მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 03/1/665
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 04/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
03/1/665
04/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიშ

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიშს, კერძოდ:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფრომაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია სულ 28 (ოცდარვა) განაცხადი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არც ერთი განაცხადი არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნის უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 24 (ოცდაოთხი) გადაწყვეტილება. 4 (ოთხი) განაცხადით მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საკრებულოს კომპეტენციას და განმცხადებლებს გაეწიათ რეკომენდაცია მიემართათ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საჯარო ინფრომაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების თაობაზე საკითხი კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას არ განუხილავს;

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს;

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა;

ე) 2018 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნილი საჯარო ინფრომაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი არ ჰქონია.

გელა ბაქრაძე                        მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე