დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 575 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.020891 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27“, „ჰ28“, „ჰ29“, „ჰ30“, „ჰ31“ და „ჰ32“ ქვეპუნქტები: „ჰ27) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან თივისა და ჩალის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №60); ჰ28) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №61); ჰ29) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №62); ჰ30) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №63); ჰ31) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხენის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №64); ჰ32) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტიული გამოზრდის, მოშენების და სხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნით, ცოცხალი თევზის, უხერხემლოებისა და სხვა პოიკილოთერმული წყლის ცხოველების, მათი განაყოფიერებული ქვირითის, სპერმის, ლარვის ექსპორტისათვის (დანართი №65).“. 2. №59 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის №60 – №65 დანართები. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები