ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 04/4358
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 04/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
04/4358
04/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:

ა) 2018 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 52 განცხადება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 48 განცხადება დაკმაყოფილდა;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 4 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“  ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“;

დ) 2018 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში;

ე)  საჯარო მოხელეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;

ვ)  საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა.

 

როსტომ სესიაშვილი                            ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი