საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების შესახებ

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი
მიღების თარიღი 05/12/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
 
განცხადება
 

 

სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 28 დეკემბერს 10  საათზე, ქ. სენაკში, რუსთაველის ქუჩა №168-ში, ჩატარდება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის (საიდენტიფიკაციო კოდი: 239860842) მეპაიეთა საერთო კრება.

დღის წესრიგი:

1. მეპაიე მზია ყალიჩავას საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივიდან გარიცხვის საკითხი.

2. მეპაიეების: სერჟანტინა ჭავჭანიძის, კუკური გვასალიას მემკვიდრეების, იზოლდა ფაჩულიას, რუსუდან რურუას, იური ცირამუას, აზა სალაყაიას, მარინე სახეიშვილის, ზაურ ხეცურიანის, იზაბელა ფაჩულიას, დავით ვეფხვაძის განცხადებების განხილვა მათი კოოპერატივიდან ნებაყოფლობით გასვლის შესახებ.

3. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ:

3.1. კოოპერატივის სახელწოდების შეცვლა;

3.2. კოოპერატივის იურიდიული მისამართის შეცვლა;

3.3. კოოპერატივის ელექტრონული მისამართის განსაზღვრა;

3.4. კოოპერატივის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრა;

3.5. საწესდებო კაპიტალში ცვლილების განხორციელება;

3.6. ცვლილებების შეტანა  კოოპერატივის წესდების  4.1 მუხლის მესამე აბზაცში; 5.5 მუხლში, 6.2 მუხლის 6.2.6 პუნქტის მესამე აბზაცში, 6.2.12 პუნქტში, 6.3 მუხლში;

3.7. კოოპერატივის წესდებაზე 6.31 მუხლის (გამგეობის თავმჯდომარე) დამატება;

3.8. კოოპერატივის წესდების  6.2 მუხლის 6.2.7, 6.2.8, 6.2.9, 6.2.10, 6.2.11, 6.2.12 პუნქტების ამოღება.

4. კოოპერატივის გამგეობის გადაწყვეტილების დამტკიცება კოოპერატივის ქონების მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №№44.01.31.694.01.500 (მისამართი: ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №180, შპს „ცენტრალური ბაზრის“ შიდა ტერიტორია) კერძო პირზე გასხვისების შესახებ.

მეპაიეებისათვის კრებაზე დასწრება სავალდებულოა.

 

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის

სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის

გამგეობის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ თოლორდავა

 

03.12.2018წ.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.