დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 59 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016379 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,16/01/2018, 190020020.35.113.016321), კერძოდ:
გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 1 666 186,77 ლარით: მათ შორის: ა) გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში ტრანსფერები (სპეც. ტრანსფერი) 1 000 000 ლარით საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის №2168 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო სპეციალური ტრანსფერი 1 000 000 ლარი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად – 1 000 000 ლარი; ბ) გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში გრანტები (კაპ. გრანტი) 263 086,77 ლარით საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ოქტომბრის №1993 განკარგულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო კაპიტალური გრანტი 263 086,77 ლარი. მათ შორის: - სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად – 263 086,77 ლარი; გ) გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში გადასახადები , ქონების გადასახადი (კოდი 113) – 403 100 ლარით შესაბამისად გაიზარდოს: დ) საქართველოს მთავრობის №2168 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინასური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 03 07 – 61.1.1.11.) – 1. 000 000 ლარით; ე) საქართველოს მთავრობის №1993 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ზოგადი განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 04 02 – 2.8.2.2.) – 263 086,77 ლარით; ვ) ოზურგეთის საკრებულო, შრომის ანაზღაურება (ორგანიზაციული კოდი - 01 04 – 2.1.) – 36 000 ლარით; ზ) მუნიციპალური ტრანსპორტი , სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 03 01 02 – 2.5.) – 6 000 ლარით; თ) კომუნალური მომსახურების ცენტრი , სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 03 02 01 – 2.5.) – 34 500 ლარით; ი) წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 03 02 04 – 2.5.) – 10 000 ლარით; კ) სკოლამდელი განათლების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 04 01 – 2.5) – 200 000 ლარით; ლ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენი მიმდინარე ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 04 02 – 2.8.2.1.18) – 25 000 ლარით; მ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი - 05 01 01 – 2.8.2.1.18) – 10 000 ლარით; ნ) სპორტული ობიექტების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 02 – 2.5) – 40 000 ლარით; ო) კულტურის ობიექტების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 02 02 – 2.5) – 11 600 ლარით; პ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (პროგრამული კოდი 06 02 08 – 2.7.2.1) – 30 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 30 067,19 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 6753,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 20 278,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3035,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 18 051,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16 498,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16 748,1 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 253,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 148,0ათასი ლარი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი; დ)„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 20 509 700 ლარი |
პროგრამის მიზანი:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა – რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას,ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/ პირობებთან და სხვა. 13.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. პროგრამისფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 13.1.1 გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა(პროგრამული კოდი 030101) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 13.1.2 მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. ავტოპარკი შედგება 5 ერთეული მოძველებული ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 1 ქალაქის, 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. 13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტშიარსებული წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ახალი წყალსადენების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება.სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობების (გაბიონებისა და წყალამრიდების) და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.2.1 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი.ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა-დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. 13.2.2 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 13.2.3 ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ამ ხარჯებში გათვალისწინებულია აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის და გარე განათების ხარჯების დაფარვა . 13.2.4 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: შპს ,,სატისი“ ქვეპროგრამის აღწერა: წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა, ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. 13.3 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო სამუშაოების ჩატარება; პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; 13.4 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.5 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. 13.6 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური პროგრამა ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების გადახურვა, ფასადების მოწესრიგება, შიდა წყალკანალიზაციის სისტემების შეკეთება და სხვადასხვა სამუშაოები. |
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 988 100 ლარი. პროგრამის მიზანი:
|
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას.
პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა. 14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3 600 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა,გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 2 920 ბავშვი. მათ შორის 8 ბაღი 1 243 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 677 აღსაზრდელით - მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 388 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულიოდენობა (100%), ოზურგეთი სმუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-სმიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2.ოზურგეთი სმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება ( შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). |
მუხლი 15.
კულტურა (პროგრამული კოდი 05 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 674 600 ლარი პროგრამის მიზანი: |
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.
15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა დასაერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა.(ა).ი.პ. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანასაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება“; · ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი-მერცხალი“; · ა.(ა).ი.პ. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირი“. 15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური,მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების,კონცერტების,მუზეუმებში ახალექსპოზიციათადა მოძრავი გამოფენის მოწყობა.გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის: · საშობაო მსვლელობა ,,ალილო" (7 იანვარი) · „კალანდობა გურიაში" · სოფლის სახალხო დღესასწაული · ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" გალა კონცერტი საკურორტო სეზონის გახსნა · გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა · ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის 150 წლის იუბილე · ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მე-2 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი · „გომისმთობა" · „არტგენის "ფესტივალში მონაწილეობა · ოზურგეთის კულტურის დღეები ქალაქ თბილისში(art-holl) · ,,ექვთიმეობა'' წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი (თაყაიშვილი) მიძღვნილი ღონისძიება · ალეგრობა - ოზურგეთობა" - სახალხო დღესასწაულის ორგანიზება · შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი · 31 დეკემბერი ახალი წლის ღამის კონცერტი,საახალწლო განათებები · სხვადასხვა ღონისძიებებისათვის ( 3-8 მარტი, 26 მაისი, 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, 23 ნოემბერი ,,გიორგობა’’ და სხვა შემხვედრი კულტურული ღონისძიებები) 15.2.2.კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
· ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა“; · ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი“; · ა.(ა).ი.პ. „მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი; · ა.(ა).ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობისქართულ-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსაბლი-გურია“; · ა.(ა).ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“; · ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა“; · ა.(ა).ი.პ. „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება“. · ა.(ა).ი.პ. „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება“. ასევე, პროგრამით დაფინანსდება: · სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“. 15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციულიკოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობრივი პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 05 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. 15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძრისადა მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამულიკოდი 06 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 615 000 ლარი.
|
პროგრამის მიზანი:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; პროგრამის ბიუჯეტი : 115 200 ლარი; პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2. სოციალური პროგრამები(პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური პროგრამის ბიუჯეტი: 1 499 800 ლარი. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. 16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 143 500 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“; ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 47800 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. 16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 9 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. 16.2.4.დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. 16.2.5 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 303 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.2.6. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 75 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში საბიუჯეტო წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის დაფინანსებაში. 16.2.7. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 21 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. 16.2.8. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 130 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. 16.2.9. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 139 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. 16.2.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა. 16.2.11. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება . 16.2.12. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 42 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. 16.2.13. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 13). ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 290 000ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარება. 16.2.14. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის), ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას, რომლებმაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამებით. 16.2.15.გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 14000 ლარი. პროექტი ,,ძალადობის პრევენცია და გენდერული პოლიტიკის ამაღლება თვითმმართველობაში“ ღონისძიების განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენედერულ საკითხთა განყოფილება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო და გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ღონისძიების ბიუჯეტი: 12 000 ლარი. 16.2.16. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 16) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 118 500 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 16.2.17.ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებითუზრუნველყოფის პროგრამა(პროგრამულიკოდი 06 02 17) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური,ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 100ლარი. 16.2.18. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 21 000ლარი. პროგრამის მიზანია ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება დაფინანსება. 16.2.19. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25 000ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0 - დან 70000 - ის ჩათვლითაა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მატერიალური დახმარება. |
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები