ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 49/7303
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 05/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
49/7303
05/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ხაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში მოგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნების სრული დაცვით წარმართავს მუშაობას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირებისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში გამოყოფილია პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული მოთხოვნილი და გაცემული საჯარო ინფორმაციების რეესტრში შეტანას.

2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციები არ გასაჩივრებულა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არცერთი მოთხოვნა. ყურადღებით ვეკიდებოდით საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნებს და ვიცავდით ვადებს, ამის გამო ზოგჯერ გამოყენებული გვაქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ხშირად იყო მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაკავშირებული და ცალკეული დოკუმენტები მოითხოვდა მოძიებას და დამუშავებას.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში კერძო და იურიდიული პირებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სულ შემოსულია 31 განცხადება. ყველა შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემულია პასუხი. ძირითადად ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების უკანონო ჭრის ფაქტზე, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე გაცემულ დახმარებებზე, საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციოდ თანხების გაცემის შესახებ, არჩევნების შემდეგ მერიის სტრუქტურებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად და პირადი განცხადებით თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საშტატო ნუსხისა და დაფინანსების შესახებ, 2019 – 2020 – 2021 წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტების შესახებ, მერიისა და მისი სამსახურების, ასევე საკრებულოს მიერ გახარჯულ სამივლინებო, საწვავისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ, მერიის თანამშრომლების მიერ ანაზღაურებადი და უხელფასო შვებულებით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ, საკრებულოს ფრაქციების მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ.

საჯარო ინფორმაციები გადაეგზავნათ: მულტიმედიაცენტრ „ჩემი იმერეთის“ რედაქციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“, შპს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, მმართველობის მონიტორინგის ცენტრს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, საკრებულოს ფრაქციებს და სხვებს.

შემოსული განცხადებები განეკუთვნებოდა მერიის კომპეტენციას, ყველა შემოსულ განცხადებაზე გაცემულია პასუხები.

 

თოფურიძე ნიკოლოზ                                                                                ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი