„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 35/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016553
35/33
01/11/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
480610000.03.030.016553
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

მის აღმატებულებას ბატონ ძი იანჩის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო

და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მთავრობის სახელით, მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ, რომ ორივე მხარე მეგობრული კონსულტაციების თანახმად შევთანხმდით შემდეგზე:

1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანხმდება, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკის პროექტის განხორციელებაში, როგორც ეს მოთხოვნილი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან. პროექტი ძირითადად მოიცავს ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობას, ერთს თელავში და მეორეს – სენაკში. თითოეული საავადმყოფოს სამშენებლო ფართობი შეადგენს დაახლოებით 2230 კვ. მეტრს. თითოეული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ განყოფილებას, კრიზისული ინტერვენციის განყოფილებას, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურების განყოფილებას, სტაციონარულ განყოფილებას 30 საწოლზე, საოფისე და აპარატურის ოთახებს და,  აღჭურვილი იქნება სათანადო  დამხმარე მოწყობილობებითა და აპარატურით.

2. ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე; უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად; უზრუნველყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ზემოაღნიშნული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯი დაიფარება 2011 წლის 19 დეკემბერს, 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმებების თანახმად გამოყოფილი გრანტით.

3. საქართველოს მხარე პასუხისმგებელია, გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის, მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში; უზრუნველყოს პროექტის ტერიტორიაზე, მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟი და სამშენებლო ობიექტის გაწმენდა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, მცენარეების, საზოგადოებრივი მოხმარების  წყალსადენების და  ელექტროსადენების და ა.შ.; პროექტისთვის გამოყოს ქვიშის კარიერი და ნიადაგ-მოხსნილი ადგილი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროექტის ფარგლებში ამოღებული ნიადაგის ამოსავსებად; განახორციელოს მუნიციპალური პროექტები, მათ შორის, უზრუნველყოს პროექტის საზღვრამდე გზის გაყვანა, წყლის მიყვანა, სადრენაჟე სისტემის მონტაჟი, ელექტრომომარაგების, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიყვანა; და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საშუალებებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა პროექტის დაწყებამდე მხარეთა შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრული პოზიციებისთვის; დაეხმაროს ჩინელ ინჟინერებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში; დახმარება გაუწიოს ჩინეთის მხარეს, პროექტისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობის, მასალის და ჩინელი ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალის საყოფაცხოვრებო ნივთების განბაჟებასთან და შემოტანასთან დაკავშირებული  ფორმალობების მოგვარებაში და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ნივთების ნებისმიერი ტიპის საბაჟო გადასახდელებისა და გადასახადებისაგან გათავისუფლება; უზრუნველყოს ჩინეთის მხარის საცხოვრებელი ტერიტორიისა და პროექტის სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოება; ტერიტორიის გამწვანება პროექტის მიწის ფართობზე და ა.შ.

4. ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები განისაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

თუ თქვენს აღმატებულებას შეუძლია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით დაგვიდასტუროს ზემოაღნიშნული საპასუხო წერილით, წინამდებარე წერილი და თქვენი საპასუხო წერილი ჩაითვლება როგორც შეთანხმება ორ მთავრობას შორის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა.

დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი