შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ზაზა მამალაძე)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ზაზა მამალაძე)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 05/12/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
05/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ზაზა მამალაძე)
შპს „კონსალტინგ გრუპს“

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 111

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“ ს/კ 404483536

დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ზაზა მამალაძე , პირადი N 01025000540

მოვალე (მსესხებელი): ზაზა მამალაძე, პირადი N 01025000540

იპოთეკის ხელშეკრულება: N 1123123645642, თარიღი 13/03/2015

ვალდებულების წარმოშობა: 18.11.08 წლის N494468 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; 20.03.15 წლის N312588-7901580 საბანკო ხელშეკრულება 20.03.15 წლის N 312588-7901580 ხელშეკრულების ცვლილება

იპოთეკის რეკვიზიტები: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დაბა ურეკი, საკადასტრო კოდი: 26.28.07.064

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში დავალიანებაა 15203.84 აშშ დოლარი, მათ შორის: ძირი – 12 419,32 აშშ დოლარი, პროცენტი – 1 483,42 აშშ დოლარი, ჯარიმა – 1241.93 აშშ დოლარი,  59,17 აშშ დოლარი – დაზღვევა, სხვა ხარჯები: სპეციალისტის ხარჯი    

აუქციონის ჩატარების დრო: 19/12/2018 წლის 15:00 საათიდან 21/12/2018 წლის 12:30 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 15000.00 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი :1564.00 კვ.მ.

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                                                      გიორგი ლოლაშვილი