სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 14/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
218
09/12/2009
სსმ, 152, 14/12/2009
000000000.00(0).00.000000
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/12/2009 - 02/02/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები.

    მუხლი 2

ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველთვიურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული  მონაცემები სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი).

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვების შესახებ.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების უწყვეტობის მიზნით უზრუნველყოს სააგენტოსათვის დაზღვეული პირების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება 2010 წლის 1 იანვრამდე.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.

    მუხლი 3

სააგენტომ 2010 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ბენეფიციარი მოსახლეობისა და სადაზღვევო ორგანიზაციების ინფორმირება ვაუჩერის პირობების შესახებ.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს პირობები განსაზღვრავს სიღარიბის დადგენილ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებისათვის, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების წესებს, სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულებას, მისი გამოყენების, გადაცემისა და განაღდების საკითხებს, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს (შემდგომში – ვაუჩერის პირობები). ვაუჩერის პირობები არ ვრცელდება სხვა სახის ვაუჩერებზე.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის პირობები და სადაზღვევო კომპანიის წერილობითი დადასტურება პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დადგენილებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან (მათ შორის, სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით).

    მუხლი 2. სადაზღვევო ვაუჩერი

1. სადაზღვევო ვაუჩერი არის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის (ოჯახებისათვის) გადაცემული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად.

2. 2010 წელს სადაზღვევო ვაუჩერი მიეცემათ ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად შემდეგ ბენეფიციარებს:

ა) ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს;

გ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში (დანართი №1) მცხოვრებ (მათ შორის, ობოლ, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვებს;

დ) რეინტეგრაციაში ან/და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;

ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს.

3. დაუშვებელია სადაზღვევო ვაუჩერის გაცემა ან სადაზღვევო პრემიის დაფინანსება ერთდროულად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საფუძვლით.

4. სადაზღვევო ვაუჩერის გაცემა არ მოხდება პირებისათვის, რომლებიც არიან 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ან 2009 წლის „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები და რომლებიც სურვილს არ გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, ან რომელთა მზღვეველიც არ წყვეტს პროგრამაში მონაწილეობას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს სადაზღვევო ხელშეკრულება უახლდებათ ავტომატურად ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შესაბამისად, ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაგრძელება მოხდება გაგრძელების დროისათვის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელება არ მოხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის საფუძვლით მოსარგებლე პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც სადაზღვევო დაფარვის ვადის ამოწურვის პერიოდისათვის აღემატება 70 000-ს.

7. სადაზღვევო ვაუჩერის წარდგენა სადაზღვევო ორგანიზაციაში უთანაბრდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანის გადახდას.

8. ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას უზრუნველყოფს სააგენტო ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.

9. სადაზღვევო ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

10. სადაზღვევო ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს სააგენტო.

11. სააგენტო უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ვაუჩერი იმ შემთხვევაში, თუ, კანონმდებლობის შესაბამისად, სადაზღვევო ვაუჩერის გაცემამდე სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან ეჭვქვეშ დგას მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდე. ამ შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლას.

    მუხლი 3. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები

1. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი:

ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ა.ა) ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება); სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში;

ა.ბ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევები);

ა.ე) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა, სსიპ – შსს- ს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასთან და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი;

ბ.გ) ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი;

გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარი.

2. სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო ვაუჩერით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯები:

ა) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი წლის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;

ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;

გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

თ) შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები;

ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად;

კ) ტრანსპლანტაციის (გარდა ბროლის იმპლანტაციისა), აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ვრცელდება 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებზეც.

    მუხლი 4. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები

1. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები არიან:

ა) დამზღვევი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, მინდობით აღზრდის შემთხვევაში – დედობილი/მამობილი;

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – თვით ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) დაზღვეული – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი;

გ) მზღვეველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოს წერილობით დაუდასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე ვაუჩერის პირობებს.

2. სადაზღვევო პოლისი არის სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სადაზღვევო სერტიფიკატის ერთობლიობა. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის. სადაზღვევო სერტიფიკატი მიეცემა ბენეფიციარი ოჯახის ყველა რეგისტრირებულ წევრს ინდივიდუალურად.

    მუხლი 5. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის მიკუთვნების წესი

1. დამზღვევს სასურველი მზღვეველის შესარჩევად აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული დროის განმავლობაში.

2. 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამისა“ და „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, მიმართავენ სააგენტოს წერილობითი განცხადებით სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე. თავის მხრივ, სააგენტო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის მზღვეველისათვის გადაცემას. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი მიღებული ვაუჩერის საფუძველზე არ გააფორმებს დადგენილ ვადაში სადაზღვევო ხელშეკრულებას, ბენეფიციარი ავტომატურად ითვლება იმავე მზღვეველის დაზღვეულად, ამ დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის პირობების შესაბამისად.

3. მზღვეველი ორგანიზაციები, რომლებიც წყვეტენ 2010 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, შეწყვეტამდე 2 თვით ადრე წერილობით აცნობებენ სამინისტროს, მაგრამ, ამასთანავე, ფარავენ აღებულ ვალდებულებებს.

4. თავისუფალი არჩევანის პერიოდის გასვლის შემდეგ ბენეფიციარების მზღვეველებს შორის გადანაწილებას ახორციელებს სააგენტო შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. თითოეული პროგრამის ფარგლებში გადანაწილება ხდება იმავე პროპორციით, როგორც გადანაწილდა ბენეფიციარები მოცემულ რეგიონში სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის თავისუფალი არჩევანისათვის დაწესებულ პერიოდში. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა შემთხვევაში გადანაწილებისას ერთეულად განიხილება ოჯახი.

5. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაშია დამზღვევის ხელმოწერის გარეშე. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი მზღვეველისათვის დაზღვეულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე.

6. ბენეფიციარი უფლებამოსილია უარი განაცხადოს დაზღვევაზე. უარის შემთხვევაში აუცილებელია სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენა, რომელიც ხელმოწერილია ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა შემთხვევაში დაზღვევაზე უარი დასაშვებია მხოლოდ მთლიანად ოჯახზე და თუ არსებობს ოჯახის ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა.

7. პოლისის ძალაში შესვლიდან 12 კალენდარული თვის შემდეგ დამზღვევს აქვს მზღვეველის შეცვლის უფლება.

    მუხლი 6. ვაუჩერის განაღდება, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის წესი

1. ვაუჩერის განაღდებას ახდენს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში მზღვეველის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

2. 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეულზე გათვლილი ყოველწლიური სტანდარტული სადაზღვევო შესატანი (პრემია) განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით (საბაზისო პრემია).

3. თითოეულ დაზღვეულზე გადასახდელი სადაზღვევო პრემია გამოითვლება საბაზისო პრემიის შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით.

4. სააგენტოს მიერ 2010 წელს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე ვაუჩერის სტანდარტული ღირებულების ერთი მეთორმეტედის პრინციპით და შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით:

ა) 0-64 წწ. – 12,93 ლარი (კოეფიციენტი 0,862);

ბ) 65 წელი და მეტი – 21,43 ლარი (კოეფიციენტი 1,429).

5. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მზღვეველისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება მთლიანად ოჯახის სასარგებლოდ და მისი ოდენობა შეადგენს ამ ოჯახის თითოეული წევრისათვის დადგენილი სადაზღვევო შესატანების ჯამს.

6. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ერთი ოჯახისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების ან შვილად აყვანის გამო. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდის ათვლა იწყება ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანის დღიდან და არასრული სადაზღვევო წლის შესაბამისი პრემია განისაზღვრება დროის პროპორციულად. ამასთან, იმ თვის სადაზღვევო პრემია, როდესაც მოხდა ახალი წევრის დაბადება ან შვილად აყვანა, ანაზღაურდება სრულად.

7. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ასაკის ცვლილების გამო პრემიის ოდენობა არ იცვლება.

8. სააგენტოს მიერ მზღვეველისათვის ყოველი თვის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, არა უგვიანეს მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე.

9. სააგენტოს მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა არ წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესყიდვას.

    მუხლი 7. სადაზღვევო პერიოდი

1. სადაზღვევო ხელშეკრულებები ძალაში შედის ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში ახალი სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის არა უადრეს ძველი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის 24 საათიდან.

2. გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით.

3. ბენეფიციარი ოჯახის დაზღვეული წევრები ინარჩუნებენ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების უფლებას მთლიანი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ბენეფიციარის სარეიტინგო ქულის ცვლილებისა ან რეგისტრაციის გაუქმებისა. ამასთან, სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება არსებობს დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაშიც, სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე.

    მუხლი 8. სადაზღვევო ორგანიზაციების ვალდებულებები

1. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების დაზღვევის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია:

ა) ბენეფიციარისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევაზე უარის თქმა;

ბ) ბენეფიციარისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა;

გ) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე ბენეფიციარისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება ან აღებული ვალდებულებების უარყოფა;

დ) რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის ან სხვა გადასახადის დაწესება სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების, გაგრძელების ან სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

2. მზღვეველს არ აქვს უფლება დაზღვეულს შესთავაზოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სადაზღვევო პირობებზე უარესი პირობები.

3. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ამასთან:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტრაქტირებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაცვა, კერძოდ: ამბულატორიული მომსახურება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებისათვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მითითებული მისამართის გათვალისწინებით;

ბ) არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი და შეზღუდვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის არჩევისას დაზღვეულის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში;

გ) გეგმური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არ უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომლებიც დაზღვეულებისათვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული დროული და ხარისხიანი მომსახურების მისაღებად;

ე) მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდის განმავლობაში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება;

ვ) სადაზღვევო კომპანიის მიერ გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მზღვეველის მიერ შერჩეულ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეულ დამზღვევთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და გასცეს თითოეული დაზღვეულისათვის სადაზღვევო სერტიფიკატი, მიუხედავად მიკუთვნების წესისა.

5. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

6. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას დაზღვეულების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის უფლებას შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

7. თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მიზეზის გამო ვერ ასრულებს დადგენილ წესებს ან ვალდებულებებს დაზღვეულების მიმართ და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დაზღვეულები გადანაწილდებიან იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც არიან გადანაწილებული დანარჩენი დაზღვეულები სხვა კომპანიებს შორის.

    მუხლი 9. სადაზღვევო კომპანიების ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე

1. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მზღვეველმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია დაზღვეულების შესახებ;

ბ) ცვლილებები დაზღვეულთა სიაში;

გ) ინფორმაცია დაზღვეულების ზარალის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადასა და ფორმატს, სადაზღვევო ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს რეკომ ნდაციის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სადაზღვევო ორგანიზაციამ სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაუჩერის მეშვეობით დაზღვეული პორტფელის 12 თვის ტექნიკური შედეგი.

4. ინფორმაციის მიწოდებისა და ფორმატის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 10. დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრინციპები

დაზღვეულების სამედიცინო მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ამასთან:

ა) სადაზღვევო პოლისითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება დაზღვეულებს მიეწოდებათ სრული მოცულობით პაციენტის საჭიროების შესაბამისად;

ბ) დაუშვებელია რაიმე სახის დამატებითი ან სხვა გადასახადის დაწესება იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც სრულად ანაზღაურდება ამ სადაზღვევო პოლისით.

    მუხლი 11. სამედიცინო დაზღვევის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და ინფორმაციის საჯაროობა

1. სამედიცინო დაზღვევის პროგრამების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სამინისტროში შექმნილი სათათბირო ორგანო – სადაზღვევო ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ტექნიკურ და ფინანსურ გადაწყვეტილებათა ინტერპრეტირებისათვის.

დანართი №1

 

 

 

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები,

მცირე ტიპის  საოჯახო სახლები,

სკოლა-პანსიონები

იურიდიული მისამართი

1

სსიპ თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო

დაწესებულება

დიღმის მასივი,

III კვარტალი, 31- კორპ.

2

სსიპ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი

თბილისი, ნუცუბიძის ქ. №3

3

სსიპ წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო

დაწესებულება

დაბა წყნეთი, სტალინის ქ. №40

4

სსიპ ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება
მომავლის სახლი

თბილისი, წურწუმიას ქ . №13

5

სსიპ –  ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება
სათნოება

თბილისი, ცისკარიშვილის ქ. №3 (აფრიკა)

6

 

სსიპ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

დაბა კოჯორი, რუხაძის ქ. №10

7

 

სსიპ კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

დაბა კოჯორი, სტალინის ქ. №17

8

 

სსიპ საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

მცხეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. საგურამო

9

სსიპ რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. №24

10

 

სსიპ სურამის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

დაბა სურამი, დიმიტროვის ქ. №15

11

 

სსიპ ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი,     ჭავჭავაძის ქ. №161

12

 

სსიპ –  დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

დუშეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. პირმისაანთკარი

13

 

სსიპ თელავის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

თელავი, რუსთაველის ქ. №93

14

 

სსიპ ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

დაბა ასპინძა, ვარძიის ქ. №75

15

 

სსიპ ტაშისკრის ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

ხაშურის მუნიციპალიტეტი,

დაბა ტაშისკარი

16

 

სსიპ მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

მესტიის მუნიციპალიტეტი,

ერეკლე ფარჯიანის ქ. №250

17

 

სსიპ ახალგორის  ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

დაბა ახალგორი, 9 აპრილის ქ. №8

18

 

სსიპ წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

ქ. წალენჯიხა, წმინდა ნინოს ქ. №62  

19

 

სსიპ ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ახალ-აბასთუმანი

20

 

სსიპ ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო 

დაწესებულება

ბათუმი, მთისძირის ქ. №74

21

 

სსიპ სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

სენაკი, კობახიძის ქ. №9

22

 

სსიპ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი,

დაბა მახინჯაური

23

 

სსიპ თბილისის №200 სკოლა პანსიონური მომსახურებით

თბილისი, ქერჩის ქ. №22

24

 

სსიპ ქუთაისის სოფ. გუმათის №2 სკოლა

პანსიონური მომსახურებით

ქუთაისი, გუმათი, მარცხ. სანაპირო

25

 

სსიპ ახალციხის სკოლა პანსიონური

მომსახურებით

ახალციხე, პეტრე იბერის ქ. №17        

26

 

სსიპ სიღნაღის რაიონი,  სოფ. ზემო ბოდბის სკოლა პანსიონური მომსახურებით

სიღნაღის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ზემო ბოდბე

27

 

სსიპ ჩოხატაურის რაიონი, სოფ. კოხნარის

№2 სკოლა პანსიონური მომსახურებით

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კოხნარი

28

სსიპ ჭიათურის №12 სკოლა პანსიონური მომსახურებით

ჭიათურა, გაგარინის ქ. №10

29

 

სსიპ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა

სკოლა პანსიონური მომსახურებით

თბილისი, გუთნის . №6

30

 

სსიპ თბილისის №203 ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით

თბილისი, ნუცუბიძის  ქ. №5

31

 

სსიპ ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლა

პანსიონური მომსახურებით

ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ.
მე-3 შეს.

32

 

სსიპ გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით

ფარნავაზის ქ. №14

33

ქუთაისის №44 სკოლა პანსიონური მომსახურებით

ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. №58

34

სამტრედიის №15 სკოლა პანსიონური მომსახურებით

ქ. სამტრედია, გრიბოედოვის ქ. №47

35

 

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კაჭრეთის №2 სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კაჭრეთი

36

 

სსიპ ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი

ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №9

37

სსიპ ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ეწერი

38

იპ  – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი

ქ. ახმეტა, ჭავჭავაძის ქ. №15

39

კავშირი „ცისარტყელა“,  ფიზიკური პირი

დავით  დუჩიძე

მცხეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. საგურამო

40

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №3ა

41

 

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია

Every child

ქ. თბილისი,  ირ. აბაშიძის ქ. №37

42

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პირველი ნაბიჯი“

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა

43

ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №11ა

44

 

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი  (2 სახლი)

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის  ქ. №72

45

 

ბათუმის  განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი

ქ. ბათუმი,  ტაბიძის ქ. №2

46

 

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი  (2 სახლი)

ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის IV  შესახ. №3

47

კავშირი „ბავშვი და გარემო“, რუსთავი, მცირე საოჯახო ტიპი „მხიარული ოჯახი“

ქ. რუსთავი, ბარათაშვილის ქ.  №19

48

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი  „ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ.  №26

49

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი  „ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. თელავი, გრ.ორბელიანის ქ. №6

50

სსიპ თბილისი №198 საჯარო სკოლა

თბილისი, ჩიქობავას ქ.  №29.

        


დანართი №2

 

 

N

 

ბენეფიციარი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრულებე-ბის გაფორმების პერიოდი

 

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

პროპორციული განაწილების ვადა

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი პროპორციული განაწილების შემთხვევაში

1

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის

1 დეკემბრამდე

2010 წლის

28 თებერვლის ჩათვლით

2010 წლის

1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილი

2010 წლის 10 მარტიდან

10 აპრილის ჩათვლით

2010 წლის 10 აპრილიდან

1 მაისამდე

2010 წლის 1 მაისი

2

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის

1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო

3 თვის ჩათვლით

ქულის მინიჭების თვის მომდევნო

მე-4 თვის პირველი

10 კალენდარული დღე

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-4 თვის 10 რიცხვიდან მე-5 თვის 10 რიცხვის ჩათვლით

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის 10 რიცხვიდან მე-6 თვის

1 რიცხვამდე

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-6 თვის

1 რიცხვი

3

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტუ-რი ორგანოე-ბის მხრიდან ბენეფიციარე-ბის შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო

3 თვის ჩათვლით

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-4 თვის პირველი

10 კალენდარული დღე

კომპეტენ-ტური ორგანოების მხრიდან ბენეფიცია-რების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის  წარდგენის თვის მომდევნო  მე-4 თვის

10 რიცხვიდან მე-5 თვის 10 რიცხვის ჩათვლით

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-5 თვის 10 რიცხვიდან

მე-6 თვის 1 რიცხვამდე

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო  მე-6 თვის

1 რიცხვი

4

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

რეინტეგრა-ციაში/

მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო

3 თვის ჩათვლით

რეინტეგრაციაში/

მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო მე-4 თვის პირველი

10 კალენდარული დღე

რეინტეგრა-ციაში/

მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

რეინტეგრაციაში/

მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო  მე-4 თვის 10 რიცხვიდან

მე-5 თვის 10 რიცხვის ჩათვლით

რეინტეგრაციაში/

მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო  მე-5 თვის

10 რიცხვიდან

მე-6 თვის 1 რიცხვამდე

რეინტეგრაციაში/მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის  მომდევნო  მე-6 თვის

1 რიცხვი

5

მე-5 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტებით გათვალისწინე-ბული ბენეფიციარები (რომლებმაც უარი თქვეს ან მზღვეველმა დატოვა პროგრამა)

სადაზღვევო ხელშეკრულე-ბის ვადის ამოწურვამდე

1 თვით ადრე

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე

15 დღით ადრე

სადაზღვევო ხელშეკრუ-ლების ვადის ამოწურ-ვიდან

24  საათში

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ათვლამდე  15 დღეში

 

 

–––––––––––––

 

 

––––––––––––––

 

48. 26/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 648 - ვებგვერდი, 27/12/2018 47. 31/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 518 - ვებგვერდი, 05/11/2018 46. 22/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 245 - ვებგვერდი, 24/05/2018 45. 06/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 65 - ვებგვერდი, 08/02/2017 44. 08/04/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 155 - ვებგვერდი, 14/04/2015 43. 17/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 590 - ვებგვერდი, 17/10/2014 42. 06/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 369 - ვებგვერდი, 10/06/2014 41. 01/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 263 - ვებგვერდი, 02/04/2014 40. 17/01/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 88 - ვებგვერდი, 20/01/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 31/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 398 - ვებგვერდი, 31/12/2013 38. 21/08/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 215 - ვებგვერდი, 22/08/2013 37. 07/06/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 140 - ვებგვერდი, 07/06/2013 36. 16/05/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 110 - ვებგვერდი, 16/05/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 22/03/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 26/03/2013 34. 01/03/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 44 - ვებგვერდი, 04/03/2013 33. 11/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 460 - ვებგვერდი, 12/12/2012 32. 12/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 375 - ვებგვერდი, 12/09/2012 31. 22/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 337 - ვებგვერდი, 22/08/2012 30. 13/06/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 212 - ვებგვერდი, 15/06/2012 29. 30/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 161 - ვებგვერდი, 02/05/2012 28. 05/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 125 - ვებგვერდი, 10/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 05/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 122 - ვებგვერდი, 10/04/2012 26. 21/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 22/02/2012 25. 31/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 03/02/2012 24. 18/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 24/01/2012 23. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 443 - ვებგვერდი, 111205035, 05/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 442 - ვებგვერდი, 111205034, 05/12/2011 21. 18/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 438 - ვებგვერდი, 111125016, 25/11/2011 20. 13/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 395 - ვებგვერდი, 111017023, 18/10/2011 19. 08/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 376 - ვებგვერდი, 111012014, 13/10/2011 18. 07/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 340 - ვებგვერდი, 110909010, 09/09/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 02/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 334 - ვებგვერდი, 110907020, 07/09/2011 16. 07/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 233 - ვებგვერდი, 110608007, 08/06/2011 15. 21/04/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 185 - ვებგვერდი, 110429007, 02/05/2011 14. 31/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 158 - ვებგვერდი, 110404028, 05/04/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 16/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 384 - სსმ, 165, 17/12/2010 12. 20/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 321 - სსმ, 137, 25/10/2010 11. 13/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 307 - სსმ, 134, 19/10/2010 10. 28/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - სსმ, 127, 04/10/2010 9. 20/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 252 - სსმ, 103, 24/08/2010 8. 27/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 208 - სსმ, 92, 28/07/2010 7. 15/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 195 - სსმ, 86, 15/07/2010 6. 18/06/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 164 - სსმ, 73, 22/06/2010 5. 18/05/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 140 - სსმ, 56, 20/05/2010 4. 10/04/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 110 - სსმ, 43, 19/04/2010 3. 30/03/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 85 - სსმ, 33, 31/03/2010 2. 10/03/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 72 - სსმ, 27, 12/03/2010 1. 02/02/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 28 - სსმ, 14, 05/02/2010
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.