოემბერი    

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი


განმცხადებელი – მოვალე – შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

 გაკოტრების მმართველი – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“

(გენერალური დირექტორი – ნოდარ პაპუკაშვილი)

წარმომადგენელი – თამაზ გოგრიჭიანი

 მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ნიუ ენერჯის“  გაკოტრების საქმე.

 2018 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა ნოდარ პაპუკაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) კრედიტორთა    მოთხოვნების    რეესტრის    დაზუსტების    მიზნით     მოთხოვნების აღიარების განხილვა; 2) გაკოტრების მმართველის ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირველი აუქციონის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით; 3) გაკოტრების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე სხვადასხვა საკითხების განხილვა.

2018 წლის 16 ნოემბრის კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვა  შეწყდა და კრება გადაიდო 2018 წლის 30 ნოემბერს.

2018 წლის 30 ნოემბერს დანიშნულ კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა:

1.   კრედიტორთა რიგგარეშე კრება გაგრძელდეს 2018 წლის 10 დეკემბერს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №28, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. გაკოტრების მმართველის ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირველი აუქციონის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

1.2. გაკოტრების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე სხვადასხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                      თამარ ჭუნიაშვილი .