დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 557 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.020873 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ I3 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის I4 თავი:
„თავი I4 „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ აწარმოე უკეთესი მომავლისთვის ნაწილი მუხლი 1221. ტერმინთა განმარტება „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ აწარმოე უკეთესი მომავლისთვის ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ აწარმოე უკეთესი მომავლისთვის ნაწილი; ბ) მეწარმე სუბიექტი – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე; გ) მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი − პროგრამის ფარგლებში, საერთო მიზნების მისაღწევად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით (ამხანაგობის ხელშეკრულებით), მეწარმე სუბიექტების გაერთიანება; დ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი − მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) პროექტი − მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაცემთა ბაზის მეშვეობით, სააგენტოსთვის წარდგენილი ბიზნესგეგმა; ზ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში; თ) ბენეფიციარის ხელშეკრულება − სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს შორის დაფინანსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; ი) საკონკურსო კომისია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ეტაპებს, მათი ჩატარების ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, დაფინანსების პირობებს, მონიტორინგის განხორციელების პირობებსა და პროცედურას, შეფასების კრიტერიუმებს, ახდენს პროგრამის შემდგომი გაუმჯობესების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას; ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევის პროცედურას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე); კ) ეტაპი – პერიოდი პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევიდან, ბენეფიციარის ხელშეკრულების სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის პროცედურის ჩათვლით; ლ) პროგრამის მონაცემთა ბაზა − პროგრამის თითოეული ეტაპის აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემა. მუხლი 1222. პროგრამის მიზანი გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერა. მუხლი 1223. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლება-მოვალეობები 1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო: ა) ახდენს პროგრამის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და ამ ბაზაში რეგისტრირებული პროექტების პირველად გადარჩევას; ბ) ახდენს საკონკურსო კომისიის ინფორმირებას პროექტების პირველადი გადარჩევის შედეგების შესახებ და, დაფინანსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საკონკურსო კომისიას წარუდგენს შერჩეულ პროექტებს; გ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აფორმებს ბენეფიციარის ხელშეკრულებას პროგრამის ბენეფიციართან/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფთან და უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას სააგენტოს ასიგნებებიდან; დ) პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს უწევს პროგრამასა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერას; ე) საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით; ვ) პროგრამის ჯეროვნად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას შესაბამისი ბენეფიციართა მომსახურების ცენტრი. 3. საკონკურსო კომისია: ა) განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ეტაპებს, მათი ჩატარების ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, დაფინანსების პირობებს, მონიტორინგის განხორციელების პირობებსა და პროცედურას, შეფასების კრიტერიუმებს; ბ) ახდენს პროგრამის შემდგომი გაუმჯობესების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევის პროცედურას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე. მუხლი 1224. პროგრამაში მონაწილეობა 1. ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებულის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი მეწარმე სუბიექტი/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი სააგენტოში წარადგენს პროექტს. 2. საკონკურსო კომისიის მიერ დაფინანსების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს შორის ფორმდება ბენეფიციარის ხელშეკრულება, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს დაფინანსება პროგრამის ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფზე. 3. სააგენტოს მხრიდან დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება: ა) 7 000 (შვიდი ათასი) ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს ან/და საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ბ) 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის, ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს ან/და საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; გ) 20 000 (ოცი ათასი) ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის, მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს ან/და საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; დ) 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის, მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს ან/და საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 4. სააგენტო პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსებას ახორციელებს საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული წესით. 5. სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პროექტით (ბიზნესგეგმით) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შესაძენად, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 1225. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 1226. პროგრამის ამოქმედება პროგრამა ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები