დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 76 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016512 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017, 190020020.35.160.016440) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 42 595,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13 600,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 23 650,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 5 344,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 30 607,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15 155,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15 955,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 800,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 167,6) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3 958,2) ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 958,2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 13.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 356,9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 500.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 266,9 ათასი ლარი; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 229,8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 3.3 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
თავი II
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. რუსთავში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა, ასევე ახალი და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 1.1.1. გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებული შიდაგზების, ეზოებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და გზების ორმული დამუშავება, კერძოდ: მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ეზოების ასფალტ/საფარის რეაბილიტაცია. ასევე რეგიონის განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები. 1.1.2. ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი/სათვალთვალო სისტემების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში აუცილებელ მონაკვეთებზე ე.წ. „მწოლიარე პოლიციელების“ მოწყობა, ქუჩების დახაზვა და საგზაო ნიშნების მონტაჟი, აგრეთვე სათვალთვალო (ზოგადი ხედვის) კამერების შეძენა. 1.1.3. მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მშვიდობის ქუჩის ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება; სანიაღვრე/საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; დაგეგმილია ქალაქის ინფრასტრუქტურისა და გამწვანების მოვლა-პატრონობა. 1.2.1. საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია; ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი აქტივობების ხელშეწყობა, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის პრინციპით განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სხვადასხვა კომუნალური პირობების მოწესრიგება, რომლის ფარგლებში გაიცემა წახალისებები კვარტალში ერთხელ წარმატებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებზე. 1.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯი, ქალაქის ცენტრალურ და შემდგომ შიდაკვარტალურ გზებზე არსებული ნათურები შეიცვლება ეკონათურებით, რაც ქალაქის გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯს 3-ჯერ დაზოგავს. რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში სანათი წერტილების მოწყობა/რეაბილიტაცია. 1.2.3. ქალაქის ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დაფინანსება, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერებისა და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლებასა და საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაგვა-დასუფთავებას მეეზოვეების მეშვეობით; არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობას, ახალი ხეების დარგვას და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანებას, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოებს; ასევე ქალაქის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება თვითმმართველი ქალაქის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით; ასევე ზემოხსენებული ა(ა)იპ-ი განახორციელებს ქალაქის გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობას. 1.2.4. წყლისა და სანიაღვრე/საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის გარკვეულ უბნებზე სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. 1.2.5. ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურისა და გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდა ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც თავისი ფუნქცია მოვალეობებით შეერწყა ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრს“. 1.3. ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების რეაბილიტაცია/კეთილმოწყობა, არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი შენობების გამაგრების ხარჯები. 1.3.1. სკვერების, ეზოების, ძეგლებისა და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების/გაზონების დეკორატიული ღობით მოპირკეთებისა და მოწყობა/რეაბილიტირებასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები. 1.3.2. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქალაქის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება; ასევე დაგეგმილია ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები, სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის შენობის მშენებლობა. 1.3.3. ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 1.4. მუნიციპალური ტრანსპორტის დოტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დოტაციური პრინციპით ფინანსდება შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“, რომელიც უზრუნველყოფს შიდასაქალაქო ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას. ავტობუსების საწვავისა და მარაგ ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის დოტაციის გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია. 1.5. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულ იქნა ევროკომისიის მიერ შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, სადაც თანადაფინანსების პრინციპით პროექტის ღირებულების 90%-ს დააფინანსებს ევროკომისია, ხოლო 10% წილის ასიგნება ეკუთვნის თვითმმართველობას. პროექტის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე მოქალაქეთა მეტი ჩართულობის მიზნით მათი ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტების შედგენისას გამჭვირვალეობის გაზრდას და მათი მოსაზრებების ასახვას ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 01) ქვეპროგრამას ახორციელებს ააიპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება“; ქალაქში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 6 490 ბავშვი. საბავშვო ბაღებში რეაბილიტირების ჩატარების შემდეგ დაგეგმილია დამატებითი ჯგუფების გახსნა, რის შედეგადაც ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გაუმჯობესდება კვების რაციონი. ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების რემონტი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. 2.2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის 220-მდე ბენეფიციარი. 2.3. სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/რეაბილიტაცია. 3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 3.1.1. სასპორტო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდა ა(ა)იპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“, რომელიც თავისი ფუნქცია-მოვალეობებით რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა ააიპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს“. 3.1.2. სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს საკალათბურთო (შპს „რუსთავი 1991“) და სარაგბო (ააიპ „რუსთავის ხარები“) კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას. 3.1.3. სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საბავშვო გასართობი ატრაქციონების საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია და ასევე განხორციელდება ქალაქში არსებული სპორტული კომპლექსების რეაბილიტაცია და მოედნების მოწყობა/რეაბილიტირება. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1. სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“, რომელიც აერთიანებს სახელოვნებო და სასპორტო სკოლებს რომლებშიც თავმოყრილია ადგილობრივი ანსამბლები, 3 მუსიკალური, 1 ხელოვნებისა და 1 სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე; ასევე 4 სპორტულ სკოლას და 1300-ზე მეტ სპორტსმენს. ზემოხსენებული ა(ა)იპ-ი უზრუნველყოფს სადღესასწაულო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოწყობას. ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.2.2. თეატრის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ყველა თაობის ნიჭიერ შემოქმედთა ხელშეწყობა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, პოპულარიზაცია, ტრადიციების აღორძინება; გაამძაფროს საზოგადოების ინტერესი თეატრალური ხელოვნებისადმი და მოიზიდოს ყველა თაობის მაყურებელი. 3.2.3. მუზეუმის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამიანთა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას; შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 3.2.4. ბიბილიოთეკების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 4 ბიბლიოთეკას, სადაც ხდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 3.2.5. კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია (ქვეპროგრამის კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში ერთ-ერთი დიდი რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება, რაც შექმნის საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოსახლეობის ნებისმიერი ასაკისათვის. 3.3. ახალგაზრდობის განვითარებისა და ინიციატივების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მოხდება რუსთავში რეგისტრირებულ ახალგაზრდა (29 წლამდე) ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%), საერთაშორისო დაფინანსების (უცხოური გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. ასევე ფინანსდებოდა ა(ა)იპ „ახლაგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“, რომელიც თავისი ფუნქცია-მოვალეობებით რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა ა(ა)იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს“. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობისა და შშმ პირების 1 800 ბენეფიციარის ერთჯერადი ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 4.2.2.სარიტუალო მომსახურებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ქ. რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 4.2.3. შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი ოჯახების სასმელი წყლის გადასახადისაგან გათავისუფლება (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით). 4.2.4. შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით); ქალაქში მცხოვრები ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (1 500-ზე მეტი ბენეფიციარი); სსიპ-ებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (2 700-ზე მეტი ბენეფიციარი);სტატუსით უსინათლო შშმ პირთა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (150-ზე მეტი ბენეფიციარი). 4.2.5. ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ რუსთაველ ჯარისკაცთა ოჯახების (65 ბენეფიციარი), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში (4 ბენეფიციარი) და 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების (3 ბენეფიციარი), საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისა (3 ბენეფიციარი) და ე.წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახების (35 ბენეფიციარი) კომუნალური გადასახადების დაფარვა, თითოეულ ოჯახზე წელიწადში 500 ლარის ოდენობით; ასევე გათვალიწინებულია საოპერაციო მკურნალობების დაფინანსება გეგმური ქირურგიულ, ონკოლოგიურ და კარდიოქირურგიულ დაავადებებზე, აგრეთვე დაფინანსდება რუსთავში მცხოვრები(რეგისტრირებული) C ჰეპატიტით დაავადებულთა სამედიცინო კვლევები. 4.2.6. უხუცეს დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი მატერიალურ დახმარება, თითოეულზე 300 ლარი. 4.2.7. რუსთავის მოხუცებულთა სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. 4.2.8.მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები შშმ პირების, პენსიონერებისა და 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარება თითოეულზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 4.2.9. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 30 ლარის ოდენობით (734 ბენეფიციარი). 4.2.10. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტატუსით უსინათლო ბენეფიციარების (145 ბენეფიციარი) კომუნალური ხარჯების დაფარვა (დენი 240 ლარის ფარგლებში და გაზი 240 ლარის ფარგლებში წლიურად), ასევე ფინანსდება აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა (80 ბენეფიციარი) რეაბილიტაციის კურსი წელიწადში ერთჯერადად 600-1000 ლარის ოდენობით. უსინათლოთა დახმარების პროგრამა გამცილებლების მომსახურების კუთხით. 4.2.12. სტუდენტთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული რუსთაველი სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული (დევნილი), შშმ სტუდენტებისა და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების (შემდგომში – "ბენეფიციარი") სოციალური დახმარება წახალისების მიზნით თვეში 50 ლარის ოდენობით. ასევე დაფინანსდება წარჩინებული (შესაბამისი კრიტერიუმები) სტუდენტების სწავლის საფასური თითოეულზე არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. 4.2.13. სოციალური დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბენეფიციართა სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებითა და ტკბილეულით დასაჩუქრება. 4.2.14. სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორიცაა: ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა და კომუნალური გადასახადების დაფარვა, ხოლო შშმ პირის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება. 4.2.15. დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული ბენეფიციართა ტრანსპორტის ხარჯის შემცირების მიზნით ყოველთვიური მატერიალური (ფულადი) დახმარება 60 ლარის ოდენობით. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, იურიდიული დახმარებისა და ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის ცენტის ლიკვიდაციის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებას, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის ხარჯებსა და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს. მათ შორის: მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ აღებული ვალდებულებების მომსახურება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების (კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად) შესაბამისი გრაფიკის მიხედვით დაფარვის ხარჯები, კერძოდ: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით და ნაგვის გადამზიდი სპეცტექნიკის (სატვირთო მანქანა) შეძენის მიზნით სესხის მომსახურების პროცენტი საშეღავათო პერიოდამდე (2020 წლის ჩათვლით), ხოლო 2021 წლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. მუნიციპალური არქივის ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალური არქივის“ დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის (არამარტო) სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მასალების ტექნიკურ დამუშევება/დაჯგუფებას და აღრიცხვა/შენახვას დაინტერესებულ პირთათვის მომსახურების გაწევის მიზნით. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ დაფინანსება, რომლის მიზანია რეგიონის მასშტაბით განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები (ბიზნესის შესაძლებლობების ანალიზი და ბაზრის კვლევა) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და არსებული მცირე/საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა. საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი სფეროების მიხედვით სწავლებების დაგეგმარება და მათი გადამზადება, რაც განპირობებულია ახალი სტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური სერვისებისა და საქმიანობების გაუმჯობესების მიზნით. 6. თავდაცვა (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მოსწავლეთა პირველად აღწერას, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებასა და სამედიცინო შემოწმებას, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზებას. |
მუხლი 16.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები