„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016143
47/ნ
21/11/2018
ვებგვერდი, 22/11/2018
010240070.22.037.016143
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №38/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge); 03/08/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010240070.22.037.016134) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;“.

2. მე-3 - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო.

მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო

ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო:

ა) ამზადებს წინადადებებს საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავების მიზნით:

ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველსაყოფად, მონაწილეობს ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში;

ბ.ბ) შეისწავლის და აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობისა რეფორმირების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის სფეროში არსებული გამოცდილებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ბ.გ) მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და მსგავსი საკითხების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;

ბ.დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას;

გ) შეისწავლის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გთვალისწინებულ სფეროებში არსებულ გამოცდილებას და შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ან მონაწილეობს მათ შემუშავებაში;

დ) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებულ ინიციატივებს და უზრუნველყოფს კოორდინაციას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობას და კოორდინაციას;

ვ) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ან მონაწილეობს მათ შემუშავებაში;

თ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციის და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო:

ა) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

ა.ა) ამზადებს რეკომენდაციებს;

ა.ბ) მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ახორციელებს ამ ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს;

ა.გ) მონაწილეობს დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;

ა.დ) მონაწილეობს პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში;

ა.ე) ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშესაწყობად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ა.ვ) მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, შეისწავლის კარგ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

ბ) ახორციელებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი ქარსელაძე