„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020890
574
26/11/2018
ვებგვერდი, 29/11/2018
010110020.10.003.020890
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №574

2018 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების  სახელმწიფო  პროგრამის“:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დანართ №4-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ხოლო დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემა ყველა მონაწილეს, გარდა პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღჭურვილობის საკუთრებაში გადაცემა ხდება მისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობის საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების ეროვნული სააგენტო) უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“.

2. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №1-ითა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2   წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე