დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.023.016556 |
|
საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს თანდართული: 1. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრები (დანართი №1). 2. საქართველოში მევენახეობისათვის ნებადართული ვაზის ჯიშები (დანართი №2). 3. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშები (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრები
|
|
დანართი №2
|
საქართველოში მევენახეობისთვის ნებადართული ვაზის ჯიშები
|
საქართველოში მევენახეობისთვის ნებადართული ვაზის ჯიშებია:
ა) თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: რქაწითელი, რქაწითელი კლონი 48, რქაწითელი მუსკატური, მწვანე კახური, მწვანე კახური კლონი 12, ხიხვი, ქისი, მცვივანი კახური, ჩიტისთვალა, გრძელმტევანა, ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, მესხური მწვანე, ციცქა, ცოლიკოური, დონდღლაბი, კაპისტონი თეთრი, კრახუნა, კუნძა, წულუკიძის თეთრა, მცვივანი რაჭული, მწვანე რაჭული, საკმეველა, ჭვიტილური, ავასირხვა, ბროლა, შარდონე, პინო თეთრი, ალიგოტე და ვიტის ვინიფერას (Vitis vinifera) სახეობაში შემავალი სხვა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები; ბ) ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები: საფერავი, საფერავი კლონი 359, საფერავი ბუდეშურისებური, რქაწითელი ვარდისფერი, თავკვერი, ასურეთული შავი, შავკაპიტო, დანახარული, მესხური შავი, თამარის ვაზი, მესხური საფერე, ოცხანური საფერე, ძელშავი, ალადასტური, მგალობლიშვილი, ალექსანდროული, მუჯურეთული, კაბისტონი შავი, უსახელოური, ორბელური ოჯალეში, ჩხავერი, ბადაგი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ჯანი, ორონა, ჭუმუტა, ოჯალეში, პანეში, ამლახუ, კაჭიჭი, საწურავი, კაბერნე სოვინიონი, პინო შავი და ვიტის ვინიფერას (Vitis vinifera) სახეობაში შემავალი სხვა ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები. |
დანართი №3
|
საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები